იოგი მარკოს გომესის, კლოზეს და კაკაუს ალტერნატივადაც განიხილავს

გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" გარემარბი მარკო როისი ცენტრალურ თავდამსხმელადაც გამოიყენოს.

იოგიმ 16 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუნდესლიგის გასრულებული სეზონის უმთავრესი აღმოჩენა და საუკეთესო ფეხბურთელი მრავალმხრივი მოთამაშეა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია.

"როისი, პირველ რიგში, გარემარბი ან უკანდახეული თავდამსხმელია, მაგრამ ჩემი აზრით, მარკო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზეც იდეალური იქნება," - თქვა ლიოვმა.

ზოგადად, ბუნდესმწვრთნელი როისზე ძალიან ბევრს ფიქრობს და ცენტრფორვარდ მარიო გომესის ან მიროსლავ კლოზეს ალტერნატივად იმის გამოც განიხილავს, რომ გერმანიის ნაკრების ნახევარდაცვაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა.

შეგახსენებთ, რომ მარკოს ბუნდესგუნდში თამაშის დიდი გამოცდილება არ აქვს, რადგან დებიუტი ტრავმების გამო არაერთხელ გადაედო და დღემდე გერმანიის ნაკრების ფორმა სულ 4-ჯერ აქვს მორგებული.

"ბუნდესლიგაში როისი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, გერმანიის ნაკრებში კი ფეხს ახლა იკიდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვერ მივცემ. თუმცა ფაქტია, რომ მარკო გერმანიის ნაკრებისთვის უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია," - დასძენს ლიოვი.

რატომ მხოლოდ სამი? როისიც!

როისის ცენტრფორვარდად მოაზრების მიზეზი ისიცაა, რომ ლიოვის გაფართოებულ სიაში სულ სამი ტიპური ცენტრალური თავდამსხმელია - გომესი, კლოზე და კაკაუ. "მართალია, მარკოს ამ პოზიციაზე აქამდე არასდროს უთამაშია, მაგრამ მე ამაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან პოტენციალს ვხედავ.

დარწმუნებული ვარ, რომ 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემაში როისს იმ ერთადერთი თავდამსხმელის ფუნქციების შესრულება იდეალურად შეუძლია. ვარჯიშებზე ასეთ ვარიანტს არაერთხელ მოვსინჯავ," - ამბობს ბუნდესმწვრთნელი.

აღსანიშნავია, რომ როისისთვის თავდამსხმელის როლი დიდი სიახლე არ არის. 22 წლის მარკო "გლადბახში" უმეტესად თავდასხმაში თამაშობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიოვი ცდება, როცა ამბობს, ცენტრფორვარდად არასდროს უთამაშიაო - განსხვავება იმაშია, რომ როცა "გლადბახის" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი როისს თავდამსხმელად ათამაშებს, ასეთ მატჩებში გუნდის ტაქტიკა 4-4-2-ია ხოლმე და მარკო უმეტესად მეორე ფორვარდის რანგში გვევლინება.

წინა ხაზის ცენტრში მარტოკაცად კი მართლაც არასდროს უთამაშია.

პოდოლსკი მონდომებულია

მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე შეთხელებული შემადგენლობა ჰყავს, ლიოვი ვარჯიშებით კმაყოფილია და სარდინიულ შეკრებას დადებითად აფასებს. "გუნდის მომზადებისთვის აქ იდეალური პირობებია, ბიჭები კი კარგად შრომობენ," - ამბობს 52 წლის იოგი.

რაც მთავარია, მიროსლავ კლოზეს, ლუკას პოდოლსკისა და პერ მერტეზაკერის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. იოგის განსაკუთრებით პოდოლსკის მონდომება ახარებს - "ლუკასი თავდაუზოგავად შრომობს და, როგორც ყველა დიდი სანაკრებო ტურნირის წინ, უაღრესად მოტივირებულია.

"ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ სწორედ ასეთი პოლდი გვჭირდება," - ამბობს ლიოვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა