ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ძალზე ცუდად იასპარეზა მილანში დაწყებულ მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ძალზე ცუდად იასპარეზა მილანში დაწყებულ მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე.

16 მაისს ჩვენებურმა პნევმატური იარაღით ისროლა და მხოლოდ 375 ქულა დააგროვა, რითაც მე-40-ე ადგილზე გავიდა.

სალუქვაძეს თითქოს ურიგოდ არ დაუწყია და პირველ სამ გასროლაზე სულაც ქულათა მაქსიმუმი ჰქონდა - სამივე ტყვია 10-იანში მოარტყა, მაგრამ პირველივე სერიოზული ჩავარდნაც აქ მოუვიდა - მეოთხე ცდაზე 8-იანი მოინადავლა.

ამას ისევ სამი 10-იანი მიაყოლა, თუმცა მერე ორჯერ 9-იანამდე დაეშვა. ამ სერიის ბოლო გასროლა ისევ 10-იანი გამოდგა და სერია არცთუ ურიგო მაჩვენებლით - 96 ქულით დაასრულა.

მომდევნო ორი სერია ძალზე ცუდი გამოდგა - მხოლოდ 91-91 ქულა, მაგრამ მეორე სერიაში თუ 9-იანები ჭარბობდა, მესამეში სალუქვაძემ სამჯერ 8-იანში მოარტყა. დასკვნით, მეოთხე სერიაში სამიზნე კი გაისწორა და საუკეთესო შედეგი - 97 ქულა აჩვენა, მაგრამ ამით საერთო მდგომარეობა ვეღარ გამოასწორა. ამ სერიაში 7-ჯერ ათიანის ნიშნულში მოარტყა, დანარჩენები კი - 9-იანში.

ტურნირი უკრაინელმა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა მოიგო 493.1 ქულით. მან მართლაც ჩინებულად ისროლა - საკვალიფიკაციო ეტაპი 392 ქულით მოიგო, ფინალში კი მეორე იყო 101.1-ით.

შესარჩევშიც და მთლიანად შეჯიბრებაშიც მეორე შედეგი ჩეხმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა და მსოფლიოს პრიზიორმა ლენკა მარუსკოვამ აჩვენა - თავდაპირველად 389 ქულა დააგროვა, რასაც ფინალში საუკეთესო შედეგი, 102.0 დაუმატა და ჯამში 491.0 დააგროვა.

ბევრისთვის მოულოდნელად ბრინჯაოს მედალი ლამის უცნობმა ტაივანელმა ჩია ჩენ ტინმა მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ის მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფდა სალუქვაძესავით ყველაფრის მომგებ სერბ იასნა სეკარიჩთან, მესამე ადგილზე კი 388 ქულით ბელარუსი მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა იყო. ფინალში ტაივანელმა 100.9 ქულა დააგროვა, ჯამში 487.9 გამოუვიდა და ბრინჯაოც დაისაკუთრა.

გუშინვე ასევე სპორტული პისტოლეტიდან ისროლა ლევან ქადაგიძემაც, მაგრამ დიდი შედეგებით ვერც ის გამოირჩა - 573 ქულა და 45-ე ადგილი. აქ ჩინელმა ზონგლიანგ ტანმა გაიმარჯვა 684.6 ქულით - 585+99.6. ვერცხლი 684.3-ქულიანმა თურქმა ისმაილ კელესმა მოიპოვა - 582+102.3. მესამეზე 684.0-იანი რუსი ვლადიმირ გონჩაროვი გავიდა - 583+101.0. 683.3-ქულიანი სომეხი ნორაირ ბახტამიანი საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა, იმის მიუხედავად, რომ ფინალში საუკეთესო შედეგით - 586-ით შევიდა.

ჩვენი დუეტი სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ხვალ გამოვა, მერე კი ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად მიუნხენში გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა