საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. XIII ტური. პლეი აუტი
უმაღლესი ლიგის საგზურგანაღდებული "ჩიხურას" უმოტივაციობის იმედით და კიდევ იმის გამოც, რომ ყველა უკანდასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა, "სპარტაკმა", მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ორგანიზებული პრესინგით, თავიდანვე თავდაუზოგავად შეუტია მოწინააღმდეგეს და რამდენიმე სახიფათო მომენტის ვერგამოყენების შემდეგ მე-19 წუთზე საწადელსაც მიაღწია.

თემურ შარაშენიძეს ბურთი ხელსაყრელ პოზიციაში მიუვიდა და მეკარე რევაზ თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა.

თითქოს ინერტულობა არ ემჩნეოდა "ჩიხურას", თუმცა წინანდებური ჟინი ნამდვილად აკლდა. ამიტომაც სავსებით ლოგიკური იყო პირველი ტაიმის ანგარიში - 0:1.

მასპინძლებს არც მეორე ტაიმში "მოუკლავთ თავი"; ცხინვალელებს კი ძალაც და ენერგიაც ბოლომდე ეყოთ და, ყოველივე ამისგან გამომდინარე, უპირატესობაც შეინარჩუნეს.

67-ე წუთზე პრინციპულობითა და სამართლიანობით ცნობილმა მსაჯმა ხვიჩა გაგნიძემ ცოტათი საეჭვო პენალტი დანიშნა, რომლის რეალიზება ლევან მელქაძეს არ გასჭირვებია.

რა თქმა უნდა, შეუმცდარი მსაჯი არ არსებობს, მაგრამ სიტყვა "საეჭვოს" კიდევ რამდენიმე მომენტში იმსახურებდა მისი გადაწყვეტილება.

მერე კი 85-ე წუთი, ლაშა ჩაფიძის აუღებელი დარტყმა და ყველაფერს წერტილი დაესვა.

ჩვენი კრიტიკული ტონის მიუხედავად, "სპარტაკმა" გამარჯვება ღირსეულად დაიმსახურა. ვადამდე გამარჯვებულ "ჩიხურას" კი მაყურებელმა შამპანურების შადრევნებით ზეიმი მოუწყო.

17. 05. საჩხერე. ცენტრალური. 800 მაყურებელი

ჩიხურა-სპარტაკი 0:3

0:1 შარაშენიძე (19), 0:2 მელქაძე (67, პენალტით), 0:3 ჩაფიძე

ჩიხურა სპარტაკი

რ. თევდორაძე ნადირაძე

ჭელიძე ჭაფოძე

გუშარაშვილი ტეტუნაშვილი

ბაკურაძე ლომაია

ჩიკვაიძე ნ. მაისურაძე

ძამსაშვილი თუხარელი

ზაბახიძე თ. შონია

ლ. ნოზაძე შარაშენიძე

კირკიტაძე სამხარაძე

ნ. კვასხვაძე ჩაფიძე

დეკანოიძე მელქაძე

მწვრთნელები

ს. ფრუიძე ვ. ხაჩიძე

ჩიხურა

57. ზაბახიძე - ლილუაშვილი

57. კირკიტაძე - ფიფია

71. ძამსაშვილი - იაშვილი

სათადარიგოები: მწყერაშვილი, ბერიანიძე, მუმლაძე, სალარიძე

სპარტაკი

81. მელქაძე - ჭოხონელიძე

88. თუხარელი - გაბაშვილი

90. შარაშენიძე - მ. ჯიშკარიანი

სათადარიგოები: ძაგანია, გელაშვილი, ლობჯანიძე, მერეჩკო

გაფრთხილება: ჩიკვაიძე (65)

არბიტრი: ხ. გაგნიძე

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. XIII ტური. პლეი აუტი

სხვა მატჩები

17.05. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე

გურია-მერცხალი 4:0

17.05. ბათუმი. ადელი

ბათუმი-ვიტ ჯორჯია 2:0

17.05. ბოლნისი. თ. სტეფანია

სიონი-გაგრა 2:1

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ჩიხურა 13 8 2 3 24 13 26

2.გურია 13 6 5 2 22 18 23

3.ბათუმი 13 6 3 4 15 12 21

4.სპარტაკი 13 6 3 4 18 13 21

5.სიონი 13 5 6 2 20 12 21

6.ვიტ ჯორჯია 13 6 2 5 16 11 20

7.გაგრა 13 2 4 7 12 20 10

8.მერცხალი 13 0 1 12 2 30 1

ბოლო ტური

21 მაისი, ორშაბათი

მერცხალი-სიონი

გაგრა-ჩიხურა

სპარტაკი-დინამო (ბთ)

ვიტ ჯორჯია-გურია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე