ქართველი გულშემატკივრები კახა კალაძისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზებას ითხოვენ
საქართველოს ნაკრებისა და "ჯენოას" ფეხბურთელმა კახა კალაძემ კარიერა დაასრულა. კახამ ბუცები მაშინ ჩამოკიდა, როდესაც ეს ნაბიჯი გადადგეს "სკუადრა აძურას" ყოფილმა ლიდერებმა და იტალიაში მოთამაშე სხვა დიდმა ფეხბურთელებმა.

"ეპოქის დასასრული" - ასე შეაფასა LA GAZZETTA DELLO SPORT-მა მათი ფეხბურთიდან წასვლა და ამ სახელოვან წასულთა სიაში კახა კალაძეც დაასახელა.

"ჩვენ დღეს კარისკენ გაცილებთ, როგორც მეგობრებს იმ საღამოს შემდეგ, რომელმაც თქვენი წყალობით ბრწყინვალედ ჩაიარა. აღელვებულები და მადლიერები ვართ. ეს ის კარია, რომელსაც თქვენ წლების განმავლობაში იცავდით და ამ ამაგს ვერასოდეს დაგივიწყებთ: დელ პიერო, პიპო ინძაგი, ძამბროტა, გატუზო, ნესტა, ზეედორფი, კორდობა, დი ვაიო, კალაძე.

...ხვალ ისინი დატოვებენ იტალიასა და ფეხბურთს, რომელიც მათი წყალობით მითიური გახდა. ეს იმდენად ხმაურიანი ჯგუფის გაცილება იყო, რომ შიში გვიპყრობს იმ სიჩუმისა და სიცარიელის წარმოდგენაზე, რაც მათი წასვლის შემდეგ სტადიონებზე დაისადგურებს.

...რა დაგვავიწყებს კახა კალაძეს, რომელიც გატანილი გოლის შემდეგ ყოველთვის უკან დგამდა ფეხს? კაცს, რომელმაც საუკეთესო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია და ძმის ტრაგედია გადაიტანა.

...მათ კარიერაზე ხსოვნას ისევე შევინახავთ, როგორც ძველ ფიგურებს, რომლებთანაც წლებისწინანდელი მშვენიერი მოგონებები გვაკავშირებს.

მოდით, მადლობა გადავუხადოთ, რადგან უამრავი საფეხბურთო კვირა გაგვილამაზეს, დიდი მღელვარებები და გამარჯვებები გვაჩუქეს. ეს იყო ლამაზი გრძნობები, რომელმაც გაწმინდა დიდი სირცხვილით შემოსილი იტალიური ფეხბურთი.

...თქვენ არავინ გაიძულებდათ წასვლას. პირიქით, მაღლა ასწიეთ თავები, რადგან შექმენით ისტორია, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. დიდი მადლობა ამისთვის ბიჭებო!" - წერს LA GAZZETTA DELLO SPORT.

შევიტყვეთ, რომ ქართველმა გულშემატკივრებმა წამოიწყეს მოძრაობა და კალაძისთვის გამოსამშვიდობებელი მატჩის ორგანიზებას ითხოვენ.

პოლიტიკაში ვინ ვისიანია, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგან კალაძე ქართულ ფეხბურთს ემსახურა და ამ სამყაროსგან ლამაზ დამშვიდობებას იმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

godure
ადრეც მითქვია -- გაიტანო 2 გოლი საკუთარ კარში ტრაგედიაა მაგრამ ფეხბურთისთვის ასატანი --- მაგრამ აიღო 2 ჯერ ლიგის თასი ეს ფ ა ნ ტ ა ს ტ ი კ ა ა -- და ამით კაცს კველა ცოდვა ეპატიება
odala
კალაძეს გამოსათხოვარო მატჩი რომც არ მოუწყონ, მას გული მაინც არ უნდა დაწყდეს, იმიტომ რომ იცის ქართველი ხალხი დიდ პატივს სცემს მისი კაცური და შეუვალი ხასიათის გამო. ამ კაცს, სირი არველაძეებისგან განსხვავებით ერთი რამე ესმის, რომ ფეხბურთით არ იწყება და მთავრდება. მთავარია კაცი იყო ჯერ.
glebi
კალაძე თანამედროვე ქართული ფეხბურთის ლეგენდაა. ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელი. ყველა დროის. ასე რომ როგორც მინიმუმ იმსახურებს გასაცილებელ მატჩს
archil
"ნაცებო" და "ნაცების" მხარბამჭერებო, გამოიძიეთ იქნებ ეს ინტერვიუ "პინგვინოიდმა" შეუკვეთა რუსული ფულებით.
vinny
კალაძე ნამდვილად იმსახურებს ნაკრებიდან ღირსეულ გაცილებას. ჩვენ არ გვიყვარს პოლიტიკა, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი!
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე