ზე რაგბის გთამაშების მე-13 ტური B ჯგუფის მეოთხეადგილოსან "ჰარიკენზთან" A ჯგუფის ლიდერის კანბერის "ბრამბიზის" გასვლითი მატჩით გაიხნსა ველინგტონში
ზე რაგბის გთამაშების მე-13 ტური B ჯგუფის მეოთხეადგილოსან "ჰარიკენზთან" A ჯგუფის ლიდერის კანბერის "ბრამბიზის" გასვლითი მატჩით გაიხნსა ველინგტონში.

წინა მე-12 ტურში ველინგტონელებმა სტუმრად დაამარცხა დანიდინიდ "ჰაილენდერზი" და სატურნირო მდგომარეობა იდნავ გაიუმჯობესა. ქომაგებს გაუჩნდა იმედი, რომ მათი სათაყვანებელი გუნდი პლეი ოფში თამაშისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებდა.

თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. A ჯგუფის ლიდერთან თაამაშის საწყისი წუთები, მართალია, წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 20:13.

მეორე ტაიმის 51-ე წუთზე "ჰარიკენზმა" კიდევ ერთი ლელო მიითვალა და კიდევ უფრო დაწინაურდა 25:13. თუმცა ამის შემდეგ, ინიციატივა მთლიანად სტუმრებმა იგდეს ხელთ და მასპინძლებს მონაგრის გაზრდის საშუალება აღარ მისცეს, თვითონ კი სამი უპასუხო ლელო მიითვალეს და სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვეს - 37:25.

მატჩში ყველაზე შედეგიანი "ბრამბიზის" მგეზავი ზაკ ჰოლმსი იყო, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და სამი საჯარიმო გაიტანა (22 ქულა).

ამავე ჯგუფში გათამაშების შარშანდელი გამარჯვებული ბრისბენის "რედსი" შინ ჩ ჯგუფის აუტსაიდერ იოჰანესბურგის "ლაიონზს" დაუპირისპირდება. "წითლებმა" სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა ბოლო ტურებში თამაშის ხარსიხს აშკარად მოუმატეს.

გამოჯანრთელდა და წლეულს პირველად ითამაშებს ბრისბენელთა მგეზავი ქუადე კუპერი, რომელიც ჯერ კიდევ შარშან, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე ადგილისთვის მტჩში დაშავდა. მის გარეშე "რედსს" ძალიან გაუჭირდა.

მართალია, ბრისბენელები ახლა 31 ქულით მეორე ადგილზე არიან, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ პლეი ოფში მაინც ვერ გააღწიონ.

A ჯგუფის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები, "პერთის" ფორსი და "მელბურნ რებლზი" დაუპირისპირდებიან. პერთელები მასპინძლები იქნებიან და შანსი აქვთ მელბურნელებთან ჩამორჩენა შეამცირონ.

A ჯგუფი

რედსი-ლაიონზი, ფორსი-მელბურნ რებლზი

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 44 ქულა, 2. რედსი - 31, 3. ვორათაზი - 27, 4. მელბურნ რებლზი - 24, 5. ფორსი - 18.

საინტერესო იქნება B ჯგუფის მესამეადგილოსნის, დანიდნის "ჰაილენდერზის" მატჩი C ჯგუფის ლიდერთან და გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტთან, პრეტორიის "ბლუ ბულზთან". სამხრეთაფრიკელებმა ავსტრალიურ ტურნეში წარმატებით იასპარეზეს და ახლა, ახალზელანდიელების "რბევის" ჯერია.

დანიდინელებმა სეზონი შესანიშნავად დაიწყეს, მაგრამ ბოლო რამდენიმე ტურია გუნდში რაღაც მოიშალა. სავარაუდოდ, მორნი სტეინი და კომპანია "ოტაგო სთედიუმსაც" თავაწეული დატოვებს.

ამავე ჯგუფში ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" შინ ეთამაშება აუტსაიდერ ოქლენდის "ბლუზს". "ჯვაროსნებმა" განვლილ ტურში სტუმრად წააგეს ბოლო ხანს მოღონიერებულ "რედსთან" და, სავარაუდოდ, ჯავრს თანამემამულე ოქლენდელებზე იყრიან.

B ჯგუფი

ჰარიკენზი-ბრამბიზი 25:37, ჰაილენდერი-ბლუ ბულზი, კრუსეიდერზი-ბლუზი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 45 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 37, 3. ჰაილენდერზი - 35, 4. ჰარიკენზი - 35, 5. ბლუზი - 16.

ტურის ცენტრალურ მატჩად თამამად შეიძლება ვაღიაროთ C ჯგუფის მესამეადგილოსნის, კეიპთაუნის "სტორმერზის" საშინაო შეხვდრა A ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერთან, სიდნეის "ვორათაზთან".

სამხრეთაფრიკელებმა აქამდე ათი მატჩი გამართეს და მხოლოდ ერთხელ, ისიც "ბლუ ბულზთან" წააგეს. სავარაუდოდ, კეიპთაუნში მასპინძლები ისევ გაიმარჯვებენ.

ამავე ჯგუფში მესამეადგილოსანი "ნატალ შარქსი" სტუმრად ითამაშებს ბლუმფონტეინის "ჩიტაზთან". "ზვიგენებს" აუცლებლად გამარჯვება სჭირდებათ, რათა პლეი ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნონ.

C ჯგუფი

ჩიტაზი-ნატალ შარქსი, სტორმერზი-ვორათაზი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბლუ ბულზი - 46 ქულა, 2. სტორმერზი - 45, 3. ნატალ შარქსი - 36, 4. ჩიტაზი - 27, 5. ლაიონზი - 14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!