შოტლანდიის პრემიერლიგაში ხუთი ტურის შემდეგ გლაზგოს გუნდები ხუთი გამარჯვებით მიდიან...
კენი მილერის მიერ "დანდის" კარში გატანილმა ორმა გოლმა რამდენიმე დღით ადრე "მანჩესტერ იუნატედთან" ჩემპიონთა ლიგაში ნაბრძოლი "რეინჯერსი" სქოთთა პრემიერლიგაში სამი ქულით წასწია წინ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უოლტერ სმიტმა "დანდის" წინააღმდეგ სრულიად განსხვავებული ტაქტიკა აირჩია, რადგან იმ ტაქტიკით, რომელიც მან თავის უფროს მეგობარს სერ ალექს ფერგიუსონს დაუპირისპირა გოლის გატა შეუძლებელია. თუმცა, არა... ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. აი, მაგალითად, "დანდის" ირლანდიელმა მარჯვენა მცველმა, 27 წლის შონ დილონმა მე-9 წუთზე ბურთი საკუთარ კარში შეაგდო და "რეინჯერსი" დააწინაურა. ამის შემდეგ იყო ერთსაათიანი პაუზა (სუფთა საფეხბურთო დროს ვგიულისხმობთ) და მილერმა, რომელსაც ყოველ შეხვედრაში გოლი გააქვს ამ დღესაც თქვა თავისი სიტყვა – როგორც შემდეგ გაირკვა პირველი. შემდეგ, 24 წლის სტივენ ნეისმითმა თავური გაჰკრა ჩამოწოდებულ ბურთს და მესამე შეაგდო, ბოლოს კი კვლავ მილერმა დასვა წერტილი.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ სმიტმა ამ დღეებში გამოაცხადა, 23 წლის ალჟირელი მარცხენაფლანგელის სალიმ კერკარის დამატება მინდაო. კერკარი ფრანგულ "გინიონში" თამაშობდა და ახლა თავისუფალი აგენტია.

მარკო პაიშაო "ჰემილტონის" 25 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელია, რომელმაც სტუმრად, ედინბურგში "ჰიბერნიანს" გოლი გაუტანა და მე-9 წუთზე მოპოვებული უპირატესობა გაუქვითა. ცნობისათვის: ასე პაიშაომ თავს დაბადების დღის საჩუქარი უძღვნა - მეოთხედი საუკუნე აღსანიშნავი თარიღია რაც არ უნდა იყოს. და ყველაზე სასეიორო ის გახლდათ, რომ "ჰიბსმა" ანგარიში სწორედ იუბილარის შეცდომის წყალობით გახსნა. დიახ, ეს პაიშაომ გადააწოდა უკან პასი, რომელიც 27 წლის ფორვარდს დერეკ რიორდანს მიუვიდა და გოლიც გაიტანა.

"ჰართსმა" "ინვერნესთან" შეხვედრაში თავიდან გაუშვა, მაგრამ მერე მდგომარეობაც გამოასწორა და წინაც გავიდა - 3:1. "ჰართსის" მესამე გოლი კალუმ ელიოტმა გაიტანა, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია.

"სენტ ჯონსტონმა" "სენტ მირენთან" გამარჯვებით ბოლო ადგილს დააღწია თავი.

კვირას კი თავისი სამი ქულა მოიპოვა "სელტიკმაც". "რეინჯერსის" მთავარი კონკურენტიც, ამ ტურის მოდის შესაბამისად თავიდან ჩამორჩა "კილმარნოკს", შემდეგ კი დაეწია და გაუსწრო.

ჰიბერნიანი-ჰემილტონი 1:1

ინვერნესი-ჰართსი 1:3

მოზერუელი-აბერდინი 1:1

რეინჯერსი-დანდი 4:0

სენტ ჯონსტონი-სენტ მირენი 2:1

კილმარნოკი-სელტიკი 1:2

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა