ბელგიელის კონკურენტები მონპელიელები იუნეს ბელჰანდა და ოლივიე ჟირუ, ასევე, პარისენჟერმენელი ნენე იყვნენ
"ლილის" 21 წლის ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი ზედიზედ მეორედ ლიგა 1-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ბელგიელის კონკურენტები მონპელიელები იუნეს ბელჰანდა და ოლივიე ჟირუ, ასევე, პარისენჟერმენელი ნენე იყვნენ.

ფეხბურთელმა ყველა ტურნირში ერთად 48 თამაში ჩაატარა, სადაც 19 გოლი და 25 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ფეხბურთელის გარდა, დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელიც. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ჯილდო "მონპელიეს" დამრიგებელ რენე ჟირარს ხვდა წილად.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გამოვლინდა ლიგა 1-ის წლის სიმბოლური ნაკრებიც: უგო ლორისი (ლიონი) - მატიე დებიუში (ლილი), ნიკოლა ნკულუ (მარსელი), ვიტორინო ილტონი (მონპელიე), ანრი ბედიმო (მონპელიე) - რიო მავუბა (ლილი), ეტიენ კაპუე (ტულუზი) - ედენ აზარი (ლილი), იუნეს ბელჰანდა (მონპელიე), ნენე (პსჟ) - ოლივიე ჟირუ (მონპელიე)

ვან ბომელი პსვ-ში დაბრუნდა

ჰოლანდიური ფეხბურთის ვეტერანმა მარკ ვან ბომელმა ორშაბათს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ "ეინდჰოვენთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კლუბმა ვარსკვლავი იმ დღესვე წარუდგინა საზოგადოებას. "მე აქ იმიტომ დავბრუნდი, რათა ვითამაშო. ჯერ კიდევ ვგრძნობ იმდენ ძალას, რომ კლუბს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო. ჩემი მიზანია, კლუბში ახალი ისტორია დავწერო," - აცხადებს ფეხბურთელი.

"ვან ბომელის დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია პსვ-ს ყველა გულშემატკივრისთვის. მან ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აღმითქვა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ აუცილებლად დაგვიბრუნდებოდა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს," - თქვა პრეზენტაციისას კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა.

შეგახსენებთ, რომ ვან ბომელი პსვ-ში 1999/2005 წლებშიც თამაშობდა და ამ დროში 4-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი. ერედივიზიეს გარდა, ის "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მილანში" თამაშობდა და ყოველი მათგანის შემადგენლობაში მოახერხა ჩემპიონატის მოგება. ესპანეთი 2006-ში, გერმანია - 2008-სა და 2010-ში, იტალია - 2011-ში.

ბელგიას დროებითი თავი ჰყავს

"ფრანს ფუტბოლის" ცნობით, მარკ ვილმოტსი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებლად დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ აქამდე პოსტი ჟორჟ ლიკენსს ეკავა, ვინც "ბრიუგესთან" გააფორმა ხელშეკრულება, ფედერაციამ კი ორი თანამდებობის შეთავსების უფლება არ მისცა.

ბელგიელებს უახლოეს დღეებში ჩერნოგორიისა და ინგლისის ნაკრებებთან მოუწევთ დაპირისპირება.

ვილმოტსი გუნდს სწორედ ამ მატჩებისთვის მოამზადებს. ბელგიური პრესის ცნობით, ივლისიდან მას ერიკ გერეტსი შეცვლის, ვინც ამჟამად მაროკოს დამრიგებლად მუშაობს, მაგრამ კონტრაქტის ვადა ეწურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად