20 წლის ანა ტატიშვილმა (154) დაამტკიცა, რომ ქართველ გოგონათაგან ყველაზე პერსპექტიულია და სხვებზე მეტად ხელეწიფება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ამავე დროს უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი პირველი ჩოგანი ძალზე არასტაბილურია

20 წლის ანა ტატიშვილმა (154) დაამტკიცა, რომ ქართველ გოგონათაგან ყველაზე პერსპექტიულია და სხვებზე მეტად ხელეწიფება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ამავე დროს უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი პირველი ჩოგანი ძალზე არასტაბილურია და "უკვე მოგებული" მატჩების წაგების ენით აუწერელი "ნიჭი" აქვს. ახლახან კიდევ ერთ ასეთ ფაქტს გადავეყარეთ - ანა კანადაში, კვებეკის "ბელ ჩელენჯში" (220 ათასი დოლარი) ასპარეზობდა და წყვილთა ბადის ნახევარფინალში იყო გასული ლილია ოსტერლოსთან (აშშ) ერთად. აქამდე ანას კარიერაში WTA-ს ტურნირის ნახევარფინალში არ უთამაშია.

ნახევარფინალური მატჩი ისე წარიმართა, რომ, წესით, ანას ფინალის საგზური უნდა მოეპოვებინა. ოსტერლოსა და ტატიშვილს შვედები, იოჰანა ლარსონი და სოფია არვიდსონი ეთამაშნენ. პირველი სეტი ქართველმა და ამერიკელმა მალევე დათმეს - 1:6. მეორე გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ჯერ ანა და მისი მეწყვილე დაწინაურდნენ 4:0, მერე ანგარიში 4:3 გახდა, საბოლოოდ მაინც ტატიშვილმა და ოსტერლომ მოიგეს სეტი - 6:3. წყვილებში გადამწყვეტი სეტის ნაცვლად ტაი-ბრეიკია, რომელიც 10 მოგებამდე გრძელდება. და აი, რა მოხდა ტაი-ბრეიკში - ტატიშვილი და ოსტერლო 9:5 დაწინაურდნენ, საჭირო მხოლოდ ერთი გათამაშების მოგება იყო და მათ... ზედიზედ 4 მატჩ-პოინტი გაანიავეს, მერე კი სულაც დათმეს მატჩი - 1:6, 6:3, 9:11.

ორშაბათიდან ანა ITF-ს სარბიელზე გადაერთვება და ალბუკერკის (75 ათასი დოლარი) ჰარდის საფარზე ითამაშებს, სადაც, სავარაუდოდ, მე-4 ნომრად განთესენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა