მართალია, სერია A-ს 2011/2012 წლების გათამაშება უკვე დასრულდა, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება
მართალია, სერია A-ს 2011/2012 წლების გათამაშება უკვე დასრულდა, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ გრძელდება, რადგან წინ იტალიის თასის ფინალი გველოდება.

დიახ, კვირას "სტადიო ოლიმპიკოზე" ძალიან საინტერესო მატჩი შედგება, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ "ნაპოლი" და "იუვენტუსი" წარსდგებიან. აღნიშნული გუნდების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა და მით უმეტეს, როდესაც ტიტულის ბედი წყდება.

ამ მატჩს ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირებადაც მიიჩნევენ და შესაბამისად, დუღილის ტემპერატურა ყოველთვის მაქსიმუმს აღწევს. გუნდები სხვადასხვა განწყობით ეგეგებიან ამ მნიშვნელოვან პაექრობას და მოდით, ორივე ბანაკში შევიხედოთ...

ნაპოლი

მართალია, ‘ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა და ამის გამო, სეზონი წარმატებულად ჩაითვალა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩენა ნეაპოლში ძალიან განიცადეს.

შესაბამისად, ხასიათის გამოსაკეთებლად თასის მოგებაა საჭირო და სამხრეთელები მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ. სწორედ ამაზე ისაუბრა "კორიერე დელო სპორტთან" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ:

"სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩია, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ. "ნაპოლის" გულშემატკივრები იმსახურებენ ტიტულს და იმედია, მიიღებენ კიდეც.

თითოეულმა ფეხბურთელემა კარგად უნდა გაიაზროს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი მატჩი გველის წინ და თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ თასის მოგებას. ეს ტროფეი სტიმულს მოგვცემს, რომ აღებული გეზი გავაგრძელოთ და სამომავლოდ, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ".

მაცარის ბოლო ფრაზამ ჟურნალისტთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგან "ნაპოლის" თავკაცი მომავალზე საუბრობს.

როგორც ჩანს, ვალტერი ნეაპოლში დარჩენაზე ფიქრობს და ამ საკითხს თასის მოგება უდავოდ შეუწყობს ხელს. იგივე შეიძლება ითქვას ესეკილ ლავეცისა და ედინსონ კავანიზე, რომლებიც არჩევანი წინაშე არიან - ერთი მხრივ ნეაპოლი, ქალაქი, სადაც მათ აღმერთებენ და მეორე მხრივ, ევროპული ფეხბურთის გრანდები ზღაპრული დაპირებებით.

ამ მიმართულებით, გარკვეული სიახლეებიც გვაქვს - ლავეცის "ინტერის" მესვეურები შეხვდნენ და მოლაპარაკებებიც წამოიწყეს, თუმცა დეტალები ჯერჯერიბით არ ხმაურდება; რაც შეეხება კავანის, მას კლუბის მესვეურებთან ურთიერთობა დაეძაბა, რადგან ედინსონს ურუგვაის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე სურს გამგზავრება, აურელიო დე ლაურენტისი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

რადგან ოლიმპიური თამაშები ფიფას და უეფას ეგიდით არ ტარდება, კლუბს თავისუფლად შეუძლია მოთამაშე ეროვნულ გუნდში არ გაუშვას. კავანი იმუქრება, რომ თუ ლონდონში არ გაუშვებენ, ერთ ამბავს ატეხს და ნეაპოლიდან აბარგებაზეც დაფიქრდება.

ყოველივე ზემოთთქმული ნამდვილად არ უწყობს ხელს ნეაპოლელთა საბრძოლო შემართებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იმ ორი საათის განმავლობაში ფეხბურთელები ყველა წყენას დაივიწყებენ და მოედანზე თავს დადებენ - სამხრეთელებს რომ დიდი მატჩების მოგება შეუძლიათ, ეს ცნობილი ამბავია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

იუვენტუსი

შეიძლება გვითხრათ, რომ "იუვენტუსმა" სკუდეტო უკვე მოიგო და თასის ფინალში თავს აღარ მოიკლავს, მაგრამ არა გვგონია ასე მარტივად იყოს საქმე - ჯერ ერთი, "ნაპოლი"-"იუვე" ურინციპულესი, ისტორიული ჯახია და აქ დანდობა არ არსებობს; მეორე, ანტონიო კონტემ სრულიად ახალი "იუვე" შექმნა, ახალგაზრდული ენერგიის და ტიტულებს მოწყურებული, რომელმაც სეზონში არც ერთი თამაში არ წაააგო; მესამე, მოგებულმა სკუდეტომ წესით ფრთები უნდა შეასხათ ტურინელებს, ასეთ დროს კი გუნდი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით თამაშობს და არა პირიქით... მოკლედ, "იუვე" იოლად არაფერს დათმობს.

"მაქსიმალურად შევეცადე, რომ ეიფორიული განწყობიდან მალევე გამოვსულიყავით, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის.

სერია A-ში არც ერთი მატჩი არ წაგვიგია და შესანიშნავი იქნება თუ სეზონს დუბლით დავასრულებთ. იქნება თუ არა დელ პიერო სასტარტო შემადგენლობაში? - ეს ჯერ არ ვიცი და შესაბამისად, პასუხის გაცემა გამიჭირდება.

საერთოდ, ძირითად თერთმეტეულს თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვასახელებ და ამჯერადაც ასე მოვიქცევი. სასტარტოში ისინი იქნებიან, ვინც კონკრეტული მომენტისთვის უკეთეს კონდიციაშია".

ცალკე სალაპარაკო თემაა ალესანდრო დელ პიერო, ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელ მატჩს გამართავს ტურინული გრანდის შემადგენლობაში და ამით, ერთი დიდი ეპოქაც დასრულდება. ბუნებრივია, პიემონტელებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი მოტივაციაა, რადგან არავის სურს, დელ პიეროს ბოლო ტურინული პაექრობა მარცხით დასრულდეს.

თავად ალესანდრო სიმშვიდეს ინარჩუნებს და როგორც სჩვევია, საკუთარი თავი მეორე პლანზე გადაჰყავს:

"წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველი, რომელშიც ტროფეის ბედი წყდება - სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის, ბოლო შეხვედრას მართავს დელ პიერო თუ პირველს... სიმართლე გითხრათ, ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ და უშუალოდ მატჩზე ვარ კონცენტრირებული".

დელ პიერო ნამდვილი პროფესიონალია და გვჯერა, რომ მართლაც მხოლოდ მატჩზეა კონცენტრირებული; აი, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კი ალბათ ემოციები ერთიანად მოეძალება - სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან პინტურიკიოს ვეღარ ვიხილავთ "იუვენტუსის" მაისურით... საზარელი რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა