იმერლები ბაზას აშენებენ და იქ მისული ადამიანი გულგრილი ვერ დარჩები იმ მოედნებით, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია
საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უკვე მესამე წელიწადია, საკმაოდ შთამბეჭდავ პროექტს ახორციელებს. იმერლები ბაზას აშენებენ, თანაც, ეტაპობრივად და იქ მისული ადამიანი გულგრილი ვერ დარჩები იმ მოედნებით, რომლებიც უკვე ექსპლუატაციაშია.

პირდაპირ რომ ვთქვათ, "ზესტაფონს" ბაზაზე ორი სრულფასოვანი ბუნებრივსაფარიანი მოედანი აქვს და ნებისმიერი უმაღლესი ლიგის გუნდს უნდა შეშურდეს, იმდენად მაღალი ხარისხის საფარია ორივე მოედანზე.

პირველი მინდორი ექსპლუატაციაში 2010 წლის 23 ნოემბერს ჩადგა მწყობრში, სადაც ამ მომენტისთვის გუნდის დუბლშემადგენლობა ვარჯიშობს.

უკვე ამოქმედდა და სწორედ პირველ მოედანზე უკეთესი ხარისხის ეს მეორე მოედანი წარუდგინა მედიას კლუბის ხელმძღვანელობამ.

როგორც კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე განმარტავს, პირველი მოედნისგან განსხვავებით, მეორე შედარებით გვიან ამოქმედდა, რამაც ბალახს საშუალება მისცა, მოძლიერებულიყო.

"პრაქტიკამ მოგვცა სწავლის საშუალება და მეორე მოედანზე, სანამ ბალახი არ მომაგრდა, გუნდი არ შესულა. მინდორი შემოდგომაზე დაიგო და მთელი ზამთარი "ისვენებდა". დიდი გუნდი სწორედ მეორე მოედანზე ვარჯიშობს".

პირველი მოედნის გვერდით სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სამსართულიანი იქნება და ყველა დამხმარე შენობა-ნაგებობას მოიცავს.

აქ განთავსდება სამრეცხაო, საკუჭნაო, თეორიული მეცადინეობის ოთახები. მოკლედ, ყველაფერი გაკეთდება გუნდის სრული ფუნქციონირებისთვის.

მესამე სართულზე 65-ადგილიან სასტუმროს ორი გუნდის მასპინძლობა შეეძლება.

როგორც ფუტკარაძე ამბობს, შენობის ჩონჩხი და კარკასი აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე დასრულდება.

"გეგმის მიხედვით, კარკასი აქამდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ამინდებმა შეგვიშალა ხელი. აგვისტოშივე დაიწყება კოსმეტიკური რემონტი. მოსაპირკეთებელი სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს და სეზონის მეორე ნახევარს უკვე აქ შეხვდება გუნდი".

გარდა სასტუმროსი, ბაზას ექნება სატრენაჟორო დარბაზი და ჩოგბურთის კორტები. მეორე მოედნის გვერდით კი 300 კაცზე გათვლილი ტრიბუნა შენდება, რომელიც, როგორც კლუბში განმარტავენ, მეტსაც დაიტევს. ტრიბუნის ძირში სწრაფი კვების ობიექტები განთავსდება.

გარდა ორი მზა მოედნისა, ბაზაზე კიდევ ერთი მინდორია, რომლის საფარი ჯერ დაგებული არ არის. სერგო ფუტკარაძის თქმით, მესამე მოედანზე კლუბს ექსპერიმენტის ჩატარება სურს - ბალახის მოსამრავლებელი მეურნეობის მოწყობას გეგმავს.

"საცდელი ბალახი პირველი მინდვრის გვერდით გვაქვს დათესილი და საბოლოო გადაწყვეტილებას შედეგის მიხედვით მივიღებთ. გვინდა, რომ ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი", - ამბობს სერგო ფუტკარაძე.

სასტუმროც, ტრიბუნაც, მოედნებიც... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

shota
საღოლ კოკაიას ნამდვილ ეროვნულ საქმეს აკეთებს ეს კაცი. ზესტაფონი სამართლიანად იმსახურებდა ჩემპიონობას. მე ვისურვებდი ლანჩხუთის გურიას ეგეთი პატრონი გამოჩენოდა. გულდასაწვეტია ის ფაქტი რომ ქართველი ბიზნესმენები მურთაქებს აზიან და არ დებენ ქართულ სპორტის განვითარებაში ინვესტიციებს
dato
კარგია რაც მეტი ბაზა იქნება ზესტაფონი ყფელაფერს აკეთებს რომ გუნდი წარმატებული იყოს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა