"მანჩესტერ სიტის" ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ისე გაფიცხებულა დასაბმელი გამხდარა ...
"მანჩესტერ სიტის" ტოგოელი თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი ისე გაფიცხებულა დასაბმელი გამხდარა - მწვრთნელთან რობერტო მანჩინისთან მოსვლია დიდი კონფლიქტი. ადებაიორს თანაგუნდელები აწყნარებდნენ, მიზეზი კი ის გახლდათ, რომ იტალიელმა თავკაცმა სახალხოდ გამოუცხადა, სიმულანტი ხარ, ტრავმა მოიგონეო.

როდესაც კვირაში 170 ათასი ფუნტს გიხდიან, ასეთი ბრალდება, რასაკვირველია, ორმაგად მძაფრი ხდება და ადებაიორის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არ დაიბნა, იქვე, ისტლენდელთა საწვრთნელ ბაზაზე მდებარე სამედიცინო ცენტრში შევარდა და ნატკენი ფეხი გააშუქებინა. შეგახსენებთ, რომ ტოგოელს აგვისტოში "სანდერლენდთან" 1:0 მარცხის შემდეგ აღარ უთამაშია. "სიტის" მავანმა თანამშრომელმა, რომელიც ამას, ყველაფერს ესწრებოდა, ინგლისურ ტაბლოიდებს განუცხადა:

"მათ შორის დიდი კონფლიქტი მოხდა. არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც მწვრთნელს საკუთარ ფეხბურთელში ეჭვი ეპარება და მას სიმულანტობას აბრალებს. ადებაიორმა შეიძლება კარგად ვერ ითამაშოს, მაგრამ ის ნამდვილი პროფესიონალია და მისთვის ასეთი რამის დაბრალება არ შეიძლება. ეს უსამართლობაა და ამიტომაც გადაირია ემანუელი"

აღსანიშნავია, რომ ადებაიორს მანჩინისთან პირველად ახლა როდი მოუვიდა შეხლა-შემოხლა. ის ლონდონში, "უაით ჰართ ლეინზეც" გასაჩერებელი გახდა, თორემ მწვრთნელზე ფიხიკურად აპირებდა თავდასხმას. თუ გახსოვთ, როდესაც სატრანსფერო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა თავდამსხმელმა დაიქადნა, რომ კლუბიდან წავიდოდა, მაგრამ ისტლენდელებმა არ გაყიდეს. ამის შემდეგ მან რამდენიმე საჯარო განცხადებაც გააკეთა. კერძოდ, ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც მანჩინის საწვრთნელ მეთოდებსაც ვერ ეგუება.

ამასწინათ, მანჩინიმ განაცხადა, რომ ამიერიდან ადებაიორზე წინ იგი ჟოს დააყენება – მოგეხსენებათ, ჟომ ევროპის ლიგაში "ზალცბურგს" გაუტანა გოლი. რასაკვირველია მწვრთნელსა და ტოგოელ ფორვარდს შორის არც ამ განცხადებად დაათბო ურთიერთობა.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"