ევროუქმეები მოვლენებით დახუნძლულ ევროთასებს კვალში მიყვება. ასე რომ, ბევრ კლუბს ამოსუნთქვის საშუალებაც არ ექნება, მით უფრო - არც ჭრილობების მოშუშების დრო. ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის საფეხბურთო ქვეყნებიდან, ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში რამდენიმემ გაიბრწყინა კიდეც.

ევროუქმეები მოვლენებით დახუნძლულ ევროთასებს კვალში მიყვება. ასე რომ, ბევრ კლუბს ამოსუნთქვის საშუალებაც არ ექნება, მით უფრო - არც ჭრილობების მოშუშების დრო. ეგრეთ წოდებული მეორე ეშელონის საფეხბურთო ქვეყნებიდან, ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში რამდენიმემ გაიბრწყინა კიდეც. მაგალითად, ექტორ კუპერის "არისმა" ევროპის ლიგის გამარჯვებული "ატლეტიკო" დაამარცხა, "ველოდრომზე" მოიგო მოსკოვის "სპარტაკმა", "ტვენტემ" ქულები დააკარგვინა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ "ინტერს", "რეინჯერსმა" - სტუმრად "მანჩესტერს"...

მაგრამ უფრო მეტი ტოპ-კლუბებთან ვერას გახდა. "აიაქსს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფეხი არ გაანძრევინეს, ზოგიერთი კი "ევროპაში" მწარედ შერცხვა: პორტუგალიური "ბრაგა" "არსენალმა" 6:0 მოსრა, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონი "პანათინაიკოსი" - "ბარსელონამ" - 5:1, ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს თურქთა ჩემპიონ "ბურსასპორს" და ასე შემდეგ...

ახლა ჰოლანდიური, პორტუგალიური, ბერძნული, თურქული და სხვა ქვეყნის კლუბები შინაურ პირველობაზე გადაერთვებიან, ბევრ მათგანს ძალზე პრინციპული დაპირისპირებაც ელის - ჰოლანდიაში კლასიკური მატჩია (ფეიენოორდი-აიაქსი), პორტუგალიაში ლისაბონური დერბი (ბენფიკა-სპორტინგი), საბერძნეთში სალონიკური ჯახია (პანიონიოსი-არისი), თურქეთში სტამბოლის დერბი (ბეშიქთაში-ფენერბაჰჩე). მოკლედ, ფეხბურთის მოყვარულებს მხოლოდ 5 მოწინავე საფეხბურთო პირველობის მატჩები არ გაართობთ, სანახავი სხვაგანაც ბევრია.

დე კლასიეკერ

ანუ კლასიკური დერბი ჰოლანდიაში ორი ყველაზე დიდი ქალაქის, როტერდამისა და ამსტერდამის გუნდების, "ფეიენოორდისა" და "აიაქსის" დაპირისპირებას ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ "ეინდჰოვენს" გაცილებით მეტი ტიტული აქვს, ვიდრე "ფეიენოორდს", კლასიკა სწორედ როტერდამულ-ამსტერდამული დაპირისპირებაა. ამ ორი გუნდის ფანებს უბრალოდ სძულთ ერთმანეთი, 1997 წელს ტრაგედიაც დატრიალდა, როცა "აიაქსის" ფანი ცემით მოკლეს. შარშან ორივე კლუბი შეთანხმდა, რომ უახლოესი ხუთი სეზონის განმავლობაში "კლასიეკერს" სტუმრად ფანების მხარდაჭერის გარეშე ითამაშებს. ასე რომ, დღეს როტერდამში "აიაქსის" ფანებს უბრალოდ არ შეუშვებენ სტადიონზე. სულ 163 "კლასიეკერი" შედგა, "აიაქსმა" 72 მოიგო, "ფეიენოორდმა" - 53.

"ფეიენოორდს" ერთდროულად ორი მეკარე ჰყავს დამტვრეული: რობ ვან დიიკი და ერვინ მიულდერი. კარში გუნდის მესამე მეკარე დარლეი ჩადგება. თუმცა მხოლოდ ამით არ მთავრდება მასპინძელთა პრობლემები - ვერ ითამაშებენ მცველები: დანი ფერნანდესი, მარტინს ინდი და ბარტს სხენკეველდი, როტერდამელებს არც შემტევი იონ დალ ტომასონი ეყოლებათ. "აიაქსს" სულ ორი მოწინავე ფეხბურთელი აკლია: ნიკოლას ლოდეირო მუნდიალის მერე ტრავმირებულია, ტიმოტე ატუბამ კი მუხლი დაიშავა.

დღეს ველით გურამ კაშიას დებიუტს ჰოლანდიის ჩემპიონატში. საიტ "ხელდერლანდერის" ცნობით, თბილისის "დინამოს" ყოფილი ცენტრალური მცველი "ბრედასთან" მატჩის განაცხადში იქნება, ოღონდ თავიდან სათადარიგოთა სკამზე.

სპორტინგს თავს შევაკლავთო

მართალია, პორტუგალიაში ახლა ყველაზე საჭირბოროტო საკითხი ეროვნული ნაკრების თავკაცის ვაკანტური სკამია, მაგრამ კვირას ლიგა საგრეშში ლისაბონური დერბია და კვირას ყველა მხოლოდ "ბენფიკასა" და "სპორტინგის" დაპირისპირებაზე ილაპარაკებს. ჩემპიონმა "ბენფიკამ" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო (4 მატჩში 3 ქულა). "მოდით და გვიგულშემატკივრეთ და თავებს გავწირავთ, რომ "სპორტინგი" დავამარცხოთ", - აცხადებს "ბენფიკას" ათიანი პაბლო აიმარი.

ჰოლანდია. ერედივიზიე. VI ტურის წინ

დღეს

გრონინგენი-ექსელსიორი 20:45

ვიტესი-ბრედა 21:45

ვილემ II-დენ ჰააგი 22:45

ხვალ

ფეიენოორდი-აიაქსი 14:30

ნიიმიგენი-ალკმაარი 16:30

როდა-ეინდჰოვენი 16:30

უტრეხტი-ვენლო 16:30

ჰერაკლესი-ტვენტე 18:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ეინდჰოვენი 5 4 1 0 17-5 13

2. აიაქსი 5 4 1 0 16-4 13

3. ტვენტე 5 3 2 0 9-1 11

4. გრონინგენი 5 3 2 0 9-4 11

5. როდა 5 3 1 1 9-7 10

6. ექსელსიორი 5 3 1 1 10-9 10

7. ჰერენვეენი 5 2 2 1 8-7 8

8. ფეიენოორდი 5 2 1 2 10-7 7

9. ნიიმეგენი 5 2 1 2 11-12 7

10. ბრედა 5 2 1 2 7-7 6

11. უტრეხტი 5 2 0 3 7-9 6

12. დენ ჰააგი 5 1 2 2 9-12 5

13. ჰერაკლესი 5 1 1 3 7-8 4

14. დე გრააფსხაპი 5 1 1 3 6-15 4

15. ალკმაარი 5 0 3 2 5-8 3

16. ვენლო 5 1 0 4 4-8 3

17. ვიტესი 5 1 0 4 6-14 3

18. ვილემ II 5 0 0 5 3-16 0

ბელგია. ჟუპილერ ლიგაVII ტურის წინ

დღეს

სერკლ ბრიუგე-სტ. ტრუიდენი 22:00

ვეპენი-ჟერმინალი 22:00

გენკი-ლოკერენი 22:00

ვესტერლო-ლიერსი 22:00

ხვალ

შარლერუა-ბრიუგე 20:00

გენტი-ვარეგემი 20:00

ანდერლეხტი-კორტრიიკი 23:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. გენკი 6 5 1 0 21-5 16

2. ანდერლეხტი 6 4 2 0 13-1 14

3. კორტრიიკი 6 4 1 1 7-3 13

4. მეხელენი 6 4 1 1 7-3 13

5. გენტი 6 4 1 1 9-8 13

6. სტანდარდი 6 3 2 1 11-6 11

7. ბრიუგე 6 2 1 3 10-10 7

8. სტ. ტრუიდენი 6 2 1 3 3-8 7

9. ვარეგემი 6 1 4 1 7-4 7

10. ლოკერენი 6 1 3 2 8-11 6

11. ს. ბრიუგე 6 1 3 2 5-9 6

12. ვესტერლო 6 1 2 3 4-7 5

13. ჟერმინალი 6 1 2 3 2-7 5

14. შარლერუა 6 1 2 3 4-10 5

15. ლიერსი 6 0 1 5 5-14 1

16. ვეპენი 6 0 1 5 3-13 1

პორტუგალია. ლიგა საგრეში. V ტურის წინ

დღეს

ბეირა მარი-მარიტიმუ 20:00

გიმარაეში-ლეირია 00:15

ხვალ

რიუ ავე-აკადემიკა 19:00

ნავალი-სეტუბალი 20:00

ფერეირა-ბრაგა 21:00

ბენფიკა-სპორტინგი 23:15

ზეგ

ნასიონალი-პორტუ 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუ 4 4 0 0 9-2 12

2. გიმარაეში 4 2 2 0 5-2 8

3. აკადემიკა 4 2 1 1 7-4 7

4. ბრაგა 4 2 1 1 6-4 7

5. სპორტინგი 4 2 1 1 4-2 7

6. ფერეირა 4 1 3 0 4-3 6

7. ოლანენშე 4 1 3 0 2-1 6

8. ნასიონალი 4 2 0 2 5-6 6

9. ბეირა მარი 4 1 2 1 2-4 5

10. სეტუბალი 4 1 2 1 1-3 5

11. ლეირია 4 1 2 1 2-2 5

12. პორტიმონენშე 4 1 1 2 6-7 4

13. ბენფიკა 4 1 0 3 6-6 3

14. ნავალი 4 1 0 3 2-7 3

15. მარიტიმუ 4 0 1 3 1-4 1

16. რიუ ავე 4 0 1 3 1-6 1

რუსეთი. პრემიერლიგა. XXI ტურის წინ

დღეს

ამკარი-კრილია სოვეტოვი 15:00

ალანია-როსტოვი 17:15

სატურნი-დინამო 19:30

ხვალ

ტომი-ლოკომოტივი 14:00

ანჟი-რუბინი 16:15

ზეგ

ტერეკი-ზენიტი 16:00

ნალჩიკი-სპარტაკი 19:15

ცსკა-სიბირი 20:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ზენიტი 18 14 4 0 31-7 46

2. რუბინი 20 11 7 2 24-8 40

3. ცსკა 18 11 3 4 30-15 36

4. ნალჩიკი 20 9 6 5 27-22 33

5. როსტოვი 20 10 2 8 21-24 32

6. სპარტაკი 19 8 5 6 29-25 29

7. ტერეკი 20 7 6 7 22-19 27

8. ლოკომოტივი 20 7 5 8 23-24 26

9. დინამო 19 6 8 5 23-19 26

10. ტომი 20 7 4 9 25-31 25

11. ანჟი 20 6 5 9 18-22 23

12. ალანია 20 6 4 10 19-28 22

13. სატურნი 20 5 6 9 14-20 21

14. ამკარი 20 5 3 12 12-23 18

15. კრილია 20 3 7 10 14-28 16

16. სიბირი 20 3 3 14 25-42 12

უკრაინა. პრემიერლიგა. X ტურის წინ

დღეს

სევასტოპოლი-დნიპრო 15:00

კრივბასი-ვორსკლა 17:00

ხვალ

ზარია-დინამო კ. 16:00

არსენალი-მეტალისტი 18:00

კარპატი-ობოლონი 18:00

შახტარი-ტავრია 20:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. შახტარი 9 7 1 1 15-3 22

2. დინამო 9 6 2 1 14-7 20

3. დნიპრო 9 6 1 2 15-4 19

4. მეტალურგი დ. 10 5 2 3 14-11 17

5. კარპატი 9 5 2 2 11-8 17

6. მეტალისტი 9 5 1 3 16-9 16

7. არსენალი 9 4 2 3 10-9 14

8. ვორსკლა 9 4 2 3 12-10 14

9. ობოლონი 9 3 2 4 7-12 11

10. ტავრია 9 3 1 5 12-12 10

11. კრივბასი 9 2 4 3 9-13 10

12. ზარია 9 2 3 4 10-14 9

13. ვოლინი 9 2 2 5 3-10 8

14. ილიჩევეცი 9 1 4 4 11-16 7

15. სევასტოპოლი FK 9 1 3 5 2-12 6

16. მეტალურგი ზ. 10 0 2 8 3-14 2

თურქეთი. სუპერლიგა. V ტურის წინ

დღეს

ანკარაგიუჯუ-კასიმფაშა 19:00

სივასი-ესკიშეჰირი 19:00

ანთალია-ქაისერი 21:30

ბუკა-გალათასარაი 21:30

ხვალ

კარაბიუკი-გენჩლერბირლიგი 19:00

ფენერბაჰჩე-ბეშიქთაში 21:00

ბუიუქშეჰირი-კონია 21:30

ზეგ

გაზიანთეფი-ბურსა 21:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბურსა 4 4 0 0 7-1 12

2. ტრაბზონი 4 3 1 0 11-3 10

3. ქაისერი 4 3 1 0 6-1 10

4. ბეშიქთაში 4 3 0 1 9-3 9

5. ფენერბაჰჩე 4 2 0 2 10-7 6

6. ბუიუქშეჰირი 4 2 0 2 6-5 6

7. გალათასარაი 4 2 0 2 5-5 6

8. კარაბიუკი 4 2 0 2 5-7 6

9. ბუკა 4 1 2 1 4-3 5

10. კონია 4 1 2 1 5-5 5

11. ანთალია 4 1 2 1 3-6 5

12. გენჩლერბირლიგი 4 1 2 1 3-4 5

13. ანკარაგიუჯუ 4 1 1 2 4-7 4

14. სივასი 4 1 1 2 4-10 4

15. გაზიანთეფი 4 0 3 1 2-3 3

16. კასიმფაშა 4 0 2 2 2-5 2

17. ესკიშეჰირი 4 0 1 3-3 7 1

18. მანიშა 4 0 0 4 4-11 0

საბერძნეთი. სუპერლიგა. III ტურის წინ

დღეს

ერგოტელისი-ქსანთი 18:15

ირაკლისი-ლარისა 18:15

კავალა-პანათინაიკოსი 20:30

ხვალ

კერკირა-ატრომიტოსი 17:00

პანიონიოსი-არისი 19:15

პანსერაიკოსი-ოლიმპიაკოსი 19:15

პაოკ-ვოლუ 19:15

აეკ-ასტერასი 21:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირაკლისი 2 1 1 0 3-2 4

2. პაოკ 2 1 1 0 3-2 4

3. პანათინაიკოსი 2 1 1 0 2-1 4

4. ლარისა 2 1 1 0 1-0 4

5. ასტერასი 2 1 1 0 1-0 4

6. ოლიმპიაკოსი 2 1 0 1 3-2 3

7. ერგოტელისი 2 1 0 1 1-1 3

8. კერკირა 2 1 0 1 2-3 3

9. არისი 2 1 0 1 1-1 3

10. ვოლუ 2 1 0 1 1-1 3

11. აეკ 2 1 0 1 3-2 3

12. ქსანთი 2 0 2 0 2-2 2

13. პანიონიოსი 2 0 1 1 1-2 1

14. კავალა 2 0 1 1 0-1 1

15. ატრომიტოსი 2 0 1 1 1-2 1

16. პანსერაიკოსი 2 0 0 2 2-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად