საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ახალ ტურნირს - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ქვეყნის თასის გათამაშებას ჩაუყარა საფუძველი
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ახალ ტურნირს - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის ქვეყნის თასის გათამაშებას ჩაუყარა საფუძველი.

ესაა გუნდური შეჯიბრება, რომელიც ქვეყნის რეგიონებს შორის ტარდება. ცალკეულ გუნდში წონითი კატეგორიები აბსოლუტურად შეესაბამება პირადი პირველობის დაყოფას ანუ ყოველ მათგანში 10-10 წონაა.

პირველ ტურნირს ამ დღეებში ამბროლაურის ახალგახსნილმა სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა და მაღალ დონეზეც ჩატარდა.

შეჯიბრებაში 12 გუნდი გამოდიოდა ორ ჯგუფად. გამარჯვებულები ფინალში, მეორეადგილოსნები კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებდნენ პაექრობას.

წესით, გუნდურ ტურნირებში ერთი ბრინჯაოს მედალი თამაშდება, მაგრამ რაკი შეჯიბრება პირველად ტარდებოდა, თანაც რეგიონების სპორტსმენები გამოდიოდნენ, ამჯერად ორგანიზატორებმა სტიმულის მისაცემად ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტის გათამაშება გადაწყვიტეს.

საქართველოს თასისთვის ფინალში ბრძოლის უფლება თბილისისა და იმერეთის გუნდებმა მოიპოვეს, თასი კი დედაქალაქელებმა დაისაკუთრეს - იმერლებს 8:2 მოუგეს. ბრინჯაოსთვის რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთისა და ქვემო ქართლის გუნდები იბრძოდნენ.

ერთი შეხედვით, ამ წყვილის ფავორიტი ქართლელები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ჯაბანნი არც რაჭველები გამოდგნენ, სადაც ბოლო ხანებში თავისუფალი ჭიდაობა აშკარად აღმავლობას განიცდის, მათ წარმომადგენლები კი უკვე სერიოზულ სიტყვას ამბობენ ასაკობრივ ნაკრებებში. შეხვედრა ფრედ, 5:5 დამთავრდა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით (ქულები, სუფთა მოგებები) მასპინძლებმა იმარჯვეს. ამის მიუხედავად, როგორც გითხარით, ბრინჯაოს მედლები ქვემო ქართლელებსაც გადაეცათ.

საქართველოს თასი გარდამავალია ანუ მას ყოველ წელს ახალი ჩემპიონი გადაიბარებს, თუმცა შესაძლოა, ვინც მას სამჯერ მოიპოვებს, დაუტოვონ კიდეც. ასევე ყოველწლიურად შეიცვლება ტურნირის ჩატარების ადგილი, თუმცა წლევანდელ შეჯიბრებას ამბროლაურელებმა იმდენად კარგად უმასპინძლეს, ახლავე გადაწყდა, რომ გაისადაც იქ გაიმართება.

"ქვეყნის თასი - რაჭაში" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად