ფერდინანდის ამბავს გამოეხმაურა "ლომების" ყოფილი ცენტრალური მცველი სოლ კემპბელიც

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა 16 მაისს დაასახელა ევრო 2012-ზე წასაყვანი საბოლოო შემადგენლობა.

მოგეხსენებათ, ახალი კაპიტნის ვინაობაც გაირკვა. ჰოჯსონი ყოფილ შეგირდ სტივ ჯერარდს მიენდობა.

მწვრთნელის არჩევანმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჯონ ტერი, ფეხბურთელი, რომელსაც ასოციაციამ ნაკრების კაპიტნობა ფაბიო კაპელოს უკითხავად ჩამოართვა და რაც მერე გუნდში დიდი გადაადგილებების წინაპირობა გახდა, სიაში მოხვდა, რიო ფერდინანდი კი კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩა.

"იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა საკუთარ "ტვიტერზე" შემდეგი სტატუსი "გამოფინა", რომ დავწერო, გულნატკენი ვარ, იგივეა, საერთოდ ხმა რომ არ ამოვიღოო. მისი გულისტკივილი გასაგებია.

ფერდინანდის ამბავს გამოეხმაურა "ლომების" ყოფილი ცენტრალური მცველი სოლ კემპბელიც, ვინც შემდეგი რამ განაცხადა: "წარმოდგენა არ მაქვს, რა უთხრა ჰოჯსონმა ტერის ან ფერდინანდს და ამას, ალბათ, ვერც ვერასოდეს გავიგებთ, რადგან არ მგონია, ფეხბურთელებმა ჭუჭყიანი თეთრეულის სახალხოდ გამოფენა ისურვონ.

ამის მიუხედავად, ჩემს ვარაუდს მაინც დავაფიქსირებ. ის, რომ რიო ნაკრებს მიღმა დარჩა, ამაში თავისი წვლილი მიუძღვის ტერის და მის რასისტულ სკანდალს.

ჰოჯსონს ნებისმიერ შემთხვევაში გაუჭირდება საფეხბურთო მიზეზებით იმის ახსნა, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან ფერდინანდს ზღვა გამოცდილება აქვს და ბოლო სამი თვის განმავლობაში არაჩვეულებრივ ფეხბურთს თამაშობდა. მსგავსი რამ თუ მოხდებოდა, ჩემთვის, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო," - განაცხადა კემპბელმა.

რიო ფერდინანდს უკვე მერამდენედ არ გაუმართლა... ის ევრო 2000-ზეც მოულოდნელად ვერ მოხვდა ნაკრების განაცხადში, 2004-ში ევროპის ჩემპიონატზე დოპინგტესტზე გამოუცხადებლობის გამო მისჯილი დისკვალიფიკაციის წყალობით ვერ ითამაშა, 2008-ში ინგლისი თავად ვერ გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე.

2010-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ტრავმის გამო აღმოჩნდა. ბოლო 2 წელია, მას ტრავმები სულ თან სდევდა, მაგრამ 2012-ში უკვე აღარაფერი სტკენია და მანაც სტაბილურად ითამაშა ბოლო 3 თვე.

რა გაუგებრობაც მოხდა ტერისა და ფერდინანდს შორის, ალბათ, ყველას მოეხსენება და ამიტომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით. ჰოჯსონის დანიშვნის მერე ბევრს ეგონა, რომ ევროპის პირველობაზე "ჩელსის" კაპიტანი არ წავიდოდა, რათა ფეხბურთელებს შორის არსებულ ცუდ დამოკიდებულებას გუნდზე უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა, მაგრამ მწვრთნელმა პირიქით გადაწყვიტა - ტერი წაიყვანა, რიო - დატოვა.

"გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე მივიღე. ეს ნიშნავს, რომ მე მცველების ბოლო თვეების ასპარეზობა შევაფასე როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. იმ ფაქტმა, რომ რიომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

მასზე მეტად მე ფილ ჯონსი გამომადგება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია," - განმარტა თავისი გადაწყვეტილება როი ჰოჯსონმა.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი მზადაა

ინგლისის ნაკრების დამრიგებლის, როი ჰოჯსონის თქმით, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაკრებში გამოძახება იმიტომ გადაწყვიტა, რომ 18 წლის ფეხბურთელს 100%-ით მზად მიიჩნევს უმაღლესი დონის თამაშებისთვის.

"ნამდვილად არ მოვიხმობდი, თუკი არ ვიქნებოდი დარწმუნებული, რომ მას ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლია. უმაღლესი დონის სანაკრებო ტურნირებზე ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მე ვნახე მისი თამაშები ჩემპიონთა ლიგაში.

მისი თამაშით ყველაზე მეტად "მილანთან" განმეორებით შეხვედრაში მოვიხიბლე," - განუცხადა ჰოჯსონმა ESPN-ს.

რაც შეეხება თავად ოქსლეიდ-ჩემბერლენს, თინეიჯერი შემტევი ნახევარმცველი აღფრთოვანებულია: "ფიქრიც კი, რომ მე ჩემი ქვეყანა ასეთ დიდ ტურნირზე უნდა წარვადგინო, სიამაყით მავსებს. მოუთმენლად ველოდები სანაკრებო შეკრების დაწყებას. გამოცდილი თანაგუნდელების დარიგებებს გულისყურით მოვუსმენ.

ერთი წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ევროპის ჩემპიონატზე წახვალო, გულიანად გამეცინებოდა, მაგრამ ახლა ეს რეალობაა და გარწმუნებთ, არაფრისაც არ მეშინია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს