ახალი ზელანდიის ნაკრები ივნისის ტესტებზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
ახალი ზელანდიის ნაკრები ივნისის ტესტებზე ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსი" "სამყურებს" სამჯერ დაუპირისპირდება.

მსოფლიოს თასის მფლობელის მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა 35 მორაგბე შეარჩია საიმისოდ, რომ საწვრთნელი ბანაკი ორჯერ გამართოს.

"ოლ ბლექსი" პირველად ოქლენდში 20 მაისს შეიკრიბება და 22 მაისამდე ივარჯიშებს. მეორედ კი ქვეყნის ეროვნულ გუნდს დედაქალაქი ველინგტონი უმასპინძლებს. შეკრება ამჯერადაც მოკლე, სამდღიანი იქნება.

გამოძახებულთა შორის ვერ მოხვდა რამდენიმე ცნობილი მორაგბე. ესენია: ზაკ გილფორდი, კორინ ფლინი, ხოსე გეარი, ჯიმი ქოუანი, რობი ფრანი და ანდრე ტეილორი. მიუხედავად იმისა, რომ ზე რაგბის გათამაშება თითქმის ჩააგდეს, ჰანსენმა მაინც გამოიძახა პირი ვიპუ და ალი ვილიამსი. ტრავმირებულნი არიან რიჩარდ კაჰუი, ჩარლი ფაუმინა და კირან რიდი.

გუნდის შემადგენლობაში არიან ახლახან გამოჯანმრთელებული ლიდერები, მგეზავი დენ კარტერი და მესამეხაზელი რიჩი მაქოა.

"გუნდის შემადგენლობის შერჩევისას ორ მიზანი დავისახეთ. პირველი და მთავარი მიზანი გუნდის სათანადოდ მომზადებაა, რათა ირლანდიელები სამივე ბრძოლაში დავამარცხოთ. მეორე კი ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების გამოცდა და საქმეში ნახვაა.

გაფართოებულ შემადგენლობაში ბალანსი დაცულია - ძველ, მრავალნაცად მორაგბეებთან ერთად ახალგაზრდებიც მრავლად გამოვიძახეთ. მსოფლიოს თასის 21 მფლობელთან ერთად გუნდში ექვსი ისეთი ახალგაზრდა მორაგბეა, რომელიც შარშან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ასპარეზობდა.

შეკრებაზე დრო ცოტა გვექნება. ამიტომ ვეცდებით, ის მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რათა შევძლოთ სათამაშო დისციპლინის განმტკიცება და ახალი კომბინაციების დამუშავება, რომლებსაც ირლანდიის ნაკრებთან მატჩებში გამოვიყენებთ" - თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა.

"ოლ ბლექსის" იმ 30 მორაგბეს, რომელიც ივნისის ტესტებზე იასპარეზებს, ჰანსენი 3 ივნისს დაასახელებს.

ახალი ზელანდია: ჩარლი ფაუმუნია, მაა ნონუ, კევინ მეალამუ, პირი ვიპუ, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოკი (ექვსივე-ბლუზი), სემ კენი, აარონ კრადენი, რიჩარდ კაჰუი, ტავერა კერ-ბერლოუ, ბროდი ლეტლიკი, ბენ ტამეიფუნა, სონი ბილ ვილიამსი (შვიდივე-ჩიფსი), ბოდენ ბარეტი, ქორი ჯეინი, ჯულიან სავეა, ბრედ შილდსი, კონრად სმიტი, ვიქტორ ვიტო (ექვსივე-ჰარიკენზი), დენ კარტერი, უაით კროკეტი, იზრაელ დაგი, ენდი ელისი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, ლუკ რომანო, ლუკ ვაითლოქი, სამუელ ვაითლოქი (ყველა-კრუსეიდერზი), ტამატი ელსომი, ენდრიუ ჰორი, აარონ სმითი, ბენ სმითი, ადამ თომსონი (ხუთივე-ჰაილენდერზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...