მოსკოვში 18 მაისს დაწყებულ ევროპის პირველობაში წარმატებით ჩაებნენ ქართველი სამბისტები
მოსკოვში 18 მაისს დაწყებულ ევროპის პირველობაში წარმატებით ჩაებნენ ქართველი სამბისტები და პირველივე დღეს ვერცხლის ორი მედალი მოიპოვეს - ქუთაისელმა გენადი ჩირგაძემ (52) და თბილისელმა ლევან ნახუცრიშვილმა (68).

ჩირგაძე პირველად ჭიდაობდა ამ რანგის ტურნირზე და დებიუტი ვერცხლისფრად შეფერა. ფინალში მისი მეტოქე რუსი ალბერტ მონგუში იყო, რომლის წინააღმდეგობაც ჩვენებურმა, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ვეღარ დასძლია.

ფინალში ძლიერი მეტოქე შეხვდა ნახუცრიშვილსაც - ბელარუსი ალექსანდრ კოკშა და ჩემპიონობას ვერც ამ წონაში შევწვდით. გუშინ კიდევ ორმა ჩვენებურმა იასპარეზა - დავით კარბელაშვილმა (90) და ნინო ოძელაშვილმა (72), მაგრამ ისინი უმედლოდ დარჩნენ. საინტერესოა, რომ 90-ში ფინალში დამარცხდა ბელარუსი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, წლევანდელი ევროპის პრველობის ბრინჯაოს მედალოსანი ანდრეი კაზუსიონაკი - მასპინძელ არსენ ხანჯიანთან წააგო.

საერთოდაც გუშინდელმა დღემ, მოლოდინისამებრ, მასპინძელთა დიდი უპირატესობით ჩაიარა - ქალებში თუ მამაკაცების ჩვეულებრივსა და საბრძოლო სამბოში ექვსი ოქრო მოიპოვეს. რუსების გარდა, გუშინ ოქროს მედლებს უკრაინა (2) და ბელარუსიც (1) დაეუფლნენ.

19 მაისს მოსკოვში ვაჟთაგან 57, 74 და 100-ის, ქალთაგან კი 52, 64 და 80-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ. ანუ ჩვენგან საჭიდაოდ უშანგი კუზანაშვილი (52), ბექა ბერულავა (74), მირიან პავლიაშვილი (100), შორენა შარაძე (64) და ირინა ლეონიძე (80) იასპარეზებენ.

"ვერცხლის დებიუტი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა