მეორე ეტაპზე ქალთა ბადეს პროფესიული ტურის ორი წამყვანი ჩოგბურთელი გამოეთიშა
ამ კვირას რომში მასტერსის სერიის მორიგი ტურნირი იმართება. პარალელურად, იქვე ქალები უმაღლესი კატეგორიის ტურნირში იღებენ მონაწილეობას.

მეორე ეტაპზე ქალთა ბადეს პროფესიული ტურის ორი წამყვანი ჩოგბურთელი გამოეთიშა. ეს ბარიერი ვერ გაიარა მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რეიტინგში მერვე ადგილამდე დაქვეითებულმა კაროლინ ვოზნიაცკიმ. 16 მაისს დანიელი უიმედოდ აგებდა შეხვედრას 29 წლის ესპანელ ანაბელ მედინა გარიგესთან, რომელიც 31-ე ადგილზეა კლასიფიკაციაში.

ანგარიში 6:4, 4:0 იყო ესპანელის სასარგებლოდ, როცა დანიელმა ფეხის ტრავმის გამო ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება. თამაშის დაწყებიდან საათი და 34 წუთი იყო გასული. დანიელმა ამ დროში ოთხჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და მხოლოდ ერთი ბრეიკი აიღო.

კიდევ უფრო დიდი მოულოდნელობა იყო მსოფლიოს მესამე ჩოგანის, პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას მარცხი 27 წლის ჩეხთან, პეტრა ჩეტკოვსკასთან. სამსეტიან ბრძოლაში მსოფლიოს 28-ე ნომერმა 6:4, 4:6, 6:1 გაიმარჯვა.

ორივე ჩოგბურთელი საშინლად თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე. რადვანსკამ რვა (!) საკუთარი გეიმი დათმო, თავად კი ხუთი ბრეიკი გააკეთა. თამაში ორი საათი და 26 წუთი გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ რადვანსკას ამ სეზონში მხოლოდ ვიქტორია აზარენკასთან ჰქონდა წაგებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქამდე რადვანსკა და ჩეტკოვსკა სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე მატჩი ჩეხმა მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა