თელავი მესამედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს ჩოგბურთში - "თელავი ოუფენი" პირველად 2007 წლის სექტემბერში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი იყო. მას შემდეგ საპრიზო ფონდის ოდენობა არ შეცვლილა, 2008 წელს კი ტურნირის გამართვა რუსული აგრესიის გამო ვერ მოხერხდა.

თელავი მესამედ მასპინძლობს საერთაშორისო ტურნირს ჩოგბურთში - "თელავი ოუფენი" პირველად 2007 წლის სექტემბერში გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი იყო. მას შემდეგ საპრიზო ფონდის ოდენობა არ შეცვლილა, 2008 წელს კი ტურნირის გამართვა რუსული აგრესიის გამო ვერ მოხერხდა.

ტურნირის დირექტორია ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლეილა მესხი, IთF-ს სუპერვაიზორი კი ვლადიმირ ერგია. ძირითადი ბადის თამაშები, წესით, დღეს უნდა დაიწყოს. თელავში არ იქნებიან ჩვენი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი (154) და არც თათია მიქაძე (281),სხვა ყველა საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი აქაა: ოქსანა კალაშნიკოვა (191) პირველ ნომრადაა განთესილი, მაკა ჩახნაშვილი (235) - მე-2 ნომრად. განთესილთა შორის იქნება სოფიო შაფათავაც (276). ძირითად ბადეში ითამაშებენ: სოფიო ქვაცაბაია (400), მანანა შაფაქიძე (472), ეკა გორგოძე (566) და ანა ჯიქია (1066). ბოლო ორს ტურნირის ორგანიზატორებმა "უაილდ ქარდი" მიანიჭეს. ქართველთა სიუხვეა საკვალიფიკაციო ბადეში. ყველაზე მაღალი რეიტინგის უცხოელი ჩოგბურთელები არიან ირინა ბურიაჩოკი (უკრაინა, 248) და მელანი კლაფნერი (ავსტრია, 253).

პირველი ტურნირის გამარჯვებული იტალიელი კორინა დენტონია (161), მან ფინალში ბერძენ ანა გერასიმუს (300) მოუგო - 6:2, 1:6, 6:0. მაშინ ქართველთაგან უკეთ სოფიო შაფათავამ ითამაშა, როცა "უაილდ ქარდით" ნახევარფინალში გააღწია. შარშანდელი ტურნირი კი უნგრელმა რეკა-ლუკა იანიმ (302) მოიგო, რომელიც თელავში წლეულსაც ითამაშებს. იანიმ ფინალში კლაფნერი დაამარცხა - 6:2, 6:4. ქართველთაგან საუკეთესო შარშან მიქაძე იყო (ნახევარფინალი), რომელმაც მეოთხედფინალში ტურნირის პირველ ჩოგან ოქსანა კალაშნიკოვას ძლია - 7:5, 6:2.

გთავაზობთ საკვალიფიკაციო ბადეში გამართული მატჩების შედეგებს:

პაულა კანია (პოლონეთი, 1) ისვენებდა

ბარბარე ერისთავი (საქართველო)-ლანა როსტიაშვილი (საქართველო) - 6:4, 6:1

ვიქტორია იემიალანავა (ბელარუსი, 2) ისვენებდა

თამარ ჩალაღანიძე (საქართველო)-თეონა ტატიშვილი (საქართველო) - 6:3, 6:4

სოფია შუშანი (უნგრეთი, 3) ისვენებდა

მარიამ ქურასბედიანი (საქართველო) ისვენებდა

კატარჟინა კავა (პოლონეთი, 4) ისვენებდა

ანი ამირაღიანი (სომხეთი)-ბაბილინა მაჩაიძე (საქართველო) - 6:0, 6:0

ანა რაპოპორტი (რუსეთი, 5) ისვენებდა

თამარ კომახიძე (საქართველო) ისვენებდა

ნათელა ძალამიძე (რუსეთი, 6) ისვენებდა

ნინო სუჯაშვილი (საქართველო)-მარიამ სხირტლაძე (საქართველო) - 6:2, 6:3

ვლადისლავა კუზმენკოვა (ბელარუსი, 7) ისვენებდა

თამარ ცხაკაია (საქართველო)-ირინა თოიძე (საქართველო) - 6:1, 6:4

კამილა აბდუკადიროვა (აზერბაიჯანი)-მარიამ თაყნიაშვილი (საქართველო) - 6:2, 6:2

ეკატერინა წიკლაური (რუსეთი)-ანი გოგვაძე (საქართველო) - 6:2, 7:6 (2)

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს