"პაკმენმა" მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მხარდაჭერა გამოხატა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ

სახელგანთქმულმა ფილიპინელმა მოკრივემ, მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლად აღიარებულმა მენი პაკიაომ პოლიტიკოსისთვის საკმაოდ თამამი და არატოლერანტული განცხადება გააკეთა.

"პაკმენმა" მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც აქტიური მხარდაჭერა გამოხატა ერთსქესიანი ქორწინების მიმართ.

"სანამ ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს განიხილავთ, დაიცავით ღმერთის კანონი, - განაცხადა პაკიაომ, რომელიც რწმენით კათოლიკე ქრისტიანია. - არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს სექსუალური უმცირესობების მიმართ, მაგრამ ერთსქესიანი ქორწინებების წინააღმდეგი ვარ".

ფილიპინელი ყოველთვის არ ყოფილა მორალისა და კანონის სანიმუშო დამცველი. ადრე პაკიაო არაერთხელ იყო შემჩნეული ისტორიებში, რომლებიც ალკოჰოლსა და აზარტულ თამაშებს უკავშირდება, მაგრამ ბოლო დროს მენიმ მოინანია წარსულის ცოდვები, განაცხადა, რომ რელიგიური ადამიანი გახდა და მავნე თვისებები მოიშორა.

პაკიაოს თამამი განცხადება შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ტელეშოუს - Extra at The Grove-ის წარმომადგენლებმა, რომლისთვისაც "პაკმენს" ექსკლუზიური ინტერვიუ უნდა მიეცა, 16 მაისისთვის დანიშნული ეთერი გააუქმეს.

"მისტერ პაკიაოს მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით, ჩვენ გვინდა, ყველამ იცოდეს: მისი მოსვლა შოუში არავის გაუხარდება და ის აქ არასოდეს მისცემს ინტერვიუს, - წერია სპეციალურ განცხადებაში. - ჩვენი შოუ ლოს ანჯელესის ყველა მცხოვრებს ეკუთვნის".

მენი პაკიაო ამჟამად ამერიკაში იმყოფება და 9 ივნისისთვის დანიშნული ბრძოლისთვის ემზადება, რომელშიც ფილიპინელი ამერიკელ ტიმოტი ბრედლის შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად