საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ჭაბუკების ჰოლანდიელ თანატოლებთან მატჩს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სლოვენიაში გამართულ 17-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და ჰოლანდიის ნაკრებები ხვდებოდნენ.

"თამაშის დასრულების შემდეგ ჩვენს ფეხბურთელებთან მივედი და ვამშვიდებდი - ყველა დეპრესიაში იყო.

მათთან ის მატჩი გავიხსენე, როდესაც თბილისის "დინამომ" "ლივერპულთან" თამაში ერთი გოლით წააგო ინგლისში. ძველ გულშემატკივრებს ეს მატჩი კარგად ემახსოვრებათ. მაშინ ყველა დარწმუნებული იყო, რომ ამ წაგების შემდეგ მოგებების სერია დაიწყებოდა.

არის წაგება, რომლის შემდეგაც გრძნობ, რომ მოგების დრო დგება. ფეხბურთელების ეს თაობა საუკეთესო იქნება. ჰოლანდიასთან 10 ფეხბურთელით ითამაშეს და კიდევ კარგად გაძლეს - ე.ი. ახალი სულისკვეთება გაჩნდა.

ამ ბიჭებს არ აქვთ დამარცხებულის ფსიქოლოგია და არც კომპლექსები აწუხებთ. ვფიქრობ, აქამდე მთავარი პრობლემა სწორედ ის იყო, რომ ყველაფრის კომპლექსი ჰქონდათ, რაც ახალ თაობას საერთოდ აღარ აქვს.

ახალ თაობას აქვს მენტალურად, ხარისხობრივად განსხვავებული აზროვნება, როგორც ფეხბურთში, ისე სხვა სფეროებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა თამაშის დასრულების შემდეგ.

მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ფეხბურთელები გაამხნევა და შემდგომი წარმატებები უსურვა. ქვეყნის პირველი პირი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვეტერან ფეხბურთელებთან ერთად გულშემატკივრობდა.

"ინტერპრესნიუსი"

shako
ვინ უშლიდა ნეტა ოპოზიციას ჩასვლას და ბიჭების მხარდაჭერას ? თუ ფული არ ქონდათ მგზავრობის ?
gio73
პრეზიდენტისა და მისი პარაზიტი ხელქვეითების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებიც მიდენილან ბიზნეს კლასით ჩვენი ვაჟკაცების გასამხნევებლად,მიშას თავი გაუგიჟებია:ეკონომ კლასიც არ მინდა საბარგოს გავყვებიო,იქვე ბიზნეს კლასში მომლოდინე ვარძელაშვილი შეუნიშნავს და უთქვამს მომყევიო,სურათები მაქვს შიშველი რუსი ჩათლაშკების და კარგ დროს გავატარებთ,ისე ჩავალთ ვერც კი გავიგებთ,სამაგიეროდ ხალხი დააფასებს ჩვენ გმირობასაო.ამიტომ ჩავიდნენ მალე და თამაშსაც დაესწრნენ,ბიზნეს კლასით მიმავალმა ოპოზიციონერებმა კი დაიგვიანეს,რომ ჩავიდნენ თამაში უკვე დამთავრებული იყო.
gio73
ვოვა და ზურა მართლები ხართ ორივე ჩემი აზრით,მეც მასე ვფიქრობ.დავამატებ:ეს კაცი ყველგან თავის დამსახურებასა და ხალხის მოტყუების საშუალებებს ეძებს,სინამდვილეში კი სადაც მიდის ყველგან უკუსვლა,ტრაგედია,მსხვერპლი და გულის ტკივილია.ეს ახალგაზრდები იმ გმირ ქართველების ფესვებზე აღმოცენებული ნერგებია,რომლებიც მრავალჯერ წაბილწა ამ უხსენებელმა,თუმცა სინდისის უქონლობა აძლევს იმის უფლებას რომ როცა უნდა თავის ღირსეულ წინაპრებად მოიხსენიოს,რის უფლებაც კარგა ხანია თავადვე ჩამოართვა თავის თავს.
vaja margiani
გიჟმა წააგებინა, რას მიერთეოდა ეგ ჩემისა
zura
რომელი თაობის მენტალიტეტით მოიგო დინამომ თასების თასი ? რომელი თაობის მენტალიტეტით დავცენტრეთ ინგლისელები ლონდონში რიჩარდით ? რომელი თაობის მენტალიტეტით გადავრიეთ ფელინი ქართული ფილმებით ? რომელი თაობის მენტალიტეტით გვყავდა მეცნიერების ყველა დარგში მსოფლიო დონის მეცნიერი ? რომელი თაობის მენტალიტეტით დავიცავით ქართული ენა? ამათ თაობას ყველას ვერ შევეხები, მაგრამ მიშასნაირებს ჩვენ თაობაზე ბოღმა ალაპარაკებთ. "დამონებული" საქართველოს მენტალიტეტით თუ ამდენი მოვახერხეთ, "დამოუკიდებელი" საქართველოს მენტალიტეტით რატომ შემოგეფცქვნათ მოხარშული კარტოფილივით ქვეყანა და მთელი ინტელექტი და საჯიშე გოგო-ბიჭები რატომ მიდიან სასწავლებლად და უბრალოდ თავის გადასარჩენად ქვეყნიდან ? ეს მართლა ნაძირალები რომ მენტალიტეტზე პრავებს დააკაჩავებენ. კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო.....
dudu
ვის მენტალიტეტზე და აზროვნებაზე აკეთებს კომენტარებს ეს ცალუჯრედიანი! ყოველდღე გამაოგნებელ სისულელეებს იძახის სახალხოდ და ურცხვად.
vvv
ლაღად ჰოლანდიის ნაკრებთან როგორ უნდა ითამაშო კაცნაკლული? რაშუაშია სააკაშვილი ?
vova
შენ და შენ სეხნიას გიჟრიალებთ საჯდომები,,ჟრიამულს რომ მორჩებით მერე შემოიხედე აქეთ შჰენი მხიარული ,...
Mishka
vova -დაუფშტვინე თუ გაჟრიალებს
vova
ეს ....... რომ დაესწრო მაგიტომ თამაშობდნენ ბიჭები დაძაბულები,ამის გაგულავებას შეეწირა ეს ჩემპიონატი
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე