"თუ თანაბარი ქულების შემთხვევაში სფფ გამარჯვებულად "მეტალურგს" აღიარებს, ჩვენ ჩემპიონად "ზესტაფონს" გამოვაცხადებთ"
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია საზოგადოების წინაშე საგანგებო განცხადებით წარსდგა.

კოკაია აპროტესტებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეში თანაბარი ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე რუსთავის "მეტალურგი" იმყოფება და არა "ზესტაფონი".

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგს" პლეი ოფის სატურნირო ცხრილში ერთნაირი ქულების რაოდენობა - 52-52 კი აქვთ, თუმცა რუსთაველთა ანგარიშზე პლეი ოფის ცხრილში, ზესტაფონელებთან შედარებით, ერთი გამარჯვებით მეტია. სამაგიეროდ, "ზესტაფონი" მოგებათა რაოდენობით "მეტალურგს" მთლიანი ჩემპიონატის მიხედვით სჯობნის.

კოკაიას განცხადებით, "ზესტაფონი" ექვემდებარება რეგლამენტს, სადაც წერია, რომ თანაბარი ქულების შემთხვევაში პირველ ადგილი ეკუთვნის ჩემპიონატში მეტი გამარჯვების მქონე გუნდს.

"ზესტაფონის" პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურის შემდეგ გუნდებს კვლავ თანაბარი ქულების რაოდენობა ექნებათ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2011-12 წლების საქართველოს ეროვნული პირველობის გამარჯვებულად "მეტალურგს" გამოაცხადებს, მაშინ "ზესტაფონი" გამარჯვებულად "ზესტაფონს" გამოაცხადებს.

სფფ. ჩემპიონატის ჩატარების პირობები

4.4 უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

4.4.1. ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

4.4.2. უშუალოდ, ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

4.4.3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

4.4.4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

4.4.5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

4.4.6. ფეარ-ფლეის შედეგები (ყველა მატჩზე დელეგატის მიერ შევსებული გუნდებისა და მოთამაშეების ფეარ-ფლეის პრინციპების შეფასების გათვალისწინებით).

4.4.7. თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

ასევე იხილეთ

დიდი დავიდარაბა - ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ვინ დამნაშავე?

GURIA
რუსთაველების გარდა ენა არავის დაუსოლდება რომ მეტალურგი ჩემპიონია. მთელი საქართველოს თვალში ზესტაფონი ჩემპიონია გატყდი ბატონო დომენტი, რომ გუბერნიამ დაგავალა და უძლური ხარ.
vasiko basiladze
მეტალურგი ფოთში ქულებს დაკარგავს ამაში დარწმუნებული ვარ,რაც შეეხება დამნაშავეს ყვეამ კარგად ვიცით ვინცაა და დროზეა ხმა ამოსაღები,ნაძირლების ხროვაა ფედერაცია,თუნდაც გამოაცხადონ მეტალურგი ჩემპიონი ეს ჩემპიონობაა,შეარცხვენენ ისედაც შერცხვენილ ქართულ ფეხბურთს და მერე ნახავენ რა შეცდომა დაუშვეს,უეფამ საერთოდ უნდა მოხსნას ქართული კლუბები ევრო ტურნირებიდან ამის ღირსები ვართ,დინამომ მიცა მეტალურგს თამაში და ამას ფოთი არ გააკეთებს დარწმუნებული ვარ
Giorgipirweli
გარკვევით წერია დებულებაში, რომ ჩემპიონატში გამარჯვებების რაოდენობაა გადამწყვეტი. ჰოდა ზესტაფონია ჩემპიონი!
zesta2004
რეგლამენტს გადაგახევტ ტავზე სჰვენი ილო
zesta2004
დედა რა მეცოდება დომენტი დდდ კოკაია მაგას არ სჰეარჰენც
gigi
არ დაუთმოთ არაფერი. ზესტა ჩემპიონია
dato
მიდი მიაწექი ბატონო ილო არ დათმო მაგათი
ogafa
ზესტაფონი ჩემპიონი.
dato
მიდი მიაწექი ბატონო ილო სწორია ეს კაცი აკარქიებენ ზესტაფონს ჩეპიონობას მაგათი
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა