ლადო ვარძელაშვილი: "რეალურად, ასე ჩვენ ინფრასტრუქტურას გავაუმჯობესებთ"
ცხადია, საქართველოს ევრო 2020-ის მასპინძლობის დიდი შანსი არ აქვს. აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი განაცხადის ინიციატივის გაჟღერებისთანავე გაჩნდა არაერთი კითხვა.

თურქეთში გამართულ კონგრესზე უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის სიტყვებმა კი, მე თურქეთის კანდიდატურას დავუჭერ მხარსო, ყველა დანარჩენს გარკვევით მიანიშნა, რომ ჩვენი მეზობლები ევრო 2020-ის ყველაზე რეალური პრეტენდენტები არიან.

დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენი განაცხადის ქვეტექსტი ასე ჩანს - საქართველო ცდილობს, მსოფლიოს აჩვენოს, ჩვენთან დიდი ძვრებია და სხვა ვართ, ვიდრე გვიცნობდითო.

და კიდევ - ამ განაცხადის შემდეგ საფეხბურთო და მთლიანად ქვეყანაში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაწყება იგეგმება.

15 მაისი უეფაში განაცხადის შეტანის ბოლო დღე იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ერთობლივი საგანგებო ბრიფინგი გამართეს და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ქართული სპორტის და ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები ოცნებიდან პრაგმატულ ქმედებაზე გადადიან.

ლადო ვარძელაშვილი: "საქართველო და აზერბაიჯანი, აზერბაიჯანის მხარის ინიციატივით... დიახ, ხაზს ვუსვამ, მათი ინიციატივით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის შესახებ უეფაში განაცხადის შეტანაზე შევთანხმდით.

ამ ინიციატივასა და საორგანიზაციო დეტალებზე ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოსა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებსა და ჩვენი ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.

მაგრამ აზერბაიჯანს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს და საამისოდ სერიოზული კამპანია აქვს დაგეგმილი. ამიტომ საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ აზერბაიჯანის მხარე ბრძოლას ოლიმპიადის ჩატარების უფლების მიღებისთვის გააგრძელებს, საქართველო კი - ევრო 2020-ის მასპინძლობისთვის და უეფაში განაცხადს დამოუკიდებლად შეიტანს.

საქართველო მზარდი ტურისტული შესაძლებლობების ქვეყანაა და მომავალ წელს 5 მილიონამდე ტურისტს ველით. ასეთი მასშტაბური ტურნირის ორგანიზება დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე.

საქართველოში ფეხბურთის სამომავლო განვითარების კუთხით დაიწყება ახალი პერიოდი და ქვეყანა სწრაფი ტემპებით პირდაპირ ჩაერთვება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მზადების ძალზე მასშტაბურ კამპანიაში. ეს იმ შემთხვევაში, უეფას სტანდარტებით გათვალისწინებულ საპროცედურო ეტაპებს თუ გადავლახავთ.

შედეგს რომ ვერც მივაღწიოთ, ეს განაცხადი მოგვცემს საშუალებას, რომ განვახორციელოთ მსხვილი პროექტები და განვაახლოთ ცენტრალური სტადიონები, ბაზები, მთლიანად ქვეყნისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.

ცნობილია, რომ სახელმწიფოს დახმარებით ბათუმში ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა იწყება. ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვა რეგიონებსა და თბილისში მდებარე ყველა სტადიონის ინფრასტრუქტურა, ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, გორის, ქობულეთის, თელავის..."

ზვიად სიჭინავა: - ევრო 2020-ის მასპინძლობაზე უეფაში განაცხადების შეტანის ვადა დღეს იწურებოდა. სფფ-მ უეფას გენერალურ სამდივნოში 14 მაისს გენერალური მდივნის, ჯანი ინფანტინოს სახელზე გაგზავნილ საგანგებო წერილში ოფიციალურად დაადასტურა საქართველოს სურვილი - უმასპინძლოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს.

წინ დიდი და რთული გზაა. ახლა უნდა დაველოდოთ, როდის განიხილავს უეფას გენერალური სამდივნო ჩვენს განაცხადს. ესაა ჩვენი სურვილის დამადასტურებელი ოფიციალური წერილი და თუ ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, შემდეგ უკვე ეტაპობრივად მოგვიწევს ზრუნვა ჩემპიონატის ლოგოს, სლოგანისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შექმნასა და მოფიქრებაზე.

- ამხელა ხარჯს საკუთარ თავზე ვინ აიღებს?

- ეს წერილი არის სურვილის დაფიქსირება და მხოლოდ პირველი ეტაპია. თუ მეორე ეტაპზე გავედით, ვალდებულება უნდა ავიღოთ, რომ უეფას მკაცრ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ და ეს ვალდებულებები აუცილებლად უნდა შევასრულოთ. მერე კი ხარჯები განაწილდება - ნაწილს თავის თავზე სახელმწიფო აიღებს, ნაწილსაც - კერძო სექტორი.

ლადო ვარძელაშვილი: - შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ გაუაზრებელი ნაბიჯია, რადგან ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის არანაირი შანსი არ გვაქვს.

ჩვენთვის მთავარია, რომ ამ პროცესის მონაწილენი გავხდეთ, მეორე-მესამე ეტაპამდე გავაღწიოთ და საქართველოს ახალი თანამედროვე სტადიონები შეემატოს. თუნდაც მხოლოდ ამიტომ ღირს მონაწილეობა.

უეფა საბოლოო არჩევანს 2014 წელს გამოაცხადებს და მანამდე დიდი დრო გვაქვს.

- იდეაში, ევროჩემპიონატის მასპინძლად საქართველოს რომელ ქალაქებს მოიაზრებთ?

- თბილისს, ბათუმს, ქუთაისს, გორსა და ზუგდიდს.

"საქართველომ ევრო 2020-ის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

UEFA: ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებელი მოთხოვნები

7889
ვაი ამატ პატრონს
Tornike
ლანჩხუთი არ უნდა იყოს მასპინძლებში? :)
Geo-Fan
იმედია მთელი მსოფლიოს დასაცინი არ გავხდებით!
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან