21 მაისს სფფ-ის აღმასკომმა "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" დავის განხილვა დაიწყო
21 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელმა კომიტეტმა "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" დავის განხილვა დაიწყო.

აღმასკომის სხდომის წინ ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. თუმცა მისი თქმით, საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ობიექტურად და საქართველოს ჩემპიონის ვინაობა დაზუსტებით გახდება ცნობილი.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, აღმასრულებელი კომიტეტი გადახედავს დებულებას; ასევე, გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება და გადაწყვეტილებასაც სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დასრულების მიუხედავად, ჩემპიონის ვინაობა კვლავ გაურკვეველი რჩება.

ქვეყნის ჩემპიონობას ერთდროულად ორი საფეხბურთო კლუბი - "ზესტაფონი" და "მეტალურგი" ზეიმობს.

ბოლო ტურში "მეტალურგმა" ფოთში "კოლხეთს" 2:0 მოუგო, "ზესტაფონმა" კი "მერანი" 3:0 დაამარცხა.

კლუბებს შორის დავის მიზეზი ჩემპიონატის მეორე ტურის დასრულების შემდეგ ცხრილში თანაბარი ქულების მოგროვება გახდა. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, გამარჯვებულის ვინაობა მოგებული მატჩების რაოდენობის მიხედვით სახელდება.

მთლიან ჩემპიონატში (პირველ და მეორე ეტაპზე) მოგებული მატჩების რაოდენობა "ზესტაფონს" უფრო მეტი აქვს. სამაგიეროდ, პლეი ოფში "მეტალურგს" უფრო მეტი გამარჯვება აქვს.

გაურკვევლობის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის დებულებაა, რომელშიც მსგავსი შემთხვევა დაკონკრეტებული არ არის.

სფფ-ის აღმასკომმა "ზესტაფონისა" და "მეტალურგის" დავის განხილვა დაიწყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ

კოლხეთი-მეტალურგი 0:2 - We Are The Champions!

ზესტაფონი-მერანი 3:0 - We Are The Champions!

mimino
დომენტის ადგილზე ნამუსიანი კაცი უნდა გადადგეს.ყველაზე უპრიანი ალბათ დამატებითი ერთი თამაშის დანიშვნა იქნება.
LENG10
ბატონი დომენტი ფედერაციის პრეზიდენტი კი არა,ერთი რიგითი კლუბის სკაუტიც კი არ უნდა იყოს,ეს თავსატეხი და სირცხვილი აკლდა ქართულ ფეხბურთს კიდევ?ლაპარაკით ვერ ლაპარაკობს ნორმალურად და დამაჯერებლად,საქმეს კი ყველა ვხედავთ როგორც აკეთებს,როდის უნდა დამრთავდეს წურბელების დრო ქართულ ფეხბურთში?
ზურა
კარგით რა ხალხო, რა დამატებითი მატჩი. ამის დედავატირე, ჩემპიონატი ჩემპიონატია, რომელიც დაიწყო შარშან ზაფხულში, ხოდა ჩემპიონატში ზესტას უფრო მეტი მოგება აქვს. მაშინ გამოდის ქო 2 ჩემპიონატს ვატარებთ ერთ წელიწადში? რა სისულელეა. თუ პირველი ეტაპი კიდიათ, მაშინ იქ დაგროვილ ქულებს რაღატო ითვლიან მეორე ეტაპზე? (ძველი ქულების განახევრებით დაიწო ახალი ეტაპის ქულების ათვლა) კაროცე რა, ძალიან დიდ შარშია ფედერაცია, და უფრო მეტად ქართული ფეხბურთი. ვინ გამართავს ევროპის ჩემპიონატს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემპიონის გამოსარკვევად სასამართლო გახდება საჭირო. კარგით რა...
Shoda
ამდენი აურზაური რატომ გამოიწვია ამ პრობლემამ, მეტად გასაკვირია? ნუთუ არ შეიძლება დაინიშნოს ერთი დამატებითი მატჩი და დაე მან გამოავლინოს გამარჯვებული. საფეხბურთო ზეიმიც იქნება! რატო არ შეიძლება?????
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა