"ინდიანასთან" სერიის მეორე მატჩის წინ "მაიამის" გაურკვეველი ვადით გამოაკლდა ბოში, რომელმაც მუცლის კუნთი დაიზიანა
"ინდიანასთან" სერიის მეორე მატჩის წინ "მაიამის" გაურკვეველი ვადით გამოაკლდა კრის ბოში, რომელმაც მუცლის კუნთი დაიზიანა. ამიტომაც ფავორიტს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწია ფონს გასვლა.

ბოშმა ტრავმა პირველი მატჩის მსვლელობისას მიიღო და მაშინ ლებრონ ჯეიმსისა და დუეინ უეიდის მონდომება საკმარისი აღმოჩნდა შეხვედრის გამარჯვებამდე მისაყვანად: ამ წყვილმა მეორე ტაიმში უფრო მეტი ქულა დააგროვა, ვიდრე მთელმა "ინდიანამ" ერთად აღებულმა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

და გუშინაც თითქოს ისე ჩანდა, რომ თამაშს ზუსტად ასეთივე განვითარება ექნებოდა. "ინდიანა" შეტევაში დიდ პრობლემებს წააწყდა და რეალიზაციის საბოლოო 37 პროცენტი წარმატებულად ჩატარებული მესამე მეოთხედის წყალობით დაფიქსირდა.

სტუმრებს ჰქონდათ დროის ერთი მონაკვეთი, რომლის დროსაც მათ 15-იდან მხოლოდ ორი ბურთი მოათავსეს კალათში. "მაიამის" რიგებში ლებრონისა და დუენის გარდა, სხვებსაც რომ მოენდომებინათ, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებს უფრო დიდი უპირატესობა ექნებოდათ. ასე კი დიდი შესვენებისთვის ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 38:33.

"მაიამის" მოთამაშეებს მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაუნელდათ ოპტიმიზმი და ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საბოლოო შედეგი. პრაქტიკულად, "ინდიანას" წინააღმდეგ მარტონი დარჩნენ უეიდი და ჯეიმსი.

ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ერიკ სპოელსტრას გუნდში ბოშს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და მის გარეშე "მაიამის" არ რჩება ბურთის გათამაშების სხვა სქემა, ვიდრე ეს ლებრონისა და დუენის შესრულებით იმპროვიზაციაა.

ეს იმპროვიზაცია, როგორც წესი, ფარქვეშ შესვლაში გამოიხატება, რათა მეტოქეს წესის დარღვევა აიძულონ; ან ბურთის გადაგდება პარტნიორისთვის სიტუაციაში, როცა თავად ბურთის კონტროლი ძალიან რთული ხდება.

იმის გათვალისწინებით, რომ "ინდიანა" აგრძელებდა კატასტროფული სიზუსტით სროლას, მატჩის ხილვა სულ უფრო მძიმე ხდებოდა.

მაგრამ, მაყურებლების გასახარად, სტუმრებმა გააქტიურება შეძლეს და თამაშიც გამოცოცხლდა. ჯორჯის რამდენიმე გარღვევამ, აგრეთვე, უესტისა და გრეინჯერის საშუალო ტყორცნებმა 18:3 გაქცევა მოიტანა, რის შემდეგაც "ინდიანამ" სოლიდური 11-ქულიანი უპირატესობა მიიღო.

რა თქმა უნდა, ამ ჩამორჩენის გაბათილება უეიდმა და ჯეიმსმა იტვირთეს. მათ გააგრძელეს მეტოქის სამწამიანის დაპყრობა და ცოტა ხნით "მაიამი" წინ გაიყვანეს. როცა სირენამდე სამი წუთით ადრე უესტმა საშუალო ტყორცნა გამოიყენა და "ინდიანას" უპირატესობა სამ ქულამდე გაიზარდა, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს სროლა გამარჯვების მომტანი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ უეიდის ზუსტმა ტყორცნამ სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. ის, რაც ამის შემდეგ მოხდა, რთული ასახსნელია.

თავიდან "პეისერსმა" რატომღაც ზედიზედ ორჯერ ისროლა სამქულიანი. არადა, მდევრის როლში არ ყოფილა და არსად ეჩქარებოდა, უბრალოდ, სტაბილურად უნდა დაეგროვებინა ქულები და საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა.

შემდეგ ჯორჯმა და ჯეიმსმა ვერ ჩააგდეს საჯარიმოები. ცოტა ხანში ჰიბერტმა და ჰილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მეტოქეს თამაშის გადარჩენის შანსი ჰქონოდა - მათ ჯარიმების ნახევარი გამოიყენეს, მაგრამ ესეც არასაკმარისი აღმოჩნდა სპოელსტრას შეგირდებისთვის - უეიდმა ვერ გამოიყენა თავისი საფირმო გარღვევა, ჩელმერსის მოუმზადებელი სამქულიანი კი კალათში არ ჩავარდა. "ინდიანამ" გაათანაბრა სერიაში ანგარიში და საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

მაიამი-ინდიანა 75:78

21:17, 17:16, 14:28, 23:17

მ: ჯეიმსი (28+9 მოხსნა+6 ჩაჭრა+5 პასი), უედი (24+6 მოხსნა+4 პასი+2 დაფარება), ბატიე (5+5 მოხსნა), ჩელმერსი (5), კოული (4), ჰასლემი (4), ტურიაფი (3), ჯონსი (2), ენტონი (0+6 მოხსნა+2 დაფარება).

ი: უესტი (16+10 მოხსნა+2 დაფარება), ჰილი (15), გრეინჯერი (11+6 მოხსნა+3 პასი), ჯორჯი (10+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰიბერტი (8+11 მოხსნა+3 დაფარება), ბარბოზა (8), კოლისონი (6), ამუნდსონი (2), ჯონსი (2).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (34.6/37.8), სამქულიანები (6.3/20), საჯარიმოები (69/70.4).

სერია: 1-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს