უიმბლდონისთვის ტრადიციული მუქი მწვანე ფერები სხვა ფონებით შეიცვლება
უიმბლდონზე ჩოგბურთელების ჩაცმულობასთან დაკავშირებული მკაცრი წესები ოლიმპიურ თამაშებზე არ გავრცელდება.

როგორც იცით, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საჩოგბურთო ტურნირი უიმბლდონის ლეგენდარულ კორტებზე გაიმართება.

"დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის წესების თანახმად, ყველა ჩოგბურთელი ვალდებულია, მატჩებსა თუ ვარჯიშებზე მხოლოდ თეთრი სპორტული ფორმით გამოცხადდეს. ოლიმპიადაზე მსგავსი დრეს-კოდი არ იმოქმედებს.

გარდა ამისა, უიმბლდონისთვის ტრადიციული მუქი მწვანე ფერები სხვა ფონებით შეიცვლება.

"ყველაფერს ისეთი გარეგნული იერი ექნება, როგორიც ოლიმპიადაზე უნდა იყოს. გარშემო ყველაფერი აჭრელდება. თამაშების დროს იმოქმედებს ოლიმპიადის წესები. ასე რომ, ჩოგბურთელებს უფლება აქვთ, თავად აარჩიონ სათამაშო ფორმის ფერი.

შესაძლოა, ვიღაცას ეს არ მოეწონოს, მაგრამ ვფიქრობ, უმრავლესობა ემხრობა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, წინ დაუვიწყარი თამაშები გველის", - ამბობს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ფრანჩესკო რიჩი-ბიტი.

ცურვაში 14-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლეგენდარული ამერიკელი მაიკლ ფელპსი აცხადებს, რომ არ აპირებს წინასწარ გამოაცხადოს იმ დისტანციების სია, რომელზეც ის ლონდონის ოლიმპიადაზე აპირებს გამოსვლას.

ამასთან, ამერიკელმა მიანიშნა იმის შესახებ, რომ ნამდვილად არ გეგმავს რვა დისციპლინაში გამოსვლას, როგორც ეს ოთხი წლის პეკინში იყო. მაშინ ფელპსმა ხუთი ოქრო მიიღო ინდივიდუალურ დისციპლინებში და სამი - ესტაფეტებში.

კალათბურთში ამერიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ აღიარა, რომ ლონდონის ოლიმპიადა ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება მისთვის აშშ-ის ეროვნული გუნდის დამრიგებლის რანგში.

"გავუძღვები თუ არა აშშ-ის ნაკრებს 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე? სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ლონდონის თამაშები ბოლო საერთაშორისო ტურნირი იქნება ჩემთვის ამ პოსტზე", - განაცხადა ამერიკულ პრესასთან კომენტარში კრჟიჟევსკიმ.

ამასობაში დასახელდა აშშ-ის მეორე ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რამდენიმე საწვრთნელ შეხვედრას გამართავს ამერიკის პირველ ოლიმპიურ ნაკრებთან.

მეორე ნაკრების შემადგენლობაში ირიცხებიან: ჯერემი ლინი ("ნიუ იორკი"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), რაიან ანდერსონი ("გოლდენ სტეიტი"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ტაჯ გიბსონი ("ჩიკაგო"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), დეჟუან ბლერი, კავი ლეონარდი (ორივე - "სან ანტონიო"), დერიკ ფეივორსი და გორდონ ჰეივორდი (ორივე - "იუტა").

სახელგანთქმული ინგლისელი ნახევარმცველი, "ლოს ანჯელეს გალაქსის" ვეტერანი დევიდ ბექჰემი პარასკევს მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში. ფეხბურთელის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში იქნება პრინცესა ანა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში 10 მაისს დაანთეს და 70 დღის განმავლობაში ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 8 ათასი ადამიანი.

ლონდონის ოლიმპიადა 27 ივლისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია