საქართველოს ნაკრები წლეულს ოთხ საკმაოდ მნიშვნელოვან ტესტ მატჩებს გამართავს
საქართველოს ნაკრები წლეულს ოთხ საკმაოდ მნიშვნელოვან ტესტ მატჩებს გამართავს. ის რომ, "ბორჯღალოსნები" ივნისში აშშ-სა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან დიდი ხანია, ცნობილია.

ახლახან კი IRB-მა საქართველოს რაგბის კავშირს ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ნოემბერში ჩვენი გუნდი თბილისში იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებს უმასპინძლებს.

თამამად შიძლება ითქვას, რომ ქართველ ქომაგებს ნოემბერში რაგბის ნამდვილი ზეიმი ელოდებათ. ორივე მეტოქე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, თავისთვის დამახასიათებელი, გამორჩეული სტილით თამაშობს.

იაპონიის ნაკრები მსოფლიოს კლასიფიკაციაში 70,45 ქულით მე-14 ადგილზეა, "ბორჯღალოსნები" მას 0,29 ქულით ჩამორჩებიან. ამომავალი მზის ქვეყნის შვილებმა აქამდე გამართულ მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში იასპარეზეს.

ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მათ "ოლ ბლექსის" ლეგენდარული გარემარბი ჯონ ქირვანი თავკაცობდა, რომელმაც იაპონელთა გუნდში რამდენიმე ნატურალიზებული მორაგბე მიიწვია.

შესაბამისად, "საკურებისგან" ყველა გაცილებით უკეთეს თამაშს მოელოდა, ვიდრე მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე აჩვენა.

ლოგიკური იყო, რომ იაპონიის რაგბის კავშირმა მთავარი მწვრთნელი შეცვალა. ქირვანის ნაცვლად ახლა ამ გუნდს ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯოუნზი წვრთნის, რომელსაც დედა იაპონელი ჰყავდა. ჯოუნზი 2001-2005 წლებში ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

მისი ხელმძღვანელობით "ვოლაბებმა" 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში ფინალში გააღწიეს და იქ ინგლისის ნაკრებთან დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებმა იაპონიის ეროვნულ გუნდთან ერთხელ 2006 წლის მაისში სტუმრად ითამაშა და 7:32 წააგო.

ფიჯი მსოფლიოში შვიდკაცა რაგბის შესანიშნავი თამაშითაა ცნობილი. წყნარი ოკეანის ამ კუნძულის მცხოვრებლები მსოფლიოს სერიაში მუდმივად პირველობისთვის იბრძვიან. მართალია, მსგავსი მიღწევები ჩვეულებრივ, თხუთმეტკაცა რაგბიში არ აქვთ, მაგრამ ფიჯის ეროვნული ნაკრები ადვილად ხელწამოსაკრავი არავისთვის ყოფილა.

მსოფლიოს კლასიფიკაციაში ფიჯელები ერთი საფეხურით ჩამოგვრჩებიან, რაც ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე მათი ძალზედ ცუდი ასპარეზობის შედეგია.

ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ახალი ზელანდიის სახელმწიფომ ფიჯის დიქტქტორის სამსახურში მყოფი მორაგბეები პერსონა ნონგრატად გამოაცხადა და ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ამის გამო ფიჯის ნაკრები ახალ ზელანდიაში საგრძნობლად შესუსტებული შემდაგენლობით გაემგზავრა და ლოგიკურია, რომ ჯგუფურ ტურნირში ოთხი მატჩიდან სამი უიმედოდ წააგო.

ახლა მდგომარეობა ამ გუნდში რადიკალურად შეცვლილია. ფიჯელთა რიგებში ძირითადად, ისევე როგორც საქართველოს ნაკრებში, ლეგიონერები თამაშობენ.

"ბორჯღალოსნები" იაპონიის ნაკრებს 17 ნოემბერს ეთამაშებიან, ფიჯის ერროვნულ გუნდს კი ერთი კვირის თავზე დაუპირისპირდებიან.

იაპონია მსოფლიოს თასზე

იაპონია-საფრანგეთი 21:47

იაპონია-ახალი ზელანდია 7:83

იაპონია-ტონგა 18:31

იაპონია-კანადა 23:23

ფიჯი მსოფლიოს თასზე

ფიჯი-ნამიბია 49:25

ფიჯი-სამხრეთ აფრიკა 3:49

ფიჯი-სამოა 7:27

ფიჯი-უელსი 0:66

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...