ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა
ზე რაგბის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა.

პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა სულ უფრო მძაფრდება. დღემდე გამოკვეთილ პრეტენდენტებს კიდევ ერთი, შარშანდელი გამარჯვებული ბრისბენის "რედსი" შეუერთდა. "წითლებმა" სეზონი ცუდად დაიწყეს, თუმცა უკვე

რამდენიმე ტურია, თამაში საგრძნობლად გამოაკეთეს.

ბრისბენელებს დაუბრუნდათ ლიდერი და მგეზავი ქუადე კუპერი, რომელმაც ტრავმა ახლახან მოიშუშა. მე-13 ტურში "რედსმა" იოჰანესბურგის "ლაიონზს" უმასპინძლა და 34:20 მოუგო. მასპინძლებს დასაწყისში გაუჭირდათ და მე-19 წუთისთვის 7:6-ს აგებდნენ.

ამ დროიდან მოყოლებული ბრისბენელებმა შესანიშნავად იასპარეზეს და მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს.

შედეგად "წითლებს" 36 ქულა დაუგროვდათ და A ჯგუფში მეორე ადგილზე არიან.

საინტერესო გამოდგა ამავე ჯგუფის აუტსაიდერების, პერთის "ფორსისა" და "მელბურნ რებლზის" დაპირისპირება. მელბურნელებმა შესაშური შეუპოვრობა გამოამჟღავნეს და სტუმრად მინიმალური სხვაობით მოიგეს - 32:31. მათ ოთხი ლელო გაიტანეს, რომელთაგან ორი მეორეხაზელის, კადრინ ნევილის ანგარიშზეა.

A ჯგუფი

რედსი-ლაიონზი 34:20, ფორსი-მელბურნ რებლზი 31:32.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბრამბიზი - 44 ქულა, 2. რედსი - 36, 3. მელბურნ რებლზი - 29, 4. ვორათაზი - 28, 5. ფორსი - 19.

XIV ტური

ბრამბიზი-რედსი, ფორსი-ლაიონზი.

B ჯგუფის მეოთხეადგილოსანი "ჰარიკენზი" A ჯგუფის ლიდერს, კანბერის "ბრამბიზს" შინ შეხვდა და 25:37 წააგო.

წინა, მე-12 ტურში ველინგტონელებმა სტუმრად დაამარცხეს დანიდინის "ჰაილენდერზი" და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესეს. კანბერელებთან თამაშის საწყისი წუთები, მართალია, წარმატებული ვერ გამოდგა, მაგრამ მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით წავიდნენ - 20:13.

მეორე ტაიმის 51-ე წუთზე "ჰარიკენზმა" კიდევ ერთი ლელო მიითვალა და უფრო მეტად დაწინაურდა - 25:13.

თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა მთლიანად სტუმრებმა იგდეს ხელთ და მასპინძლებს მონაგარის გაზრდის საშუალება აღარ მისცეს, თვითონ კი სამი უპასუხო ლელო მიითვალეს და სავსებით დამსახურებულად გაიმარჯვეს - 37:25.

ამავე ჯგუფის მესამეადგილოსანმა დანიდინის "ჰაილენდერზმა", ყველასთვის მოულოდნელად, შინ C ჯგუფის ლიდერი და ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი პრეტორიის "ბლუ ბულზი" დაამარცხა - 16:11. "ლურჯმა ხარებმა" უჩვეულოდ ცუდად ითამაშეს და სატურნირო ცხრილში პირველი საფეხური დათმეს.

ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა აუტსაიდერი ოქლენდის "ბლუზი" - 59:12. "ჯვაროსნებმა" ცხრა ლელო გაიტანეს. აქედან ორი შერკინების კვაჭის, კორინ ფლინის ანგარიშზეა.

B ჯგუფი

ჰარიკენზი-ბრამბიზი 25:37, ჰაილენდერზი-ბლუ ბულზი 16:11, კრუსეიდერზი-ბლუზი 59:12.

სატურნირო მდგომარეობა

1. ჩიფსი - 45 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 42, 3. ჰაილენდერზი - 39, 4. ჰარიკენზი - 35, 5. ბლუზი - 16.

XIV ტური

ჩიფსი-ბლუ ბულზი, ჰარიკენზი-მელბურნ რებლზი, ბლუზი-ჰაილენდერზი.

C ჯგუფში ლიდერის სტატუსი დაიბრუნა კეიპთაუნის "სტორმერზმა", რომელმაც შინ დაამარცხა სიდნეის "ვორათაზი" - 19:13. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 16:3 მოიგეს. შესვენების შემდეგ ავსტრალიელები საგრძნობლად გააქტიურდნენ, თუმცა მხოლოდ ათი ქულის მოპოვება შეძლეს. კეიპთაუნელებმა კი მონაგარს ერთი ზუსტი საჯარიმო მიუმატეს.

ამავე ჯგუფის მესამეადგილოსანმა დურბანის "ნატალ შარქსმა" სტუმრად დაამარცხა ბლუმფონტეინის "ჩიტაზი" - 43:20. "ზვიგენებმა" ამ გამარჯვების შემდეგ 41 ქულა დააგროვეს და პლეი ოფში გასვლის კარგი შანსი გაუჩნდათ.

"ჩიტაზთან" მატჩში საუკეთესოდ გაისარჯა დურბანელთა ფრანგი ლეგიონერი ფრედერიკ მიშალაკი, რომელმაც ერთი ლელო, ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (19 ქულა).

C ჯგუფი

ჩიტაზი-ნატალ შარქსი 20:34, სტორმერზი-ვორათაზი 19:13.

სატურნირო მდგომარეობა

1. სტორმერზი - 49 ქულა, 2. ბლუ ბულზი - 47, 3. ნატალ შარქსი - 41, 4. ჩიტაზი - 27, 5. ლაიონზი - 14.

XIV ტური

ჩიტაზი-ვორათაზი, ნატალ შარქსი-სტორმერზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა