საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. XIII ტური
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ ქულათა თანაფარდობა ძალაში რჩება. "ზესტაფონმა", "მეტალურგის" მსგავსად, გამარჯვება მოიპოვა და ამით დებულების ყბადაღებული თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

"ზესტაფონის" ამოცანა ნათელი იყო - იმისთვის, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლა გაეგრძელებინა, "დილა" აუცილებლად უნდა დაემარცხებინა.

სტუმრებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლიც გაიტანეს - "დილას" მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ჯაბა დვალმა ზუსტად შეასრულა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა განიმტკიცა.

სამიოდე წუთში კი "ზესტაფონმა" კიდევ ერთი პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა - ალექსანდრე ინწკირველმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დვალის წინააღმდეგ ბრძოლისას დაარღვია. დვალმა დუბლი ვერ შეასრულა, მის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი "დილას" კარს ზემოდან გადასცდა.

მალე ნომინალური მასპინძლებიც გააქტიურდნენ და ალექსანდრე გურულის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა როინ კვასხვაძემ კუთხურზე მოიგერია. ერთ წუთში კი რევაზ ბარაბაძე იყო ახლოს ანგარიშის გათანაბრებასთან, მაგრამ ზაალ ელიავამ ბურთს კარში შესვლის საშუალება არ მისცა.

პირველი ტაიმის დარჩენილი წუთები მთლიანად "ზესტაფონის" უპირატესობით წარიმართა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა ანგარიშის გაზრდის სამი რეალური შანსი გაუშვა ხელიდან - შოთა გრიგალაშვილის ეფექტური დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა, მეკარესთან პირისპირ გასულ თორნიკე გორგიაშვილს ბექა შეყრილაძემ არ გაატანინა, დავით მუჯირის ჯარიმა კი "დილას" მეკარემ ხარიხის დახმარებით მოიგერია.

მატჩის მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, დვალმა ეფექტური ვარდნით რომ სცადა გატანა - შეყრილაძეს საკუთარი გუნდის გადარჩენაში ამჯერად კარის ძელი "დაეხმარა".

თითქოს "დილას" კარში მეორე გოლი მწიფდებოდა, მაგრამ ბურთი "ზესტაფონის" კარში აღმოჩნდა. ივანე კანდელაკის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გურულმა გამოიყენა.

ამის შემდეგ თამაშის ტემპი საგრძნობლად დაეცა, რაც, შესაძლოა, სიცხის ბრალიც ყოფილიყო. "ზესტაფონმა", ბუნებრივია, გამარჯვების გოლის გასატანად თავი არ დაზოგა, მაგრამ დრო გადიოდა და სტუმართა შეტევას სიმწვავე სულ უფრო და უფრო აკლდებოდა. "დილას" დაწინაურებაც შეეძლო, მაგრამ გურულმა და შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ არაზუსტად დაარტყეს.

"ზესტაფონი" შეტევაზე ბოლო ძალებით გადავიდა. მსაჯმა მატჩის ძირითად დროს ოთხი წუთი დაამატა. სტუმრებმა საწადელს მეორე დამატებულ წუთში მიაღწიეს - შეცვლაზე შესულმა თორნიკე აფციაურმა საშუალო დისტანციიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი "დილას" კარში ხარიხიდან ასხლეტით აღმოჩნდა.

ამ გოლმა კი ინტრიგა ჩემპიონატის ბოლო ტურსაც შეუნარჩუნა და კიდევ უფრო გაზარდა ძალიან უსიამოვნო პროცესის, დებულების გარშემო ამტყდარი დავის გამძაფრების შანსი.

16.05. თბილისი. მ. მესხი. 800 მაყურებელი

დილა-ზესტაფონი 1:2

0:1 დვალი (7. პენ.), 1:1 გურული (55. პენ.), 1:2 აფციაური (90)

მე-11 წუთზე დვალმა (ზესტაფონი) ვერ გამოიყენა პენალტი (ააცილა)

დილა ზესტაფონი

4-2-3-1 4-4-2

შეყრილაძე რ. კვასხვაძე

ალადაშვილი ღონღაძე

სალუქვაძე კობახიძე

ინწკირველი საჯაია

თოთაძე ელიავა

კანდელაკი ბაბუნაშვილი

ახალკაცი გორგიაშვილი

ბეჭვაია მენთეშაშვილი

გურული შ. გრიგალაშვილი

კახელიშვილი დ. მუჯირი

ბარაბაძე დვალი

მწვრთნელები:

თ. შალამბერიძე გ. ჭიაბრიშვილი

დილა

60. ბარაბაძე - ვაწაძე

65. ბეჭვაია - მეგრელიშვილი

74. კანდელაკი - ჯიქია

სათადარიგოები: სკენდერი, ქარქუზაშვილი, ი. ლომიძე, ნ. ნოზაძე

ზესტაფონი

58. მუჯირი - ოვონიკოკო

60. ბაბუნაშვილი - აფციაური

79. გორგიაშვილი - გუგუჩია

სათადარიგოები: მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, გ. ონიანი, რაჟამაშვილი

გაფრთხილება: კობახიძე (4), ინწკირველი (10), ბაბუნაშვილი (50), საჯაია (66), ვაწაძე (84)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

მატჩის შემდეგ

თემურ შალამბერიძე (დილა): "ჩემს ფეხბურთელებს ძალ-ღონე არ დაუზოგავთ, მაგრამ დადებით შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. "ზესტაფონმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო".

გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "ჩემი გუნდის თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ იყო. თამაში დაღლილობის ფონზე მოგვიწია და ამან ხარისხზე დიდი გავლენა იქონია".

"მოსახდენი ბოლოსკენ მოხდა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
"ტორპედომ" შულაია დაიმატა
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში