საქართველოს ჩემპიონატს ახალი გუნდი შეემატა - სუპერლიგაში პირველად ითამაშებს თავდაცვის სამინისტროს გუნდი...

საქართველოს ჩემპიონატს ახალი გუნდი შეემატა - სუპერლიგაში პირველად ითამაშებს თავდაცვის სამინისტროს გუნდი. დებიუტანტობის მიუხედავად, დღესვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმიელები მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ, რადგან სამწვრთნელო შტაბიც სოლიდური ჰყავთ და შემადგენლობაც.

ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმიელთა გუნდი შსს-ს უშუალო კონკურენტი იქნება, რაც ქართულ კალათბურთსაც წაადგება და საქართველოს ნაკრებსაც, რადგან ამ კლუბებში ეროვნულის წევრ-კანდიდატები არიან თავმოყრილნი.

ახალშექმნილი გუნდის შესახებ არმიელთა მთავარი მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გვესაუბრება.

- თავდაცვის სამინისტრომ დიდ საქმეს მოჰკიდა ხელი. ამ უწყებაში სპორტს სათანადო ყურადღებას აქცევენ. ასეც უნდა იყოს. ამის შესახებ რამდენიმე წლის წინათ ქვეყნის პრეზიდენტსაც ვესაუბრე და ბათუ ქუთელიასაც, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ჩემთვის და, საერთოდ, ქართული კალათბურთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს გუნდს საკუთარი გულშემატკივარი ეყოლება. არმიაში დასაქმებულები შაბათ-კვირას ოჯეხებით მოვლენ სპორტის სასახლეში და ერთად უქომაგებენ ჩვენს კლუბს, რაც ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში მორიგი ნაბიჯი იქნება. სხვათა შორის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მესვეურებსაც ველაპარაკე ბილეთებთან დაკავშირებით. სამხედროებისა და ბავშვებისთვის შედარებით იაფიანი ბილეთები გაიყიდება.

- ახალი სეზონისთვის მზადებას როდის შეუდექით?

- პირველი ვარჯიში 28 აგვისტოს, მარიამობას ჩავატარეთ. მას მერე რამდენიმე კალათბურთელი დაგვემატა და სადღეისოდ გუნდმა საბოლოო სახე მიიღო. ამჟამად ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ.

- იქნებ გუნდის შემადგენლობა გაგვაცნოთ...

- დავიწყოთ ცენტრებით: სერგო ათუაშვილი, რეზო ათანელიშვილი, დავით უგრეხელიძე. სერგო შარშან ჩემს გუნდში, "ავიამშენში" თამაშობდა, შემდეგ შსს-ში გადავიდა. ათანელიშვილი "აგრარულიდან" გადმოვიყვანეთ, ხოლო უგრეხელიძე გასულ სეზონში სლოვენიაში იყო. ახლა ფორვარდებზე. რუსთავიდან ზვიად ბაბიაშვილი და გიორგი პირველაშვილი დავიმატეთ, თსუ-დან - ვახტანგ მინაშვილი. ესპანეთიდან ჩამოვიდა მიხეილ ბერიშვილი. ასევე ჩვენთან ვარჯიშობენ ანატოლი ბოისა და ლევან მოსეშვილი. გამთამაშებლები და მათი დამხმარეები: კოტე ტუღუში, გივი ბაქრაძე და გიორგი ვახანია. კოტე შარშან "ენერჯიში" თამაშობდა, გიორგი - "ავიამშენში", ხოლო გივი ბაქრაძემ გამოცდილება ჯერ "დინამოში" მიიღო, გასული სეზონი კი ფინეთში ჩაატარა.

- შემადგენლობის გაცნობისთანავე გაჩნდა ერთი კითხვა: საჩემპიონოა?

- წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, რადგან საკმარისი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ სეზონის ბოლოს დიდი მნიშვნელობა ექნება კალათბურთელთა ჯანმრთელობას და სხვა არაერთ ნიუანსს.

- შემადგენლობა საბოლოოა თუ ვინმეს დამატებას კიდევ აპირებთ?

- შეიძლება ვახტანგ ნაცვლიშვილი დაგვეხმაროს. ვატოს სამსახური აქვს, თუმცა თავისუფალ დროს თუ ჩვენ გვერდით იქნება, მისი გამოცდილება ძალიან წაგვადგება. თუ ექიმები თამაშის უფლებას მისცემენ, თებერვლიდან ჩვენთან ირაკლი ხოშტარიაც ითამაშებს.

- მწვრთნელთა შტაბი როგორ დააკომპლექტეთ?

- დამეხმარებიან ვაჟა მხეიძე და ვახტანგ მოსეშვილი. თუ საშუალება გვექნება, ერთ მწვრთნელსაც დავიმატებთ. ასევე ჩვენთან იმუშავებს თემურ ხვედელიძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ექიმია.

- ზოგიერთ კლუბში კონტრაქტები არ ფორმდებოდა, შესაბამისად, იყო ალბათობა იმისა, რომ ესა თუ ის მოთამაშე გუნდიდან შუა სეზონში წასულიყო...

- ჩვენთან თითოეული კალათბურთელი ხელშეკრულებას გააფორმებს თავდაცვის სამინისტროსთან. კონტრაქტის ერთი ასლი სამინისტროში დაიდება, მეორე - კალათბურთის ფედერაციაში, ხოლო მესამეს თავად მოთამაშე შეინახავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა