საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II ეტაპი. XIII ტური
ზედიზედ რვა საშინაომატჩიანი სერია "მერანმა" 16 მაისს წარუმატებლად დაასრულა. მარტვილში მერანელებმა მიმდინარე სეზონში უკანასკნელად ითამაშეს და პრინციპულ მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეხვედრის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არცერთი გუნდისათვის ჰქონდა, მაინც საინტერესო თამაშს ველოდით. სამწუხაროდ, კომბინაციური ფეხბურთი ვერც "მერანმა" შემოგვთავაზა და ვერც "კოლხეთმა", ხიფათიც აქა-იქ იქმნებოდა ხოლმე.

ვთქვათ ისიც, რომ დავით მახარაძემ წინა ტურისაგან აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა მოედანზე.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საწყის წუთებში მასპინძლებმა სტანდარტიდან ორჯერ სცადეს ფონს გასვლა. ორივე შემთხვევაში გიორგი მანწკავა აქტიურობდა: პირველ ეპიზოდში მისი გადაცემის შემდეგ ვალერი იობაშვილს მართებდა გატანა. ხუთიოდე წუთში კი "კოლხეთის" კარი ერთ-ერთმა მცველმა იხსნა. ის მანწკავას საკმაოდ ძლიერად დარტყმულს გადაეფარა და მარტვილელები მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ.

ყველაზე რეალური მომენტი მასპინძლებმა ტაიმის შუაწელს შექმნეს, როდესაც იმავე მანწკავას ჩინებული გადაცემის შემდეგ მამუკა ტორონჯაძე დარჩა მეკარესთან მარტო, თუმცა ზედმეტი მოინდომა და ეპიზოდი ქარს გაატანა.

ბოლოსკენ სტუმრებმაც სცადეს ბედი: დავით ციცხვაიას შორეული დარტყმული ჯონი შეროზიამ მოიგერია.

შედარებით უკეთესი თუ ეთქმის მეორე ტაიმს. შესვენების შემდეგ აღსანიშნავია ელგუჯა გრიგალაშვილის ცრუმოძრაობა, რომლის წყალობითაც მან გვერდი აუარა რამდენიმე მცველს, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა.

სტუმრები კონტრშეტევებით ცდილობდნენ წინ გასვლას. მათმა ტაქტიკამ მალე გაამართლა კიდეც: 65-ე წუთზე ამირან წაბრიას მიერ დაწყებული იერიში დავით ციცხვაიამ განაგრძო, ამ უკანასკნელის გამჭოლ გადაცემას კი ილია პავლიაშვილი გამოეხმაურა და 0:1.

გაშვებული გოლის შემდეგ "მერანი" შედარებით გამოფხიზლდა: გრიგალაშვილის კუთხურიდან ჩამოწოდებულს ვალერი იობაშვილმა შეუცვალა მიმართულება, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუფრინა ლადო ნადირაშვილის კარს. ცოტა ხანში გატანა შეეძლო გიგა ჟვანიას, მოგვიანებით კი ვალერი იობაშვილს. მათ დარტყმებს მცველები გადაეღობნენ და შესაბამისად, განმუხტეს მდგომარეობა.

78-ე წუთზე მარტვილელებს ანგარიშის გათანაბრება უთუოდ მართებდათ: ანზორ სუხიაშვილის გამჭოლ გადაცემას შეცვლაზე შემოსული მუნინი ტაპე გამოეხმაურა, რომელმაც დაახლოებით 5 მეტრიდან ბურთი ხარიხას მოახვედრა.

წესით, მთელი ამბები ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა მატჩის უკანასკნელი წუთები კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა.

"მერანი" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ მოწინააღმდეგის კართან ხიფათს ვერ ქმნიდა. ამის მიზეზი, უპირველესად, ფოთელ მცველთა თავგანწირული თამაში იყო.

საბოლოოდ "კოლხურ დერბიში" "კოლხეთმა" იმარჯვა და გუნება-განწყობილება კიდევ უფრო აიმაღლა.

მატჩის შემდეგ

დავით მახარაძე (კოლხეთი): "ჩვენი შემადგენლობა ოპტიმალურისაგან ნამდვილად შორს იყო. დღევანდელ მატჩში 6 ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცით თავის გამოჩენის შანსი. მათ იმედები სრულად გაამართლეს. თავდადებისა და გამართლების წყალობით პრინციპულ მეტოქესთან გავიმარჯვეთ".

არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე ჩვენ ვდომინირებდით. სამწუხაროდ, გატანის არაერთი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ითამაშეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს".

16.05. მარტვილი. ცენტრალური. 1200 მაყურებელი

მერანი-კოლხეთი 0:1

0:1 პავლიაშვილი (65.ციცხვაიას პასით)

მერანი (4-4-2) კოლხეთი (4-4-2)

შეროზია ნადირაშვილი

კაკუშაძე გ. კილასონია

იობაშვილი ხატიაშვილი

გ. ჟვანია ბოიომო

სუხიაშვილი ქორჩილავა

ვართაგავა წაბრია

მანწკავა ცხადაია

ფონიავა ფოფხაძე

ე. გრიგალაშვილი გულუა

ამბროლაძე პავლიაშვილი

ტორონჯაძე ციცხვაია

მწვრთნელები:

მ. ჟვანია დ. მახარაძე

მერანი

60. კაკუშაძე - მელიავა

60. ტორონჯაძე - ტაპე

70. მანწკავა - ტორაძე

სათადარიგოები: შენგელია, კიკალიშვილი, წოწორია, ბოხუა

კოლხეთი

55. გულუა - გაბუნია

69. ქორჩილავა - კაკულია

82. პავლიაშვილი - წიქარიშვილი

სათადარიგოები: ხარშილაძე, ბარამიძე, მოისწრაფიშვილი, გოგონაია

გაფრთხილება: კილასონია (17), გ. ჟვანია (18), წაბრია (25), ტორაძე (70), კაკულია (72)

არბიტრი: ლ. სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"