"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელს არაერთხელ უთქვამს, რომ შემადგენლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ისურვებდა

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის არაერთხელ უთქვამს, თუნდაც სეზონის მიმდინარეობისას, რომ ის შემადგენლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას ისურვებდა.

ერთ-ერთი ასეთი ტირადის შემდეგ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა იტალიელს მოუწოდა, ყურადღებით გადაეხედა მისი გუნდის განაცხადისთვის და საკადრო პრობლემებზე მხოლოდ ამის მერე ეწუწუნა.

მანჩინის რომ ახალი ფეხბურთელების შეძენა უნდა, ეს ერთია, მაგრამ მას "სიტის" ბოსობაც ეთანხმება და მზადაა, ამ მიზნით თანხები გამოჰყოს.

"სიტის" მესაკუთრემ, შეიხმა მანსურმა, როგორც ჩანს, ნამეტანი გემო ჩაატანა პრემიერლიგის მოგებას და ამის გასამეორებლად და პლუს, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ძალასა და სახსრებს არ დაიშურებს.

რობერტო მანჩინი ამ ეტაპზე გაურბის კონკრეტულ გვარებზე ლაპარაკს. შესაბამისად, ბრიტანულ პრესას ისღა დარჩენია, რომ მკითხველი მხოლოდ სავარაუდო შენაძენებზე ლაპარაკით "კვებოს".

მაგალითად, დაიწერა, რომ "ქალაქელებს" "ლილიდან" ედენ აზარის, "მილანიდან" ზლატან იბრაჰიმოვიჩის, "ბილბაოდან" კი ფერნანდო ლორენტეს შეძენა სურს.

ბევრი იწერებოდა ასევე სერხიო აგეუეროსა და გონსალო იგუაინის შესაძლო გაცვლაზეც, მაგრამ არ გვგონია, მანჩინი ამას დათანხმდეს, რადგან კლასიკური ცენტრფორვარდები მას ისედაც ჰყავს, აგუეროს კი იგუაინი, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, ვერ შეცვლის.

"სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის დრო ჯერ კიდევ მოვა. აუცილებელია, გუნდი სათანადოდ გავაძლიეროთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებას არ ვიჩქარებთ," - აცხადებს მანჩინი.

გუშინდელმა "გაძეტა დელო სპორტმა" მკითხველს აუწყა, რომ "ინტერი" ინგლისის ჩემპიონებს მაიკონის ნაიჯელ დე იონგში გაცვლას სთავაზობს და რაკი ბრაზილიელი უკვე ასაკშია, მზადაა, ამისთვის ფულადი კომპენსაციაც გაიღოს.

აქვე გეტყვით, რომ ფრანგი ჟურნალისტები მაიკონის შეძენას, თავის მხრივ, "პარი სენ-ჟერმენს" უწინასწარმეტყველებენ.

იქამდე, ვიდრე ადამ ჯონსონი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა, ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ 24 წლის მარჯვენა ნახევარმცველს "ქალაქელთა" რიგებში თამაშის საშუალება მხოლოდ შეცვლებზე უწევდა.

მართალია, ყურს ხვდება, რომ ჯონსონმა სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირზე ერთად 38 თამაში გამართა, მაგრამ აქედან სასტარტოში ის სულ 16-ჯერ იყო და საფინალო სასტვენამდე მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ დარჩა.

შედეგი ლოგიკური მივიღეთ: როი ჰოჯსონმა ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანთა სიაში არ შეიყვანა.

ჯონსონი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა. მისი აგენტი შეეცდება, "სიტის" ხელმძღვანელობა კლიენტის "ევერტონში" ან "სანდერლენდში" ერთწლიან იჯარაზე დაითანხმოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო