გორგაძემ კვირას იყოჩაღა, მან პირველ მაეგაშირა ვაკანოსატოს იორიკირით მოუგო..

გორგაძემ კვირას იყოჩაღა, მან პირველ მაეგაშირა ვაკანოსატოს იორიკირით მოუგო. პირველი ორთაბრძოლის შემდეგ მსაჯებმა მოგება ვერც ერთის მიაკუთვნეს, ხელმეორე დაპირისპირება კი ქართველმა იოლად მოიგო. სხვათა შორის, 34 წლის ექს-სეკივაკე ვაკანოსატო პირველი რიკიშია, ვინც უარყოფითი ბალანსი დაიბევა (0-8).

მოიგო კოკაიმაც, რომელიც ძალიან კარგ სუმოისტს, ამინიშიკის ეჭიდავებოდა. დოჰიოს კიდესთან "შავმა ზღვამ" "მატადორს" ჰიკიოტოშის ილეთი ჩაუტარა. აი, გაგამარუ კი კვლავ დამარცხდა, მან უკვე მთლიანად გაფლანგა სტარტზე მოპოვებული უპირატესობა. ორცენტნერიან თეიმურაზ ჯუღელს "პატარა ტანკი" ტაკეკაძე გაუმკლავდა.

კვირას, როგორც იქნა, მე-11 მაეგაშირა იოშიკაძემაც წააგო. ამით დაუმარცხებელთა რიცხვი ორამდე შემცირდა - 8-8 მოგება აქვთ დიდ ჩემპიონ ჰაკუჰოსა და ჩემპიონ კოტოოშუს. ჰაკუჰომ მონღოლური სუმოს ერთ-ერთ პიონერ კიოკუტენჰოს აჯობა, ხოლო ბულგარელმა გოლიათმა ოს არანს ღონით მოუგო.

ტოჩინოშინს 5-3 ბალანსი აქვს, მისი მომდევნო მეტოქე სუმოს იერარქიაში ნახევარი საფეხურით დაბლა მდგომი კოტოშოგიკუა (5-3). ყოფილ სეკივაკესთან ურთიერთდაპირისპირებაში ლევანს უარყოფითი ბალანსი აქვს - 2:5. "შავი ზღვა" 6-2 ბალანსით იწონებს თავს და დღეს მონღოლ ჰაკუბას (5-3) ხვდება. ამათ ურთიერთდაპირისპირებაში 1:1-ია. გაგამარუ 4-4 ბალანსით სახიფათო ზღვარზეა, დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მან როგორმე 4 უნდა მოიგოს, თორემ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდება. ქართველის მორიგი მეტოქე კორეელი კასუგაოა (3-5), რომელსაც კარიერაში პირველად ეჭიდავება.

სუმოს სამყარო. აკი ბაშო (ტოკიო). 12-26 სექტემბერი

VIII დღე: ჰაკუჰო-კიოკუტენჰო (სუკუინაგე), კაიო-ტოკუსეგავა (იორიკირი), კოტოშოგიკუ-ჰარუმაფუჯი (კოტენაგე), კოტოოშუ-არანი (იორიკირი) , ბარუტო-ტოჩიოძანი (ოშიდაში), კაკურიუ-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ჰომაშო-კისენოსატო (ჰატაკიკომი), ტოჩინოშინი-ვაკანოსატო (იორიკირი), კოკაი-ამინიშიკი (ჰიკიოტოში), ჰაკუბა-კიტატაიკი (იორიტაოში), ტოსაიუტაკა-ტაკამისაკარი (უვატენაგე), ასასეკირიუ-ბუშუიამა (იორიკირი), ჰოკუტორიკი-მოკონამი (ჰატაკიკომი), კიმურაიამა-იოშიკაძე (ცუკიოტოში), შიმოტორი-კასუგაო (ცუკიოტოში), ტოიოძაკურა-კოტოკასუგა (ოკურიდაში), ტაკეკაძე-გაგამარუ (ცუკიოტოში), კორიუ-ტოსანოუმი (ჰატაკიკომი), ტამავაში-სოკოკურაი (ოშიდაში), კიოკუნანკაი-ტოჩინონადა (უვატეჰინერი), ტოიონოშიმა-კაკიძოე.

სატურნირო მდგომარეობა

8-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი)

7-1: ბარუტო (ოძეკი), იოშიკაძე (მაეგაშირა 11)

6-2: ტოჩიოძანი (სეკივაკე), კოკაი (მ 8), კიმურაიამა (მ 9), ტაკეკაძე (მ 12)... 5-3: ტოჩინოშინი (მ 2), 4-4: გაგამარუ (მ 15).

IX დღე: ჰაკუჰო-ტოკუსეგავა, ჰარუმაფუჯი-ტოჩიოძანი, კოტოოშუ-ამინიშიკი, ბარუტო-კაიო, არანი-ვაკანოსატო, კისენოსატო-ტოკიტენკუ, კაკურიუ-ჰომაშო, ტოჩინოშინი-კოტოშოგიკუ, კიოკუტენჰო-მოკონამი, ტაკამისაკარი-ბუშუიამა, ჰაკუბა-კოკაი, ასასეკირიუ-კიმურაიამ, კიტატაიკი-იოშიკაძე, ტოსაიუტაკა-კორიუ, სოკოკურაი-ჰოკუტორიკი, შიმოტორი-ტოჩინონადა, კოტოკასუგა-კიოკუნანკაი, ტაკეკაძე-კაკიძოე, კასუგაო-გაგამარუ, ტამავაში-მიაბიამა, ტოსანოუმი-ტოიოძაკურა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე