კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა
ბაქოს "ინტერმა" მიმდინარე სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. კახა ცხადაძის გუნდმა ბრინჯაოს მედლები ბოლო ტურში ბაქოურ დერბიში "ბაქის" მოგებით (1:0) დაიბევა.

მნიშვნელობა იმასაც ხომ აქვს, გუნდმა როგორ გაიმარჯვა: რომელ მამას არ ესიამოვნებოდა, გადამწყვეტი გოლი შვილს რომ გაეტანა. ცხადია, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც ამაყობს, რადგან "ბაკის" კარში ეს ერთადერთი გოლი მისმა ვაჟმა, ბაჩანამ გაიტანა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდში შვილის სტატუსით არ აუყვანიათ.

ბაჩანა ცხადაძისთვის ეს სეზონი წარმატებული გამოდგა: მართალია, თავდამსხმელისთვის 29 მატჩში 7 გოლი ბევრი არაა, მაგრამ "ინტერის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა და რაც მთავარია, "ბაკის" გარდა, უმნიშვნელოვანესი გოლები სხვა კონკურენტებს, "ნეფთჩის", "ხაზარსა" და "ყარაბახსაც" გაუტანა.

უმცროსი ცხადაძე აზერბაიჯანელებმაც აღიარეს და დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბაქოელთა 24 წლის თავდამსხმელი დეკემბერში გამართულ 4 შეხვედრაში "ინტერს" 3 უმნიშვნელოვანესი გოლით დაეხმარა (გასვლაზე უშუალო კონკურენტ ლენქორანის "ხაზართან" და მის ყოფილ კლუბ ზაქათალის "სიმურგთან", შინ კი - ლიდერ ბაქოს "ნეფთჩისთან") და გუნდის წარმატებაში თავისი წილი დაიდო.

მაშინ აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგამ და "უნიბანკმა" ბაჩანას სამახსოვრო თასი და 1111 აზერბაიჯანული მანათი გადასცეს, რაც 2200 ლარს აღემატება და აქედანაც გასაგებია, რატომ მიდიან ქართველი ფეხბურთელები აზერბაიჯანში.

ბაჩანას "ინტერთან" კონტრაქტი დაუმთავრდა, მაგრამ მისი გახანგრძლივება გადაწყვიტა:

"მაისის ბოლოს "ინტერმა" ახალი ხელშეკრულება შემომთავაზა და გუნდში კიდევ ერთი წლით დავრჩი. ასე გადავწყვიტე არა მხოლოდ მე, არამედ "ინტერში" მოთამაშე ყველა ქართველმა.

კახას მომავალ სეზონამდე გუნდის გაძლიერება სურს, ჩემპიონობისთვის რომ ვიბრძოლოთ, ევროპის ლიგაზე ვითამაშებთ და ასეთ კლუბში დარჩენა გვიღირს".

ბაჩანა სეზონით კმაყოფილია:

"მამაჩემი მკაცრია, განსაკუთრებით, ჩემ მიმართ და ამდენმა ვარჯიშმა თავისი შედეგი გამოიღო. თამაში უცებ წამივიდა და მიხარია, წელს ბევრი გადამწყვეტი გოლი რომ გავიტანე.

განსაკუთრებით, ბოლო ტურში "ბაკისთან" გატანილმა გამახარა. როდესაც "სიმურგში" იჯარით გამიშვეს, მაშინ მიხვდნენ, რომ თამაში შემეძლო და კახამ ტყუილად არ ამიყვანა. მე კიდევ სულ იმაზე ვფიქრობ, კახა არ შევარცხვინო და სალაპარაკო არავის მივცე.

ნელ-ნელა მტრულად განწყობილმა ჟურნალისტებმაც დამაფასეს. ამიტომ დეკემბერში თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო.

თუმცა იმ თავდამსხმელს რა ვუთხარი, სეზონში 7 გოლი რომ დააკმაყოფილებს. ჯერ ბევრი არაფერი გამიკეთებია და დიდი სურვილი მაქვს, მომდევნო სეზონი გაცილებით მაღალ დონეზე ჩავატარო და მეტი გავიტანო".

ცხადაძე ამბობს, რომ "ინტერს" მაღალი ადგილის დაკავებაც შეეძლო:

"სხვადასხვა ვითარების გათვალისწინებით, წელს ჩვენთვის მესამე ადგილიც დიდი მიღწევა იყო. სხვები ტრანსფერებზე მილიონებს ხარჯავდნენ, "ინტერი" კი თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა და ყველაზე მწირებიუჯეტიანი კლუბი იყო. თუმცა, რომ არა უიღბლობა, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა".

ახალი სეზონიდან "ინტერში" გიორგი ადამია ითამაშებს. ეს ამბავი ბაჩანას ახარებს:

"გიორგი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომლის აყვანაც აზერბაიჯანის ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა ლიდერ გუნდს სურდა, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმან, რომ "ინტერში" ბევრი ქართველი ვართ.

მიმაჩნია, რომ ადამიას დამატებით, ჩემპიონობისა და თასის მოსაპოვებლად ბრძოლას შევძლებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა