გუშინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგაში თამაშის მსრუველ გუნდებს საბოლოოდ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე - ითამაშებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში...

გუშინ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგაში თამაშის მსრუველ გუნდებს საბოლოოდ უნდა გაეცათ პასუხი კითხვაზე - ითამაშებენ თუ არა უმაღლეს ლიგაში. საინტერესო იყო, რამდენი კლუბი მოახერხებდა თანხმობის თქმას. საღამოს სუპერლიგის ხელმძღვანელ გიორგი ზაბახიძეს დავუკავშირდით და სიახლეებზე ვკითხეთ.

- წინასწარ ვიცოდით, რომ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის სურვილი 12 გუნდს ჰქონდა. დღეს ათი კლუბის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სუპერლიგაში თამაში შეუძლიათ. "სოხუმმა" და "ჭიათურამ" ეს ვერ მოახერხა, - გვითხრა გიორგი ზაბახიძემ და დაამატა: განაცხადებში არის გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოსაფხვრელად ერთი-ორი დღეა საჭირო. სამშაბათს ყველა დეტალი დაზუსტდება და უფრო კონკრეტულადაც შემდეგ შემეძლება ლაპარაკიო.

რადგან, სამშაბათამდე ზოგიერთი ნიუანსია მოსაწესრიგებელი, არ არის გამორიცხული "სოხუმმა" და "ჭიათურამაც" წარმოადგინონ გარანტიები. სადღეისოდ კი ცნობილია რომ 2010-11 წლებში საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებენ: შსს, არმიის საკალათბურთო კლუბი, რუსთავის "ენერჯი", თბილისის "დინამო", "ბათუმი", "ქუთაისი", თსუ, სტუ, "აგრარული", "სამედიცინო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა