ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მარადონა: შვაინშტაიგერ, ხომ არ ნერვიულობ, ბიჭუნი?

მარადონა: შვაინშტაიგერ, ხომ არ ნერვიულობ, ბიჭუნი?

რაკი ბასტიან შვაინშტაიგერმა პირველი ნაბიჯი გადადგა და არგენტინის ნაკრებს კბილი გაჰკრა. მოსალოდნელიც იყო, რომ "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა გერმანელს მალევე უპასუხებდა...

რაკი ბასტიან შვაინშტაიგერმა პირველი ნაბიჯი გადადგა და არგენტინის ნაკრებს კბილი გაჰკრა (ციტატა: "არგენტინელები ბინძურ ფეხბურთს თამაშობენ და პროვოკატორები არიან!"), მოსალოდნელიც იყო, რომ "ალბისელესტეს" მთავარი მწვრთნელი დიეგო მარადონა გერმანიის ნაკრების ლიდერს მალევე უპასუხებდა. დიეგომ დიდხანს არ გვალოდინა.

პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება შვაინიმ "შტერნისთვის" მიცემულ ინტერვიუში განავრცო: "არგენტინელი ფეხბურთელები ყოველთვის ყვითელ ბარათს ითხოვენ, როცა მათ წინააღმდეგ ვინმე თამაშის წესს დაარღვევს. ხოლო, როცა თვითონ უხეშობენ, მსაჯებს ეკამათებიან ხოლმე. თანაც, როცა არგენტინელი თამაშის წესებს არღვევს, თვითონაც მოედანზე წვება და სიმულანტობას იწყებს,"¬ - უთხრა ბასტიანმა ზემოთ ხსენებულ გამოცემას.

რამდენად შეესაბამება სიმართლეს შვაინის გამონათქვამები, ახლა ამის განსჯის არც დროა და არც ადგილი, ფაქტი კი ის არის, რომ მისმა სიტყვებმა "ალბისელესტეს" ბანაკამდე მიაღწია და რა გასაკვირია, რომ მარადონას მისი სიტყვები ყურში ცუდად მოხვდა.

"ეს ყველაფერი როგორ გავიგო? შვაინშტაიგერ, ხომ არ ნერვიულობ? მინდა გითხრა, რომ შენი მოსაზრებები არ გვაინტერესებს. ჩვენ შურს ვიძიებთ იმისათვის, რომ 2006 წელს გერმანიამ არგენტინა დაამარცხა, - ასე მიმართა მარადონამ შვაინშტაიგერს გუშინდელ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - ახლა ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რომ შვაინშტაიგერის უაზრო განცხადებებზე ვიფიქრო. არგენტინელი ფეხბურთელები მას ყველაფერზე შაბათს უპასუხებენ."

ჩვენი არგენტინელი კოლეგები კი წერენ, რომ მარადონა გერმანიასთან მატჩისთვის ტაქტიკური სქემის შეცვლაზე ფიქრობს და უნდა, რომ "ალბისელესტე" "ბუნდესგუნდთან" შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ათამაშოს. არგენტინული გამოცემა "კლარინის" ცნობით, მარადონა 4-1-2-1-2 სქემის ნაცვლად, კლასიკური 4-4-2-ის გამოყენებაზე ფიქრობს, სადაც კარლოს ტევესი მარჯვენა ნახევარმცველი იქნება, ხოლო ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე კი, ანხელ დი მარიას ნაცვლად, ხონას გუტიერესი უნდა ვიხილოთ, რომელიც აქამდე მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა. საქმე იმაშია, რომ გუტიერესს მეტოქე გუნდის შეტევების ჩაშლა დი მარიაზე გაცილებით უკეთ ეხერხება. ნახევარდაცვის ცენტრში ხუან სებასტიან ვერონისა და ხავიერ მასკერანოს თამაშს წყალი არ გაუვა, თავდასხმაში კი, ლეო მესი და გონსალო იგუაინი გამწესდებიანო.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა