საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ბაადურ ჯობავამ 18 მაისს ჩემპიონატის მე-6 ტურში მეხუთე გამარჯვება მიითვალა
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა ბაადურ ჯობავამ 18 მაისს მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში მეხუთე გამარჯვება მიითვალა - ამჯერად შავი ფიგურებით გიგა ყუფარაძე დაამარცხა.

რეიტინგფავორიტს არც ლუკა პაიჭაძე ჩამორჩა - ახალგაზდა საერთაშორისო ოსტატმა საქართველოს ნაკრების წევრ ლევან ფანცულაიას აჯობა, თანაც შავებით. ლიდერი მას მხოლოდ ნახევარი ქულით უსწრებს.

დავით არუთინიანმა ტრადიციას არ უღალატა და ირაკლი ბერაძეს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთამხმდნენ ზურაბ ჯავახაძე და მერაბ გაგუნაშვილი. საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ შავი ფიგურებით ივერი ჭიღლაძეს გააჩერებინა საათი. კონსტანტინე შანავამ დავით ლომსაძეს სძლია. ასე რომ, შავებმა გუშინ ექვსიდან 5 ქულას მოუყარეს თავი.

ექვსი ტურის შემდეგ: ჯობავა-5.5, პაიჭაძე-5, ზარქუა, გაგუნაშვილი-4-4, შანავა, ჯავახაძე-3.5-3.5, არუთინიანი-3, ყუფარაძე, ბერაძე, ლომსაძე-2-2, ფანცულაია-1.5, ჭიღლაძე-0 ქულა. მოჭადრაკეები დღეს დაისვენებენ, ხვალ კი მე-7 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...