ქართველი მარიუპოლის "ილიჩივეცში" იჯარით იმ პირობით წავიდა, რომ სეზონის ბოლოს უკრაინულ გრანდში დააბრუნებდნენ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დავით თარგამაძე მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, კვლავაც მარიუპოლის "ილიჩივეცში" გაატარებს.

ყოველ შემთხვევაში, ამ ვარაუდს გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იგორ ლეონოვი გამოთქვამს.

მისი თქმით, უკრაინის 2011/12 წლების ჩემპიონი დონეცკის "შახტარი", რომელიც ქართველ ფეხბურთელზე უფლებებს ფლობს და მარიუპოლის გუნდში აქამდე იჯარის წესით ათამაშებდა, ჯერჯერობით ფეხბურთელის თავის რიგებში დაბრუნებაზე არაფერს აცხადებს.

"ვფიქრობ, დავით თარგამაძე მარიუპოლს არ დატოვებს. "შახტარს" მის დასაბრუნებლად ჯერჯერობით არაფერი მოუმოქმედებია.

ქართველმა ნახევარმცველმა თავისი თამაშით წარმოაჩინა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია. ამიტომ მარიუპოლელ გულშემატკივრებს აქვთ შანსი, მისი ცქერით კიდევ ერთი სეზონის განმავლობაში დატკბნენ".

ლეონოვმა დასძინა, რომ თარგამაძის "ილიჩივეცში" დარჩენა-არდარჩენაზე საუბარი მაინც ნაადრევია. ჯერაც გაურკვეველია გუნდში სამწვრთნელო შტაბის საკითხი, რაც კლუბის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბოიკომ უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე უკრაინულ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ოლექსანდრიადან" გადაბარგდა. "შახტარმა" ჩვენებური შეკრებაზეც იახლა, თუმცა შემდეგ ის მაინც მარიუპოლის "ილიჩივეცში" სეზონის დასრულებამდე გაანათხოვრა, სადაც იჯარით მანამდე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე ოქრიაშვილი გაუშვა.

ასევე იხილეთ

დავით თარგამაძე: იმედი მაქვს, დონეცკის "შახტარში" დავბრუნდები

დავით თარგამაძემ "შახტარის" ფორმით პირველი გოლი უკვე შეაგდო! [+VIDEO]

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად