აფრიკაში გუნდი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილ ხუთდღიან კემპზე იმყოფებოდა
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები ალჟირიდან დაბრუნდა და მყისვე იაპონიაში გაემგზავრა შეკრებაზე.

აფრიკაში გუნდი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მოწყობილ ხუთდღიან კემპზე იმყოფებოდა, რომელიც რეგიონული პირველობების ფონზე უფრო განტვირთვა-დასვენებას და საოლიმპიადო სამზადისის წინ ძალების აღდგენას ისახავდა მიზნად; იაპონური შეკრებით კი გუნდი ლონდონის ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულ მზადებას იწყებს.

სწორედ ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკრების ავსტრიელ თავკაც პეტერ ზაიზენბახერს ის სპორტსმენები მიჰყავს, რომლებმაც ლიცენზიები მოიპოვეს. ასეთი კი ათია: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

ამათგან ოლიმპიადაზე მხოლოდ შვიდი წავა - გაორებული წონებიდან თითოს ამოარჩევენ, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ათივე უნდა მოემზადოს.

ღმერთმა ყველა დაიფაროს და, ტრავმის მიღების შემთხვევაში, მისი შემცვლელიც მზად უნდა გყავდეს, ოღონდ ესეც გაორებულ წონებში - დანარჩენ ოთხში, რაც უნდა მოხდეს, მონაწილის შეცვლა გამორიცხულია, რადგან სხვებმა საგზური ვერ მოიპოვეს, ანუ ვერ შევიდნენ სალიცენზიო რეიტინგის 22 მოწინავეს შორის.

სწორედ ამიტომ ზაიზენბახერი ათივეს თანაბრად ამზადებს ოლიმპიადისთვის, თუმცა ტრავმების გამო ოპტიმალური შემადგენლობა ვერ შეკრიბა - ალჟირში გუნდს ლიპარტელიანი ვერ გაჰყვა, რადგან იმ დღეებში ვენაში გადაფრინდა და მუხლზე მცირე ოპერაცია გაიკეთა. იაპონიაში კი მასთან ერთად ვერც ხანჯალიაშვილი წავიდა, რომელსაც მუხლი შესიებია და ჯერჯერობით სიარულიც უჭირს.

ჩვენები ტოკიოში დაბინავდნენ და პირველ ეტაპზე ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლიან, სადაც დიდი ადგილი შტანგებს დაეთმობა. მათთან ერთად კიდევ რამდენიმე ქვეყნის ნაკრები იქნება. ზაიზენბახერი კი გუნდს ერთ კვირაში სეულში გადაიყვანს, სადაც ასევე ერთი კვირით ივარჯიშებენ.

კორეიდან ისევ ტოკიოში დაბრუნდებიან და ოდნავ მეტი დროით - 10 დღით იმუშავებენ ისევ ერთობლივ შეკრებაზე. მერე კი საქართველოში გადმოფრინდებიან და აქ გააგრძელებენ მზადებას.

"ისევ იაპონია-კორეაში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nini
აბა თქვენ იცით წარმატებები (Y)
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე