<p>როცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ "იუვენტუსიდან" წასვლა გადაწყვიტა, ბუნებრივია, მისი პერსონით არაერთი ძლიერი კლუბი დაინტერესდა.</p><p><br> როცა გასული სეზონის დასრულების შემდეგ ვეტერანმა ფორვარდმა დავიდ ტრეზეგემ "იუვენტუსიდან" წასვლა გადაწყვიტა, ბუნებრივია, მისი პერსონით არაერთი ძლიერი კლუბი დაინტერესდა. სახელოვან ფრანგ მეგოლეს იტალიაში დარჩენაც შეეძლო და ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაც, მაგრამ "ტრეზეგოლმა" ესპანეთის ლა ლიგა, კერძოდ კი ამ ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ალიკანტეს "ერკულესი" აირჩია.</p><p>"ლაციო" და "ლივერპული" ჩემს ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობდნენ. რომაულ კლუბში გადასვლა ურიგო ვარიანტი ნამდვილად არ იქნებოდა. რაც შეეხება "ლივერპულს", ამ კლუბში ხავიერ მასკერანოს სავარაუდო ტრანსფერის გამო გაურკვევლობა სუფევდა. ასეც რომ არა, ტურინში გატარებულმა ათმა წელიწადმა მზე და ზღვა მომანატრა – იქამდე ხომ მონაკოში ვცხოვრობდი. გარდა ამისა, ალიკანტე ჩემი მეუღლის მშობლიური ქალაქია და ჩემს არჩევანზე გავლენა ამ ფაქტორმაც მოახდინა. ამიტომაც იყო, "ერკულესი" რომ ავირჩიე. ვატყობ, არც შევმცდარვარ", - თქვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ვისაც კარიერაში 200-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.</p>
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ