ვოლფგანგ შტარკი: კობიაშვილმა კისერში მუშტი ჩამარტყა და რომ არა მოაჯირი, კიბეზე დავგორდებოდი!

დიუსელდორფის "ფორტუნას" და ბერლინის "ჰერტას" დავა წესით 18 მაისს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ გერმანიის საფეხბურთო კავშირის სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო - განხილვა და მოწმეების მოსმენა შუადღისას დაიწყო და საღამომდე გასტანა, რის შემდეგაც მოსამართლე ჰანს ლორენცმა განაცხადა, მიუხედავად ცაიტნოტისა, გადაწყვეტილებას დღეს ვეღარ მივიღებთო.

ამრიგად, ორშაბათს გაირკვევა, რა ბედი ელით "ფორტუნას" და "ჰერტას". სულ სამი ვარიანტია: 1. დიუსელდორფში დაფიქსირებული შედეგი (2:2) ჩაითვლება და "ჰერტა" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდება, ხოლო "ფორტუნა" კი ელიტაში აღზევდება; 2. დაინიშნება გადათამაშება ნეიტრალურ სტადიონზე და მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება; 3. "ჰერტას" ჩაეთვლება მოგება, რაც ყველა ექსპერტის თქმით, თითქმის გამორიცხულია.

თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ლევან კობიაშვილის ბედი გვაღელვებს. გუშინდელ განხილვაზე ლევანი არ იყო გამოძახებული, მაგრამ მასზე ბევრი ისაუბრეს - სამწუხაროდ, კობიზე კარგი არაფერი უთქვამთ.

მატჩის არბიტრმა ვოლფგანგ შტარკმა სასამართლოს წინაშე კობის ოფიციალურად დასდო ბრალი მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევანს 6 კვირიდან 2 წლამდე

დისკვალიფიკაციისა და სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდის საფრთხე ემუქრება.

"მსაჯების გასახდელისკენ მიმავალს, "ჰერტას" ფეხბურთელები მომსდევდნენ. ისინი სასტიკად მლანძღავდნენ და ისეთი სიტყვებით მაგინებდნენ, გამეორება მიჭირს.

სწორედ ამ დროს, ლევან კობიაშვილმა მუშტი მომიქნია. გვერდზე გავიწიე, მაგრამ მისი მუშტი კისერში მომხვდა. რომ არა მოაჯირი, ამ დარტყმისგან კიბეზე დავგორდებოდი. ეს იყო დაახლოებით 6-მეტრიანი კიბე," - თქვა 42 წლის ფიფას არბიტრმა. დარტყმისგან მას კისრის არეში სისხლჩაქცევა გაუჩნდა და დახმარენა "ფორტუნას" ექიმებმა აღმოუჩინეს.

შტარკი: "ჩემზე ფაქტობრივად ნადირობა იყო გამოცხადებული. კრისტიან ლელიც ხელით შემეხო - მკლავი დამიჭირა და ბინძური ღორი მიწოდა.

იქვე იყო ანდრე მიატოვიჩიც, რომელიც ღრიალებდა და ონანისტს მიწოდებდა. მსაჯებმა გასახდელში ძლივს შევაღწიეთ და კარი დავკეტეთ.

ბერლინელ ფეხბურთელებს კარის შემომტვრევა სურდათ და ჩვენ კარს მაგრად ვიჭერდით. მივხვდი, რომ კართან მიატოვიჩი და "ჰერტას" მეკარე კრაფტი იყვნენ.

ისინი ღრიალებდნენ, კარს ხელ-ფეხს ურტყამდნენ და ყვიროდნენ, "შტარკ, შე უკანალის ხვრელოო!" ძალიან შემეშინდა, ცრემლები წამომივიდა და შეურაცხყოფილი ტუჩებს ვიკვნეტდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასეთი რამ შემემთხვეოდა."

შტარკის ასისტენტი, მიკე პიკელი: "ჰერტას" ფეხბურთელები გადარეულები იყვნენ. მე დავინახე, როგორ დაარტყა კობიაშვილმა შტარკს, ლელმა კი ხელი ისე წაავლო, რომ ვოლფგანგმა თავი ძლივს დააღწია.

ამ დროს, ბერლინელები სასტიკი სიტყვებით ილანძღებოდნენ. მიატოვიჩმა შეურაცხყოფა კიბესთან მოგვაყენა, მერე გასახდელთან კიდევ რამდენიმე ბერლინელი დაგვხვდა - ყველანი გვიტევდნენ. მათ გასახდელში შემოჭრა სურდათ, ჩვენ კი კარს ვიჭერდით."

როგორც ხვდებით, შტარკის ახსნა-განმარტებამ ლევან კობიაშვილი ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო. მსაჯზე ხელის აღმართვა მას ალბათ ძვირად დაუჯდება. თუმცა კობი "თავისი სიმართლის" (ეს ლევანის სიტყვებია) დამტკიცებას ეცდება. მის სასარგებლოდ ამ შემთხვევაში მხოლოდ ის მეტყველებს, რომ არცერთ ფოტოზე და არცერთ ვიდეო-ჩანაწერში არ ჩანს, როგორ აყენებს კობი შტარკს ფიზიკურ ან თუნდაც მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ფაქტია ისიც, რომ იმ ადგილზე, სადაც შტარკის თქმით მას ლევანმა დაარტყა, ვიდეო-კამერები დამონტაჟებული არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
საინტერესოა. კობიაშვილი ასეთ საქციელში შემჩნეული მგონი არ ყოფილა მანამდე. რამ გადარია?! მიჭირს დაჯერება.
waska
თვითონ კობიაშვილს რატომ არ უკავშირდებით? ჰერტას საიტზე კობის საერთოდ არ ახსენებენ.
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა