"ბრაგას" მარჯვენა მცველ მიგელ ლოპეშს ჯერ კიდევ თვეების წინ 26 მაისისთვის დაგეგმილი ქორწილის რამდენიმე კვირით გადადება მოუწევს
პორტუგალიის ნაკრების 25 წლის მარჯვენა ნახევარმცველი ლუიშ ნანი აცხადებს, რომ მასა და მის თანაგუნდელებს არ ეშინიათ გერმანიასთან თამაშის.

"გერმანიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და მას ამის გამო უნდა ვაფასებდეთ კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათაც ანალოგიური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ჩვენდამი.

პორტუგალია ვერ მისცემს უფლებას თავის თავს, რომ მეტოქეს ამოცანა გაუადვილოს და უფლება მისცეს, საკუთარი ფეხბურთი ითამაშოს. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სტილი მოვახვიოთ თავს. ოდნავი შიში და ისინი ამას აუცილებლად იგრძნობენ და დაგვსჯიან," - აცხადებს "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი.

აქვე მოგაწვდით კიდევ ერთ ინფორმაციას პორტუგალიელთა ბანაკიდან: "ბრაგას" 25 წლის მარჯვენა მცველ მიგელ ლოპეშს ჯერ კიდევ თვეების წინ 26 მაისისთვის დაგეგმილი ქორწილის რამდენიმე კვირით გადადება მოუწევს.

მიზეზი მარტივია: ფეხბურთელს არ ეგონა, თუკი პაულუ ბენტუ ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანდა.

მას ხომ აქამდე ეროვნულ გუნდში არასოდეს ეთამაშა. მსგავსი ისტორია გვახსენდება 1996 წლის ევროპის ჩემპიონატიდანაც.

გულშემატკივარს ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველი ვლადიმირ შმიცერი ალბათ ეცოდინება. ფეხბურთელი ვერ წარმოიდგენდა, თუკი მისი გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალში გავიდოდა და ჯვრისწერა და ქორწილი ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა დანიშნული. ჩეხები ამ დღისთვის ჯერ კიდევ დაკავებულები იყვნენ.

ფეხბურთელი ლონდონიდან პრაღაში გადაფრინდა, ჯვარი დაიწერა და იმავე საღამოს ნაკრებს დაუბრუნდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დუშან უჰრინის გუნდი ჯგუფური ეტაპიდან სწორედ შმიცერის გოლით გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად