ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ სეზონის მიწურულს დროებითი მწვრთნელების რანგში დანიშნულებს ნდობა გამოუცხადონ
ლევერკუზენის "ბაიერის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ სეზონის მიწურულს დროებითი მწვრთნელების რანგში დანიშნულებს, სამი ჰიიპიას და საშა ლევანდოვსკის, ნდობა გამოუცხადონ - მათ "ლევერკუზენთან" ახალი კონტრაქტები გააფორმეს და თავიანთი ბედი "ლევერკუზენს" 2015 წლამდე დაუკავშირეს.

შეგახსენებთ, რომ ჰიიპიამ და ლევანდოვსკიმ "ბაიერი" ცოტა ხნის წინ ჩაიბარეს და გათავისუფლებული რობინ დუტი შეცვალეს, რის შემდეგაც გუნდმა პროგრესი განიცადა და ბუნდესლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

"მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით და გარკვეული კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად დროც არ გვქონდა, ვფიქრობ, წარმატებებს მივაღწიეთ. მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელები ნდობას გვიცხადებენ და ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდათ. ეს საშასთვის და ჩემთვის დიდი გამოწვევაა," - განუცხადა ჰიიპიამ "კიკერს".

"ლევერკუზენის" ბოსი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი დარწმუნებულია, რომ ჰიიპია-ლევანდოვსკის დუეტი "ბაიერს" პროგრესს განაცდევინებს. მისი თქმით, "ლევერკუზენის" მიზანი ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეულში დამკვიდრება და მუდმივად ევროტურნირებზე თამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის