თბილისის "დინამომ" გია კვარაცხელია ოფიციალურად დაიმატა. მოლაპარაკება, რომელიც ორი დღის წინ წარმატებით დასრულდა, კონტრაქტით განმტკიცებული არ იყო...

თბილისის "დინამომ" გია კვარაცხელია ოფიციალურად დაიმატა. მოლაპარაკება, რომელიც ორი დღის წინ წარმატებით დასრულდა, კონტრაქტით განმტკიცებული არ იყო - კვარაცხელიას ძველი კლუბი, ბრესტის "დინამო" ქართველი ნახევარმცველის სატრანსფერო ფურცლის გამოგზავნას არ ჩქარობდა. 16 სექტემბერს "დინამომ" ბელარუსიდან გათავისუფლების საბუთი მიიღო და 30 წლის ნახევარმცველი კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საერთო ჯგუფთან კი ხუთი დღეა ვარჯიშობს.

რა ნომრით ითამაშებს კვარაცხელია, ეს დღეს გაირკვევა, კონტრაქტი კი მაისის ბოლომდე გააფორმა. ასე რომ, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს უკვე ამ ტურში "სამტრედიასთან" თბილისურ მატჩში (19 სექტემბერი) თამაშის უფლება აქვს. კახა კაჭარავა გამოცდილ ნახევარმცველს ცენტრალურ მცველად დააყენებს:

"დინამოს" სახელი და ავტორიტეტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, - ამბობს ქართული გრანდის ახალწვეული, - დაბრუნება მიხარია. ჯერჯერობით, კონტრაქტი ერთი წლით გავაფორმეთ, მაგრამ მაისში ხელახლა დალაპარაკებას არ გამოვრიცხავ. მთავარია, გუნდს დროულად შევეწყო და ვითამაშო. "დინამო" ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდია. ვინც დაგვხვდა, ის ბიჭებიც მომეწონა და ახალწვეულებიც - ლილუაშვილი, ციმაკურიძე, მუჯირზე არაფერს ვამბობ. დათო გამოცდილი და კარგი მოთამაშეა და საქართველოს ჩემპიონატში თავის სიტყვას იტყვის. გუნდის სახელი კი გვავალდებულებს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლოთ... ბრესტის "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ, ორი კვირა კი გავიდა, მაგრამ არ გავჩერებულვარ და ვვარჯიშობდი. ვერ ვიტყვი, რომ სასურველ ფორმაში ვარ, უგუნდოდ მაინც ძნელია კონდიციების სრულად შენარჩუნება, მაგრამ მოუმზადებელი და ფორმიდან ამოვარდნილიც არ ვარ", - გვითხრა კვარაცხელიამ.

დღემდე გაურკვეველია გიორგი ციმაკურიძის საკითხი. 26 წლის ტანმაღალი მცველი 16 წლიდან უკრაინაში ვარჯიშობს და გამომდინარე აქედან, მას ქართველი გულშემატკივარი არ იცნობს. არადა, საინტერესო ფეხბურთელია: გიორგის გასულ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონ "ჟილინას" ღირსებას იცავდა (ახლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ გავიდა), მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა მეორე წრეში დუბლშემადგენლობაში დააქვეითა და ეს გიორგის სუსტი თამაშით ახსნა, მოსამზადებელ პერიოდში თავი ვერ გამოიჩინაო. არცაა გასაკვირი, გიორგის ტრავმა აწუხებდა და თამაში კი არა, ვარჯიშიც უჭირდა.

როგორც ჩანს, ფორმის აღსადგენად შედარებით სუსტი გუნდში გადასვლას დათანხმდა და პირველი ქართველი აღმოჩნდა, რომელმაც ტაილანდის ჩემპიონატში ითამაშა - სეზონი კლუბ ტოტ-ში დაასრულა. საკმაოდ მოულოდნელი ტრანსფერი იყო მოთამაშისთვის, რომელმაც 17 წლის ასაკში დონეცკის "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. როგორც ჩანს, კარიერაში ჩავარდნა ჰქონდა და ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს. და თუკი ეს მოახერხა, ციმაკურიძე საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და "დინამოს" უდავოდ გამოადგება. შეგახსენებთ, რომ ციმაკურიძე გოჩა ტყებუჩავას დროს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გახლდათ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს