ფინალური მატჩი ამ ტურნირის მშვენება გამოდგა

პროფესიული ტურის წამყვანმა ჩოგბურთელებმა როლან გაროსამდე ბოლო რეპეტიცია რომში გაიარეს და გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნეს "დიდი სლემის" სერიის რიგით მეორე ტურნირის წინ თავიანთ მზადყოფნაზე.

შაბათს ქალებს შორის ორი ნახევარფინალიდან მხოლოდ ერთი გაიმართა. სერენა უილიამსმა ზურგის ტრავმის გამო უარი თქვა კორტზე გასვლაზე და როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი ნა ლი უბრძოლველად გავიდა ფინალში.

მეორე ნახევარფინალში მარია შარაპოვამ დამაჯერებლად დაამარცხა ანჟელიკ კერბერი. გერმანელი წინა ეტაპზე პეტრა კვიტოვასთან ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ შარაპოვას წინააღმდეგ ბევრს ნერვიულობდა და უამრავი შეცდომა დაუშვა.

პირველ პარტიაში მან ორი საკუთარი გეიმი წააგო, მესამე კი 0:40-დან გადაარჩინა. თუმცა მარიას ორი ბრეიკი ეყო პარტიის მოსაგებად.

მეორე სეტი ოდნავ უფრო დაძაბული გამოდგა. გერმანელმა ერთხელ შეძლო დაკარგული ბრეიკის დაბრუნება, მაგრამ იქვე ისევ წააგო საკუთარი მოწოდება და თამაშის გადარჩენის შანსი აღარ ჰქონია.

ფინალური მატჩი ამ ტურნირის მშვენება გამოდგა. პირველ სეტში მარიამ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ორმაგი შეცდომით მომდევნო გეიმში ნა ლის დაკარგულის დაბრუნების საშუალება მისცა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეათე გეიმი შარაპოვას მოწოდებაზე, როცა ჩინელმა მიღებაზე ბრწყინვალე თამაშით მეორე ბრეიკი გააკეთა და სეტი მოიგო.

მეორე სეტი ლიმ დამაჯერებლად დაიწყო და 4:0 წაიყვანა ანგარიში, რაც პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა.

მიუხედავად ამისა, მარიამ შეძლო ძალების მოკრება და სასწაულის მოხდენა - ზედიზედ აიღო მომდევნო ექვსი გეიმი და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

ინიციატივა რუსის ხელში გადავიდა და ახლა ის მიუახლოვდა რომში ზედიზედ მეორე ტიტულს. რუსი 4:1 დაწინაურდა და ამჯერად ჩინელის გმირობების ჯერი დადგა. ლიმ ანგარიში გაათანაბრა, წინაც გავიდა და 6:5-ზე ერთი მატჩბოლიც მიიღო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა.

დაინიშნა ტაი-ბრეიკი და აქ მატჩი წვიმის გამო კარგახნით შეწყდა. შესვენება აშკარად შარაპოვას წაადგა, რომელიც მე-13 გეიმში ბოლომდე უპირატესობას ფლობდა და 7:5 გაიმარჯვა.

აბსოლუტურად თანაბარ ფინალში მეტოქეებს სტატისტიკური მონაცემებიც თითქმის იდენტური ჰქონდათ; უფრო მეტიც, ნა ლიმ ოდნავ უკეთესი შედეგები დააფიქსირა. მარიამ 20 "ვინერსი" და 59 უნებლიე შეცდომა დააგროვა, ლიმ - 21 "ვინერსი" და 56 შეცდომა.

გარდა ამისა, ჩინელმა ორჯერ ნაკლები ორმაგი შეცდომა დაუშვა (ხუთი ათის წინააღმდეგ) და მაინც, შარაპოვამ მოახერხა წელს მეორე ტიტულის მოგება. მისმა მეტოქემ კი ამ სეზონში მეორე ტურნირის ფინალში გააღწია და ორივეჯერ დამარცხდა.

Internazionali BNL d'Italia

რომი (იტალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 2 168 500 დოლარი

1/2-ფინალი

ნა ლი (ჩინ, 8)-სერენა უილიამსი (აშშ, 9) უარი; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 12) 6:3, 6:4.

ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-ნა ლი (ჩინ, 8) 4:6, 6:4, 7:6(5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"