"ჩელსის" 24 წლის ნახევარმცველმა ინგლისურ პრესას მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც ფინალურ დაპირისპირებაზე ილაპარაკა
"ჩელსის" 24 წლის ნახევარმცველმა ხუან მატამ ინგლისურ პრესას მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც 19 მაისის ფინალურ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

- როგორი იყო "ბარსელონასთან" დაპირისპირება?

- რთული, რადგან თავის დაცვა იმაზე მეტად გვიწევდა, ვიდრე ჩვეულებრივ. თითქმის ვერ ვახერხებდით ბურთის გაკონტროლებას. ამის მიუხედავად, შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა და ფინალში გავედით.

- რას იზამთ ფინალში გამარჯვების შემთხვევაში? მაგალითად, რობენი ლიგისა და შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში ფეხბურთიდან წავა. თუკი ლიგაშიც იმარჯვეთ, ევროპის ჩემპიონატზეც და ოლიმპიადაზეც როგორ მოიქცევით?

- თუკი "ბაიერნი" დავამარცხეთ, წავალ ასტურიაში და მეგობრებთან და იმ ადამიანებთან ერთად აღვნიშნავ, რომლებიც ფინალზე დასწრებას ვერ მოახერხებენ. ფეხბურთიდან წასვლა? რობენს, ჩემთან შედარებით, მეტი კილომეტრი აქვს კარიერაში დაფარული. ასე რომ, მე ჯერჯერობით დავრჩები.

- ფინალში "ჩელსი" ისევე ითამაშებს დაცვიდან, როგორც ეს "ბარსელონასთან" იყო?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ "ბარსელონას" განსაკუთრებულად ძალუძს წნეხის ქვეშ მეტოქის მოქცევა. აქედან გამომდინარე, ველოდები, რომ ფინალში ბევრად უფრო გახსნილი ფეხბურთის თამაშს შევძლებთ.

- ეს იქნება 2008 წლის ფინალის პასუხი?

- თუკი გავიმარჯვებთ, ეს ბიჭებს შეუმსუბუქებს იმ ტკივილს, რასაც ისინი 4 წლის განმავლობაში გრძნობდნენ. შურისძიება კი არ გამოვა, რადგან მეტოქე სხვა გუნდია.

- კეჰილი და ლუისი ითამაშებენ?

- ისინი ვარჯიშობენ და ვფიქრობ, შეძლებენ მოედანზე გამოსვლას. ივანოვიჩისა და ტერის დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით, მათი ყოფნა მოედანზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

- დი მატეო რატომ უფრთხის ერთდროულად დროგბასა და ტორესის დაყენებას? ტორესი ბევრად სწრაფია და მცველებისგან დასხლტომაც უკეთ ეხერხება, დროგბას კი შეტევის დასრულება უყვარს...

- მიმდინარე სეზონში მათ ერთად უთამაშიათ და ეს სულაც არ იყო ცუდი. ისინი ერთმანეთისგან ბევრით განსხვავდებიან. დროგბა და ტორესი მინდორზე ერთად მშვენიერი იქნება.

- რა განსხვავებაა ვილაშ ბოაშსა და დი მატეოს შორის? ფიქრობდით, რომ მწვრთნელის შეცვლას შეიძლებოდა გუნდში ასეთი აღმაფრენა გამოეწვია?

- მას მერე, რაც ჩვენს ბანაკში მოხდა, ფეხბურთელებში საკუთარი ძალების რწმენამ იმატა. ამან კი კარგი შედეგების ჩვენებაში შეგვიწყო ხელი. ფეხბურთისადმი მიდგომა მაინცდამაინც არ შეცვლილა. სქემა ჰო, ცოტა განსხვავებულია. ვილაშ-ბოაშის დროს 4-3-3-ით ვთამაშობდით, ახლა 4-3-2-1-ს ვიყენებთ. თამაშებისადმი მზადების პროცესში კი ნამდვილად ყველაფერი ძველებურადაა.

- როგორ დაახასიათებდით რობერტო დი მატეოს? როგორი ურთიერთობა აქვს მას გუნდთან? რას ფიქრობთ, ფინალური მატჩის შედეგის მიუხედავად, უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე?

- რობისთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. პირადად მასთან მშვენიერი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა.

არცთუ ისე დიდი ხანია გასული მას მერე, რაც ის "ჩელსიში" თამაშობდა და გუნდის პრობლემებს ღრმად იცნობს. დარჩება თუ არა ის, ეს ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ფეხბურთელები იმითაც ბედნიერები ვართ, რომ ასოციაციის თასი მოვიგეთ და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შანსიც გვაქვს. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!