20 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა
20 მაისს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ლიდერებმა რუსთავის "მეტალურგმა" და "ზესტაფონმა" თავიანთი მატჩები მოიგეს.

რუსთაველებმა გასვლით შეხვედრაში ფოთის "კოლხეთი" 2:0 დაამარცხეს, ხოლო "ზესტაფონმა" საკუთარ კედლებში მარტვილის "მერანი" მიიღო და 3:0 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ჰეთ თრიქი შოთა გრიგალაშვილმა შეასრულა.

გახდა რუსთავის მეტალურგი ჩემპიონი თუ დიდი სკანდალის დასაწყისს უნდა ველოდოთ? ამაზე პასუხს სულ მალე მივიღებთ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის "მეტალურგსა" და "ზესტაფონს" ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ. სფფ-ის პლეი ოფის ცხრილის მიხედვით, ჩემპიონად "მეტალურგი" უნდა გამოცხადდეს.

ამის საპირისპირო აზრი აქვს "ზესტაფონის" პრეზიდენტს ილია კოკაიას, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ამ ორი გუნდის თანაბარი ქულის შემთხვევაში ჩემპიონად "ზესტაფონი" უნდა დასახელდეს.

თემასთან დაკავშირებით

ილია კოკაია: "მერანი"-"მეტალურგი" გარიგებული იყო, ბუბა ტყავაძე მოსაკვეთია!

დიდი დავიდარაბა - ვინ არის საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი და ვინ დამნაშავე?

რაც შეეხება სხვა მატჩებს, ქუთაისში "ტორპედომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.

ქულების დაკარგვა გორელებს ძვირად დაუჯდათ, რადგან თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ზუგდიდის "ბაია" ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

პლეი ოფი. ბოლო ტური

კოლხეთი-მეტალურგი 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 კვარაცხელია (12), 0:2 სიხარულიძე (18)

ზესტაფონი-მერანი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გრიგალაშვილი (33, 44, 61)

ტორპედო-დილა 3:2 (1:1)

გოლები: 1:0 გამეზარდაშვილი (10), 1:1 ხოჯავა (28), 2:1 ფანცულაია (47), 3:1 შერგელაშვილი (89), 3:1 ვაწაძე (93)

დინამო-ბაია 6:1 (4:0)

გოლები: 1:0, 4:0 გოგუა (28, 39), 2:0, 3:0 ჩისკო (32.პ, 33), 5:0 ალვარო (49), 6:0 მერებაშვილი (54), 6:1 პაჭკორია (74)

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. მეტალურგი 28 17 4 7 39-28 55

2. ზესტაფონი 28 16 7 5 52-28 55

3. ტორპედო 28 14 6 8 34-25 48

4. დინამო 28 10 10 8 47-35 40

5. დილა 28 10 7 11 38-32 37

6. კოლხეთი 28 8 8 12 25-39 32

7. ბაია 28 5 8 15 25-49 23

8. მერანი 28 6 3 19 31-56 21

ცხრილი შედგენილია gff.ge-ს მიხედვით

abesadze malxaz
ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება ”ზესტაფონის” ჩემპიონობაში, თუ ვინმე მართლა ფეხბურთს თამაშობს საქართველოში, ეს ”ზესტაფონია, რა სინდისით აპირებს ”მეტალურგი” ლიგაზე ჩვენი ქვეყნის წრმოჩენას, თავისი სამარცხვინო თამაშით.
უძლევი
დომენტი სიჭინავას ვულოცავ ქართული ფეხბურთის ცირკად გადაქცევას. ახლა ვხვდები თუ რატომ მოიყვანა ხელისუფლებამ ქართულ ფეხბურთში სამუშაოდ. აქამდე მოყვარულთა დონეზე იყო, მოხეტიალე ცირკაჩების დონეზე, ახლა პროფესიონალის ხელი დაეტყო ცირკს. Арлекино, Арлекино...
Giorgipirweli
რატო უნდა ჩატარდეს ოქროს მატჩია, არ მესმის. მაშინ სიტის და მანჩესტერსაც ეთამაშათ ოქროს მატჩი. დებულებაში გარკვევით წერია, ჩემპიონატში მოგებების რაოდენობით გაირკვევა გამარჯვებული. ჩემპიონატში ყესტაფონს ბევრად მეტი მოგება აქვს. პირდაპირ შეხვედრებში კი სამჯერ წააგო რუსთავმა ზესტაფონთან. ჩემთვის ზესტაფონია ჩამპიონი!
fexi
ჩემპიონის გამოსავლენად თანაბარი ქულების შემთხვევაში ყველგან და ყოველთვის "ოქროს მატჩი" იმართება.
gia
დვალი ხომ გახდა მომბარდირი და შეუნარჩუნდა გოლები.მაგარი უაზრობაა რა ეს რეგლამენტი.გეკუთვნის,მაგრამ არ გეკუთვნისო. სამართლიანი გამოსავალი მე მგონი ოქროს მატჩია.
vereli
ფაქტია, რომ ყველასათვის თავიდანვე ცნობილი იყო რეგლამენტის ავ-კარგიანობა, სხვანაირად ის არ დამტკიცდებოდა. სხვა ამბავია, რომ ვიღაცამ ეს დოკომენტი ყურადღებით წაიკითხა, ვიღაცამ ზერელედ და ზეპირ ახსნა-განმარტებას დასჯერდა. ვერც კოკაიას შეედავები, გინდა თუ არა რატომ თავიდან არ წაიკითხე და თუ შეცდომა აღმოაჩინე, რატომ არ ატეხე განგაში. უკვე ცხადი გახდა, რომ კოკაიამ ფედერაციის ეს იაღლიში ბოლოსთვის შემოინახა და სიტუაციი გამძაფრებისათვის პარალელურად ბუბა ტყავაძის ამბებიც შემოაგდო. ფედერაციამ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა შეცდომას და უბრალო წერილის სახით შეეცადა სიტუაციის გამოსწორება. რატომ მარტო წერილი, აქ ორი ვარიანტია: ან ის, რომ აღმასკომის შეკრება გამოიწვევდა კრიტიკას საფეხბურთო საზოგადოების მხრიდან, ან უბრალოდ, ქართულად, დაეზარათ მისი მოწვევა - ეს წერილიც საკმარისი იქნებაო. ეხლა ბრალი ფედერაციას მხოლოდ იმაში შეიძლება დასდო, რომ შეცდომა კი არ დაუშვა რეგლამენტის შედგენაში, არაამედ შეცდომა არასათანადოდ იქნა გამოსწორებული (ანუ, ხომ ფაქტია, რომ ხსენებული წერილით შეცდომა გამოსწორდა. აქედან გამომდინარე, ამ შეცდომისათვის ვიღაც ჩინოვნიკს მოხვდება თავში, ხოლო ჩემპიონად დამტკიცდება "მეტალურგი" (რეალურად, მართალია არასწორი დებულებით, მაგრამ თავიდან ყველას მიერ აღიარებულ, მათ შორის "ზესტაფონის" მხრიდან, გამარჯვებულს). იმის თქმა მინდა, რომ "ცუდი წესებიც" წესებია, თუ ამაზე "თამაშის" მონაწილეები თავიდანვე შეთახმდნენ...
NIKA
ვერ გავიგე ასეთი რა რეგლამენტია.ზესტა ურთიერთშეხვედრებშიც და ბურთების თანაფარდობითაც სჯობნის მეტალურგს,როგორ გახდა რუსთავი ჩემპიონი.ყველაფერი უცნაური ამ ქვეყანაში როგორ უნდა მოხდეს?
zura
მეტალურგი ღირსეული ჩემპიონია,დაიმსახურა რუსთავმა 1ადგილი.უეფას და ევროპული საიტების ყურებას ნუ დაუწყებთ,სფფ-ს საიტზე შედით და ნახავთ ვინ არის ჩემპიონი:))
temuri
ყველა ევროპულ საიტზე ზესტაფონია ცხრილში პირველ ადგილზე, თუ აქ მეტალურგი გახდება ჩემპიონი როცა ლიგის საკვალიფიკაციო თამაშზე წავა ზესატაფონის მაისურები მაინც ჩაიცვას თორე ისე არ ათამაშებენ :D :D :D
kz
უპს... უეფას საიტზე ჩემპიონი ზესტაფონია..ჩვენი ფედერაცია რა არ ემორჩილება უეფას
kz
ქულების დაკარგვა გორელებს ძვირად დაუჯდათ, რადგან თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ზუგდიდის "ბაია" ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა....და რატო ხარ ასე დარწმუნებული რომ მოიპოვა? გორმა თასი რომ აიღოს მაშინ ? ან მოიპოვა ან არა...
torpedo
მგონი დროა ჟურნალისტებმა ხმა ამოიღოთ ამ უმსგავსობაზე უვიცების შედგენილი რომ არის ეს რეგლამენტი ეტყობა მოიგონეს რაღაც სასწაული არ თქვატ ეხლა მცოდნეები არიანოოო ესეთი შეცდომა არ უნდა დაუშვან და ორაზროვანი რეგლამენტი არ უნდა იყოს გილოცავთ მთელ ზესტაფონს
gigi
დიდი სკანდალის დასაწყისს უფრო გავს მგონი
mtavariafexburti
ჟურნალისტი კი არაა არ ვიცი რა ხარ,დაწერე შენი აზრი გიშლის ვინმე?პროსტა სად შეგიძლიათ თქვენ ამდენი და საიდან ამდენი გამბედაობა...ფუფ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა