ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ბერგკამპის მოსაზრება: ტემპს უნდა მოვუმატოთ!

ბერგკამპის მოსაზრება: ტემპს უნდა მოვუმატოთ!

მეოთხედფინალური წყვილებიდან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ ჰოლანდია-ბრაზილიის დაპირისპირებაა. "სელესაო" ფავორიტად მოსჩანს და მთავარი კითხვაც ასე ჟღერს...

მეოთხედფინალური წყვილებიდან, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო უდავოდ ჰოლანდია-ბრაზილიის დაპირისპირებაა. "სელესაო" ფავორიტად მოსჩანს და მთავარი კითხვაც ასე ჟღერს - შესწევს ჰოლანდიას იმის ძალა, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ტოლსწორად ეპაექროს? მართალია, "ნარინჯისფრებმა" ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლიეს და მერვედფინალშიც დამაჯერებლად გაიმარჯვეს, მაგრამ მათ შანსებს ბევრი მაინც სკეპტიკურად აფასებს. თითქოს, ეს არ არის ის დიდი ჰოლანდია, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. მწვერვალების რა გითხრათ და მართლაც რომ უცნაური ჰოლანდიის ნაკრებს ვადევნებთ თვალს: პრაგმატულად მოთამაშეს და შედეგზე ორიენტირებულს. უჩვეულოა ბრაზილიის ნაკრებიც - ვერ ვიტყვით, რომ ტექნიკა აკლიათ სამხრეთამერიკელებს, იმპროვიზაცია და შესაბამისად, არასანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ბრაზილიელთა ყველაზე ძლიერ რგოლად დაცვის ხაზი და მეკარე მოსჩანს, მართლაც რომ უჩვეულო და გასაკვირია. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ძალიან საინტერესოა როგორ წარიმართება ჰოლანდია-ბრაზილიის დაპირისპირება და რა ფაქტორი ითამაშებს გადამწყვეტ როლს გამარჯვებულის გამოვლენაში.

ჰოლანდიელი ჟურნალისტები საგონებელში არიან და წერენ, რომ უბრალოდ არ იციან რა უნდა დაუპირისპიროს მათმა ნაკრებმა ბრაზილიის ყოველმხრივ დაბალანსებულ გუნდს. რა იყო ჯგუფურ ეტაპზე და მერვედფინალში ჰოლანდიის მთავარი კოზირი? - ბურთის კატაობა მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ, ოდნავ წინ, ოდნავ უკან და კლასის ხარჯზე გატანილი ერთი ან ორი ბურთი. ანალოგიური სცენარით წარიმართა სლოვაკეთთან მერვედფინალური პაექრობაც და თითქოს ეს მატჩიც ჯგუფური ეტაპის გაგრძელება იყო. ამასთან, ჰოლანდიელებს თითქოს არ ჰყოფნით ურთიერთგაგება, რაც კომბინირების საშუალებას არ იძლევა. არადა, ჰოლანდიური შეტევა ერთი შეხებით თამაშისა და კომბინაციების გარეშე მართლაც რომ წარმოუდგენელია. ამასთან, სახეზეა ტექნიკური წუნი და დაბალი ტემპი - მოკლედ, ბერტ ვან მარვიიკს ბევრი რამის შეცვლა მოუწევს, რომ მისმა გუნდმა მეოთხედფინალში ღირსეულად ითამაშოს.

ბრაზილიელებთან ბურთის დაჭერა პრაქტიკულად წარმოუდგენელი ამბავია და შესაბამისად, ჰოლანდიელებს ძირეულად მოუწევთ სტრატეგიის შეცვლა. ჟურნალისტთა მტკიცებით, ვან მარვიიკი, როგორც პრაგმატულად მოაზროვნე სპეციალისტი დაცვაზე ორიენტირებულ სტრატეგიას აირჩევს და შეგირდებს კონტრშეტევებზე ათამაშებს. აქ კი თავი უნდა იჩინოს ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთმა ძლიერმა მხარემ - გრძელი პასის კულტურამ. ანუ, დაკარგა მეტოქემ ბურთი, ერთი გრძელი გადაცემა ფორვარდის ან გარემარბის მიმართულებით და შეტევის ელვისებური სისწრაფით დაგვირგვინება. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ვარიანტია, რადგან მიმდინარე ჩემპიონატზე ჰოლანდიას ყველაზე უკეთ დაცვაში გამოსდის თამაში და თუ ამას მწვავე კონტრიერიშები დაემატება, შესაძლოა სწორედ ამაში იყოს მათი შანსი.

პასის კულტურაზე კი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი და ჰოლანდია-არგენტინის დაპირისპირება გაგვახსენდა - ფრანკ დე ბურის 60-მეტრიანი გადაცემა და დენის ბერგკამპის ბრწყინვალე გოლი. აი, დაახლოებით ასეთი ჰოლანდიაა საჭირო ბრაზილიასთან ტოლსწორად სათამაშოდ და ვნახოთ, იქნებ ვიხილოთ კიდეც. მართალია, დღეს ბერგკამპის დონის პლეიმეიქერი "ნარინჯისფრებს" არ ჰყავთ, მაგრამ სამაგიეროდ, არიენ რობენის იმედზე შეუძლია ყოფნა, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია არაფრისგან გოლი გამოჭედოს. დენის ბერგკამპი კი შემთხვევით ნამდვილად არ გვიხსენებია - მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ჰოლანდიის ნაკრების ასპარეზობასა და პერსპექტივაზე:

"ვფიქრობ, რომ ჩემპიონატის მიმდინარეობისას ამდენი კრიტიკა მხოლოდ ავნებს ჩვენს ეროვნულ გუნდს. მაინც ვერაფერს შევცვლით და უმჯობესია, უბრალოდ გავერთიანდეთ და ვუქომაგოთ. მითხარით მაშინ, რა აზრი აქვს დღეს იმაზე ლაპარაკს, რომ ვან მარვიიკის ხელში ნაკრები არც თუ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს? - ბრწყინვალედ ვიასპარეზეთ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ როდესაც მეოთხედფინალში რუსეთთან გამოვვარდით, მთელი ნაკრები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. მახსოვს, მთავარ მწვრთნელს გამოუცდელობაში დასდეს ბრალი, ფეხბურთელთა მთელი ენერგია ჯგუფურ ბატალიებს შეალია და ყველაზე საჭირო დროს გუნდი უკვე გამოფიტული ჰყავდაო. ამიტომ, უმჯობესია უბრალოდ მივადევნოთ თვალი ჩემპიონატს და ჰოლანდიის ნაკრებს ვუქომაგოთ".

ბერგკამპს შემდეგი კითხვა დაუსვეს: "აქვს კი ისეთ ჰოლანდიას შანსი ბრაზილიასთან, როგორიც ჯგუფირ ეტაპზე და მერვედფინალურ პაექრობაში ვიხილეთ?"

აქვე პასუხი: "თუ ისე ვითამაშებთ, როგორც სლოვაკეთთან, ნამდვილად არ გვაქვს შანსი, მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ დიდია ალბათობა, საუკეთესო ჰოლანდია სწორედ ბრაზილიასთან ვიხილოთ. პირველი და აუცილებელი პირობა ტემპის მომატებაა - თუ უფრო სწრაფად არ ირბინეს ფეხბურთელებმა, არაფერი გამოვა. ამასთან, მეჩვენება, რომ არასწორად ვიყენებთ ცენტრალურ ფორვარდს. მას მეტწილად უკან უწევს ჩამოსვლა და გარემარბების პასებით მომარაგება. ვფიქრობ, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება თუ ყველაფერი პირიქით მოხდება და გარემარბები მოამარაგებენ ცენტრფორვარდს ზუსტი გადაცემებით. ასეთ შემთხვევაში, რობინ ვან პერსიც გაიხსნება და გაცილებით უკეთ წარმოაჩენს თავს".

დენისს ზოგადად მუნდიალზე და ფავორიტებზე მოუხდა საუბარი: "არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია, რაც ძალიან მომწონს. მიმდინარე მუნდიალი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ საერთო დონე პრაქტიკულად გათანაბრდა. ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე არც ერთი შეხვედრა არ წააგო, ნუთუ ამას ვინმე წარმოიდგენდა? - არაერთი თამაშის გახსენება შეიძლება, რომელმაც ყველანი გაგვაოცა. პირადად მე, ძალიან მომწონს ურუგვაის ნაკრების თამაში და ვფიქრობ, რომ ამ გუნდს ფინალში გასვლაც კი შეუძლია. მიზანდასახული გუნდია, ძალიან კარგი უკანახაზით და შესანიშნავი ცენტრფორვარდით. მიმდინარე მუნდიალზე არც ერთი ფეხბურთელი არ არის თავისი გუნდისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც დიეგო ფორლანი ურუგვაის ნაკრებისთვის. ვფიქრობ, ჩემპიონატს უპირობო ფავორიტი არ ჰყავს, პირიქით, აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ბოლოს, დავუბრუნდეთ ჰოლანდიის ნაკრებს და არიენ რობენის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ვთქვათ ორიოდე სიტყვა. მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბს ჯერ კიდევ არ მოშუშებია ბოლომდე ტრავმა და სლოვაკებთან გამაყუჩებლებით ითამაშა. თუმცა, გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, არიენი ბრაზილიასთან მთელი 90 წუთის განმავლობაში შეძლებს მოედანზე ყოფნას. აი, თუ დამატებითი დრო დაინიშნა, შემდეგ უკვე ექიმები ჩაერევიან საქმეში და თავის სიტყვას იტყვიან. ანუ, ბერტ ვან მარვიიკს რობენთან დაკავშირებით პრაქტიკულად მწვანე აუნთეს.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა

კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა

პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა

დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო

"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა

[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე

კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს

მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო