ესპანეთის გრანპრის შემდეგ, რომელიც "უილიამსის" ვენესუელელი პილოტის პასტორ მალდონადოს ტრიუმფით დასრულდა
ესპანეთის გრანპრის შემდეგ, რომელიც "უილიამსის" ვენესუელელი პილოტის პასტორ მალდონადოს ტრიუმფით დასრულდა, ცნობილმა ენციკლოპედიურმა ბაზამ - Forix-მა მორიგი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

უილიამსის შეწყვეტილი სერია

- "უილიამსმა" შეწყვიტა მოუგებელი რბოლების სერია, რომელიც 2004 წლის ბრაზილიის გრანპრიდან გრძელდებოდა, როცა ხუან-პაბლო მონტოიამ 113-ე გამარჯვება მოუტანა ბრიტანულ საჯინიბოს - მალდონადოს მოგება რიგით 114-ე იყო. ბარსელონას ეტაპამდე "უილიამსის" პილოტები არ ყოფილან რბოლის ლიდერები ბელგიის 2009 წლის გრანპრის შემდეგ.

- პასტორ მალდონადოს გამარჯვება ესპანეთის გრანპრიზე პირველია ვენესუელასთვის. ეს ქვეყანა ოცდამეერთეა გამარჯვებულ ქვეყნებს შორის.

- გასაკვირია, რომ ეს სერია ბარსელონაში შეწყდა - გასულ წელს "უილიამსის" პილოტებს ამ ტრასაზე ქულები არ მოუპოვებიათ, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში კი გუნდს აქ არც ერთი პოდიუმი არ ჰქონია.

- შაბათს მალდონადო პირველი ვენესუელელი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, რომელმაც პოული მოიპოვა. ეს პირველი პოდიუმია "უილიამსისთვის" ბრაზილიის 2010 წლის გრანპრის შემდეგ, როცა საუკეთესო დრო კვალიფიკაციაში ნიკო ჰიულკენბერგმა აჩვენა.

- მალდონადოსგან განსხვავებით, "უილიამსის" თანაგუნდელი ბრუნო სენა ადრეულ სტადიაზე გამოეთიშა რბოლას მიხაელ შუმახერთან კონტაქტის გამო. ბოლო ექვსი რბოლიდან ხუთში ბრაზილიელს ან ვიღაც ეჯახებოდა (რიკარდო და მასა ავსტრალიაში, შუმახერი ესპანეთში), ან თავად ეჯახებოდა მეტოქეს (შუმახერს 2011 წელს ბრაზილიაში, მალდონადოს მალაიზიაში და მასას ჩინეთში).

როგორც 1983 წელს

- 1983 წლის სეზონი ისევ მეორდება - პირველ ხუთ რბოლაში ხუთი სხვადასხვა გამარჯვებული. მაშინ სერია მეექვსე რბოლაში შეწყდა, როცა ალენ პროსტმა "რენოს" სეზონში მეორე გამარჯვება მოუტანა.

- თუ მეექვსე რბოლაში მეექვსე გამარჯვებულს ვიხილავთ, ასეთი რამ პირველად მოხდება ფორმულა 1-ში.

კვალიფიკაცია

- ფერნანდო ალონსომ სეზონში საუკეთესო შედეგს მიაღწია, როცა პირველი ხაზიდან აიღო სტარტი - ეს მოხდა პირველად კანადის 2011 წლის ეტაპის შემდეგ და მეხუთედ მას შემდეგ, რაც "ფერარისთან" გააფორმა კონტრაქტი.

- რომენ გროსჟანმა გაიმეორა თავისი საუკეთესო შედეგი კვალიფიკაციაში - მან ასევე მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი მელბურნში.

- სერხიო პერესი წელს სტაბილურად აუმჯობესებს სასტარტო პოზიციას და მეხუთე ადგილი მისთვის საუკეთესო შედეგი გახდა კარიერაში.

- წელს მეოთხედ ვერ შეძლო სებასტიან ფეტელმა პირველი რიგიდან სტარტის აღება. 2011 წელს ასეთი რამ ერთხელ მოხდა, 2010 წელს - ხუთჯერ.

- ზედიზედ მეხუთე კვალიფიკაციაში ფელიპე მასამ ვერ შეძლო ფინალურ სესიაში გადასვლა. უფრო უარესი სტატისტიკა მას 2004 წელს ჰქონდა, როცა ბრაზილიელი სეზონის სტარტზე ზედიზედ ათჯერ ვერ მოხვდა კვალიფიკაციის საუკეთესო ათეულში.

რბოლა

- პირველად კარიერაში რომენ გროსჟანმა რბოლის დროს საუკეთესო წრე გაიარა. საფრანგეთი ამ შედეგს მონაკოს 1996 წლის გრანპრის შემდეგ ელოდა, როცა საუკეთესო წრე ჟან ალეზის ჰქონდა.

- ფერნანდო ალონსო კარიერაში სამოცდამეთხუთმეტედ ავიდა პოდიუმზე. ამ მაჩვენებლით ესპანელი მეოთხე ადგილზეა ყველა დროის სიაში. ლიდერობს მიხაელ შუმახერი - გერმანელს 154 პოდიუმი აქვს. ალონსოსთვის კი შემდეგი ორიენტირი აირტონ სენაა, რომელსაც 80 პოდიუმი ჰქონდა.

- კიმი რაიკონენი პირველად ლიდერობდა რბოლას 2009 წლის იტალიის გრანპრის შემდეგ.

- მეხუთე ადგილზე გასვლით კამუი კობაიაშიმ გაიმეორა კარიერაში საუკეთესო შედეგი, რომელსაც ერთი წლის წინ მონაკოში მიაღწია.

- პირველად ბოლო ათი რბოლის განმავლობაში მარკ უებერმა ვერ შეძლო ქულების მოპოვება.

- სეზონის ხუთ რბოლაში მიხაელ შუმახერი სამჯერ ვადაზე ადრე გამოეთიშა ბრძოლას. საერთო ჯამში, გერმანელმა საერთო დისტანციის ნახევარზე ოდნავ მეტი გაიარა - 1538 კილომეტრიდან 793 კილომეტრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avtuko
საინტერესო სეზონია გასაკვირი არაა ახალი ჩემპიონი გვყავდეს სეზონის ბოლოს
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო