ქართველმა მძლეოსნებმა ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "სპორტის დედოფლის" ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს
გასულ შაბათ-კვირას მთელმა მსოფლიომ მასობრივი ღონისძიებებით აღნიშნა მძლეოსნობის საერთაშორისო დღე.

სხვებს არც საქართველოს წარმომადგენლები ჩამორჩნენ და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "სპორტის დედოფლის" ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს. 1997-99 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭების პარალელურად მძლეოსნურ სექტორებზე საქართველოს ნაკრების წევრებიც გამოვიდნენ.

ყველაზე დიდი სიურპრიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხეკურსელმა ზურაბ გოგოჭურმა შემოგვთავაზა - 224 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო და გენადი გოლუბოვის მიერ 1984 წელს დამყარებული საქართველოს რეკორდი 3 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

- ბოლო პერიოდში ისეთი შედეგები გვაქვს, რომ სიხარულს ვერ ვმალავ, - გვითხრა საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა. - წლეულს ამ წარმატებებს ზამთარში სწორედ გოგოჭურმა დაუდო სათავე, როცა თებერვლის მიწურულს დარბაზებისთვის საქართველოს რეკორდი (216) დაამყარა, შაბათს ეროვნულ სტადიონზე კი ჩვენი ქვეყნის 28-წლისწინანდელი მიღწევა გააუმჯობესა.

ზურაბს შედეგის სულ რაღაც 4 სანტიმეტრით გაზრდა სჭირდება ლონდონის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად. ბოლოდროინდელი წინსვლის გათვალისწინებით, მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს.

ორიოდე კვირის წინ მაია გოგოლაძემ გაგვახარა - სიგრძეზე ხტომაში ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიც მოიგო და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა, თან 1954 წელს დამყარებული საქართველოს რეკორდი გააუმჯობესა.

თებერვალში მაიამ ბელარუსის ზამთრის ჩემპიონატში სახელოვან მხტომელებთან პაექრობაში მე-3 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ბულგარული წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. მომავალ უქმეებზე სტამბული მძლეოსნობაში მნიშვნელოვან შეჯიბრებებს უმასპინძლებს. გოგოლაძე და გოგოჭური სუპერლიგაში მოსინჯავენ ძალებს, ხოლო შუბის მტყორცნელი როსტომ ჭინჭარაული პირველ ლიგაში იასპარეზებს. თურქეთიდან ისინი ბელარუსში გაემგზავრებიან და იქ განაგრძობენ საწვრთნელ შეკრებას.

ერთი კვირის წინათ სამხტომში თათია პაიკიძემ და ლაშა ღულელაურმა ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში ოცწლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილები დაიკავეს და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობის ლიცენზიაც მოიპოვეს.

ამ შეჯიბრებას 5-10 ივლისს ბარსელონა უმასპინძლებს. ალმათიში 200 მეტრზე რბენაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა ბაჩანა ხორავაც, მაგრამ ბარსელონას მსოფლიოს პირველობის საგზურის მოსაპოვებლად 0,3 წამი დააკლდა.

იგი 19 ივნისს ყაზახეთის ღია ჩემპიონატზე არის მიწვეული და ვიმედოვნებთ, რომ ერთი თვის შემდეგ სალიცენზიო ნორმატივის შესრულებას შეძლებს და ესპანეთის დედაქალაქში სამკაციანი გუნდით გავემგზავრებით.

ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების დიდი შანსი აქვს ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს. ერთი კვირის წინ თბილისის ღია პირველობაზე მან საკუთარი მიღწევა 54,40 მეტრამდე გაზარდა, დღეს კი ბადრო 58,6-მეტრიან ნიშნულს გადააცილა.

არადა, სალიცენზიო ნორმატივი 59,5 მეტრია. მომავალ უქმეებზე სალომე კიევში უკრაინის სალიცენზიო ღია ჩემპიონატზე გამოვა და იქ შეეცდება ოცნების ასრულებას.

რაც შეეხებათ თარჯმრბენ დავით ილარიანსა და სიგრძეზე მხტომელ ბოლესლავ სხირტლაძეს, ისინი 30 მაისს ისრაელის, 2 ივნისს კი საბერძნეთის სალიცენზიო ტურნირებში იასპარეზებენ. ივნისის მიწურულს ჩვენს სპორტსმენებს ჰელსინკში ევროპის ჩემპიონატი ელით.

როგორც ხედავთ, ქართველი მძლეოსნებისთვის მაის-ივნისი მეტად დატვირთული და დაძაბული იქნება. ვეცდებით, ზემოაღნიშნული ტურნირებიდან ხელცარიელი არ დავბრუნდეთ და ქომაგები გავახაროთ.

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს