ბერაძე ამბიციით არავის ჩამოუვარდება, რასაც მისი ორი სენსაციური შედეგიც მოწმობს
ირაკლი ბერაძე საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა 71-ე ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე უმცროსი მონაწილეა და რეიტინგიც (2298) სხვებზე დაბალი აქვს, ამბიციით კი ჯერჯერობით არავის ჩამოუვარდება, რასაც მისი ორი სენსაციური შედეგიც მოწმობს: ირაკლიმ პირველ ტურში შავი ფიგურებით 2010 წლის საქართველოს ჩემპიონი და ქვეყნის ნაკრების წევრი მერაბ გაგუნაშვილი (2570) დაამარცხა, 15 მაისს კი, ისევ შავებით, 48-ე სვლაზე ტურნირის რეიტინგფავორიტ ბაადურ ჯობავას (2721) შეუთანხმდა ყაიმზე.

ასევე, დაზავდნენ ლევან ფანცულაია და დავით არუთინიანი. დანარჩენი პარტიები შედეგიანი აღმოჩნდა: ზურაბ ჯავახაძე - გიგა ყუფარაძე 1:0, მერაბ გაგუნაშვილი - დავით ლომსაძე 1:0, ლუკა პაიჭაძე - ივერი ჭიღლაძე 1:0; საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ შავი ფიგურებით კონსტანტინე შანავას აჯობა.

სამი ტურის შემდეგ: ჯობავა, პაიჭაძე - 2,5-2,5, გაგუნაშვილი, ჯავახაძე - 2-2, ყუფარაძე, ლომსაძე, ბერაძე, არუთინიანი, ზარქუა - 1,5-1,5, ფანცულაია - 1, ჭიღლაძე - 0 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად